საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb20 დეკემბერი გვ. 7
  • გსურთ სამეფოს მახარობელთა სკოლაში სწავლა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გსურთ სამეფოს მახარობელთა სკოლაში სწავლა?
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2020
  • მსგავსი მასალა
  • სამეფოს მსახურთა მომზადება
    ღვთის სამეფო მმართველობს!
  • მისიონერები ხელს უწყობენ მსოფლიო საქმის წინსვლას
    იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები
  • სამეფოს მახარობელთა სკოლაში სწავლა
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2022
  • მისიონერები „დედამიწის კიდით კიდემდე“
    რას ხმარდება თქვენი შესაწირავები?
იხილეთ მეტი
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2020
mwb20 დეკემბერი გვ. 7
სამეფოს მახარობელთა სკოლის მოსწავლეები

ქრისტიანული ცხოვრება

გსურთ სამეფოს მახარობელთა სკოლაში სწავლა?

თუ ხართ 23-დან 65 წლამდე ასაკის და სრული დროით მსახურობთ, გაქვთ კარგი ჯანმრთელობა და მზად ხართ, გააფართოოთ მსახურება, მაშინ შეგიძლიათ შეავსოთ სამეფოს მახარობელთა სკოლის განცხადება. დაარსებიდან დღემდე ამ სკოლაში ათასობით დაუქორწინებელმა და-ძმამ თუ დაქორწინებულმა წყვილმა ისწავლა. მაგრამ საჭიროება მოითხოვს, რომ უფრო მეტმა დაუქორწინებელმა ძმამ გაიაროს ეს სკოლა. სთხოვე იეჰოვას, მისი ნების შესრულებისა და ქრისტეს მიბაძვის სურვილი გაგიძლიეროს (ფსალმ. 40:8; მათ. 20:28; ებრ. 10:7). შემდეგ დაფიქრდი, რა უნდა გააკეთო, რომ შეესაბამებოდე ამ სკოლაში სწავლის მოთხოვნებს, მაგალითად გათავისუფლდე არასაჭირო ვალდებულებებისგან ან ნაკლები დრო დაუთმო სამუშაოს.

რა და რა სახის მსახურების შესაძლებლობა მიეცათ იმ და-ძმებს, რომელთაც სამეფოს მახარობელთა სკოლა დაამთავრეს? ზოგი უცხოენოვან ტერიტორიაზე დაინიშნა, ზოგსაც დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქადაგება დაევალა; ზოგი კურსდამთავრებული კი მოგვიანებით სარაიონო ზედამხედველის დამხმარე, სარაიონო ზედამხედველი ან მისიონერი გახდა. თუ შენც გინდა მსახურების გაფართოება, წინასწარმეტყველ ესაიას მსგავს სულისკვეთებას ავლენ: „მე წავალ! მე გამგზავნე!“ (ეს. 6:8).

უყურე ვიდეორგოლს „მისიონერები მკის საქმეში“ და უპასუხე შემდეგ კითხვებს:

  • კადრი ვიდეოდან „მისიონერები მკის საქმეში“: მისიონერი წყვილი მსახურობს.

    ვის ეძლევა მისიონერად მსახურების შესაძლებლობა?

  • კადრი ვიდეოდან „მისიონერები მკის საქმეში“: მისიონერი დასთან ერთად ბიბლიის შესწავლას ატარებს.

    რა საქმეს ასრულებენ მისიონერები?

  • კადრი ვიდეოდან „მისიონერები მკის საქმეში“: ჟესტურენოვან ტერიტორიაზე მომსახურე მისიონერი საუბრობს ძმასთან, რომელიც სპეციალური მსახურებისთვის განკუთვნილი ბლანკს გადასცემს.

    რა კურთხევები სდევს თან მისიონერულ მსახურებს?

გსურს, უფრო მეტი გაიგო სამეფოს მახარობელთა სკოლის შესახებ? ვებგვერდის jw.org ქვეგანყოფილებაში „ვიდეოები“ იხილე ჩვენი საქმიანობა / თეოკრატიული სკოლები და უყურე ვიდეორგოლებს „თეოკრატიული სკოლები აფრიკის შუაგულში“, „იეჰოვა სულიერად გვამდიდრებს“ და „სამეფოს მახარობელთა სკოლის პირველი კურსდამთავრებულები“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება