ქრისტიანული ცხოვრება
ეცადეთ, სრული სურათი დაინახოთ
ბიბლიის კითხვის დროს შეეცადეთ, სრული სურათი დაინახოთ. გაეცანით კონტექსტს, მეტი გაიგეთ იმ ხალხზე, ვის შესახებაც კითხულობთ და დააკვირდით, როგორ მოიქცნენ ისინი სხვადასხვა სიტუაციაში და რატომ. წარმოსახვის უნარი დაგვეხმარება, დავინახოთ ის, რასაც ბიბლიის პერსონაჟები ხედავდნენ; წარმოვიდგინოთ, რა ხმები ჩაესმოდათ, რა სურნელს შეიგრძნობდნენ და რა გრძნობები ეუფლებოდათ.
უყურე ვიდეორგოლს „ბიბლიის კითხვისას გაიფართოვეთ თვალსაწიერი“ (ნაწყვეტი) და უპასუხე შემდეგ კითხვებს:
რას შეიძლება გამოეწვია დაძაბულობა იოსებსა და მის ძმებს შორის?
რით შეიძლება აიხსნას იოსების ძმების ცხელ გულზე ჩადენილი ესა თუ ის საქციელი?
რას ვიგებთ ღვთის სიტყვიდან იოსების მამაზე, იაკობზე?
რატომ შეიძლება ითქვას, რომ იაკობმა უთანხმოების მოგვარების საუკეთესო მაგალითი დაუტოვა თავის ვაჟებს?
რა ისწავლე ამ ვიდეოდან?