საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb21 მარტი გვ. 5
  • ემზადები გახსენების საღამოსთვის?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ემზადები გახსენების საღამოსთვის?
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2021
  • მსგავსი მასალა
  • ვის მოვიწვევ?
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2020
  • იეჰოვა აფასებს ჩვენს მცდელობას, აღვნიშნოთ გახსენების საღამო
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2023
  • „ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2007
  • „ეს აკეთეთ“ — გახსენების საღამო ჩატარდება 5 აპრილს
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2012
იხილეთ მეტი
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2021
mwb21 მარტი გვ. 5
პეტრე და იოანე საპასექო სუფრას ამზადებენ.

პეტრე და იოანე ახ. წ. 33 წლის პასექის დღესასწაულისთვის ზედა ოთახს ამზადებენ.

ქრისტიანული ცხოვრება

ემზადები გახსენების საღამოსთვის?

იესოს უკანასკნელი პასექი განსაკუთრებული იყო. ის მალე უნდა მომკვდარიყო, ამიტომ სურდა, მოწაფეებთან ერთად აღენიშნა ეს დღე და ახალი დღესასწაული, უფლის გახსენების საღამო დაეწესებინა. მან პეტრეს და იოანეს დაავალა, პასექისთვის ოთახი მოემზადებინათ (ლუკ. 22:7—13; იხილე სურათი გარეკანზე). ეს შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, ჩვენც მოვემზადოთ გახსენების საღამოსთვის, რომელიც ამა წლის 27 მარტს აღინიშნება. ძმები შეარჩევენ მომხსენებელს და იზრუნებენ სიმბოლოებსა თუ სხვა საჭიროებებზე. პირადად ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ ამ დღისთვის?

განაწყვე გული. წაიკითხე გახსენების საღამოსთვის განკუთვნილი ბიბლიური მონაკვეთები და იფიქრე მათზე. გეგმის ნახვა შეგიძლია ბროშურაში „წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა“. უფრო ვრცელი გეგმა მოცემულია „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებული ვერსიის დანართში ბ12 (იხილე აგრეთვე 2020 წლის აპრილის „ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“). გამოსასყიდის თემაზე ოჯახური თაყვანისცემისთვის საჭირო მასალის მოძიება შესაძლებელია „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებელში“ ან „იეჰოვას მოწმეების საკვლევ სახელმძღვანელოში“.

ოჯახური თაყვანისცემის დროს მშობლები შვილებთან ერთად გახსენების საღამოზე მსჯელობენ.

მოიწვიე სხვები. სრულად ჩაები გახსენების საღამოს კამპანიაში. იფიქრე, ვინ შეგიძლია დაპატიჟო, მაგალითად ყოფილი ბიბლიის შემსწავლელები, ნაცნობები, ნათესავები ან ისინი, ვისაც განმეორებით ინახულებ. უხუცესები იზრუნებენ, რომ გახსენების საღამოზე არააქტიური მაუწყებლები მოიწვიონ. თუ მოწვეული სტუმარი შენს ტერიტორიაზე არ ცხოვრობს, შეგიძლია გაიგო, სად და როდის აღინიშნება გახსენების საღამო მის საცხოვრებელთან ახლოს. ისარგებლე განყოფილებით „ჩვენ შესახებ“, რომელიც jw.org-ის მთავარი გვერდის თავშია განთავსებული, და აირჩიე „გახსენების საღამო“.

ორი უხუცესი არააქტიურ ძმას ეპატიჟება გახსენების საღამოზე.

კიდევ რის გაკეთება შეგვიძლია, რომ მომზადებულები ვიყოთ გახსენების საღამოსთვის?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება