საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb21 იანვარი გვ. 3
  • მშობლებო, შვილებს სათანადო განათლება მიეცით!

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მშობლებო, შვილებს სათანადო განათლება მიეცით!
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2021
  • მსგავსი მასალა
  • როგორ შევუწყოთ ხელი ოჯახის ბედნიერებას (მე-2 ნაწილი)
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
  • მშობლებო, დაიცავით თქვენი შვილები!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • მშობლებო, შეაყვარეთ შვილებს იეჰოვა!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2022
  • შვილები — ძვირფასი მემკვიდრეობა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
იხილეთ მეტი
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2021
mwb21 იანვარი გვ. 3
მშობლები შვილებს ასწავლიან, როგორ დაიცვან თავი.

ქრისტიანული ცხოვრება

მშობლებო, შვილებს სათანადო განათლება მიეცით!

ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც კარგს ცუდს უწოდებენ და ცუდს — კარგს (ეს. 5:20). სამწუხაროდ, ზოგი იეჰოვასთვის საძულველ საქმეებს აკეთებს. მაგალითად, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლები ერთმანეთთან გარყვნილებას სჩადიან. ადვილად შეიძლება, თანასკოლელებმა ან სხვებმა ჩვენს ძვირფას ახალგაზრდებზეც მოახდინონ ცუდი გავლენა. როგორ უნდა მოამზადოთ შვილები ამ და მსგავსი შემთხვევებისთვის?

ჩაუნერგეთ შვილებს იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმები (ლევ. 18:3). ასაკისთვის შესაფერისი ინფორმაცია მიაწოდეთ სექსზე და დაანახვეთ ბიბლიის თვალსაზრისი ამ საკითხზე (კან. 6:7). მშობლებო, ჰკითხეთ საკუთარ თავს: ვასწავლი შვილებს, რას ნიშნავს თბილი გრძნობების მართებულად გამოვლენა და რამდენად მნიშვნელოვანია მოკრძალებულად ჩაცმა? ესმით მათ, რომ ამა თუ იმ სიტუაციაში ან ადგილას მარტონი უნდა იყვნენ? იციან ჩემმა შვილებმა, როგორ მოიქცნენ, თუ ვინმე პორნოგრაფიის ყურებას სთავაზობს ან იმის გაკეთებას სთხოვს, რაც იეჰოვასთვის მიუღებელია? ცოდნა დაიცავს თქვენს შვილებს! (იგავ. 27:12; ეკლ. 7:12). როცა სათანადო განათლებას აძლევთ შვილებს, უფრთხილდებით და სიყვარულით ეპყრობით იეჰოვასგან ბოძებულ ძვირფას მემკვიდრეობას (ფსალმ. 127:3).

უყურეთ ვიდეორგოლს „ააშენე გამძლე სახლი — დაიცავით შვილები ბოროტისგან“ და უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

  • კადრი ვიდეოდან „ააშენე გამძლე სახლი — დაიცავით შვილები ბოროტისგან“. დედა-შვილი უყურებს ვიდეოს „დაიცავით შვილები ბოროტისგან“.

    რატომ ერიდება ზოგ მშობელს შვილებთან სექსზე საუბარი?

  • კადრი ვიდეოდან „ააშენე გამძლე სახლი — დაიცავით შვილები ბოროტისგან“. მშობლები შვილებთან ერთად განიხილავენ წიგნს „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“ და სხვა პუბლიკაციებს.

    რატომ უნდა აღზარდონ და დაარიგონ მშობლებმა შვილები „იეჰოვას მოსაწონად“? (ეფეს. 6:4).

  • კადრი ვიდეოდან „ააშენე გამძლე სახლი — დაიცავით შვილები ბოროტისგან“. აფრიკაში მშობლები შვილებთან ერთად ბიბლიურ მუხლებს კითხულობენ და მსჯელობენ.

    ცოდნა იცავს!

    როგორ ეხმარება მშობლებს იეჰოვას ორგანიზაციის მიერ მოწოდებული სულიერი საზრდო, შვილებს ამ მხრივ სათანადო განათლება მისცენ? (w19.05 12, ჩარჩო).

  • რატომ უნდა ესაუბროთ ხოლმე შვილებს მსგავს საკითხებზე მანამ, სანამ რეალური საფრთხის წინაშე დადგებიან?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება