საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb21 სექტემბერი გვ. 3-16
  • გამოიყენეთ მსახურებაში ახალი სახელმძღვანელო

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გამოიყენეთ მსახურებაში ახალი სახელმძღვანელო
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2021
  • მსგავსი მასალა
  • როგორ ჩავატაროთ შესწავლები წიგნით „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“
    გიყვარდეთ ადამიანები — მოამზადეთ მოწაფეები
  • მოამზადეთ ბიბლიის შემსწავლელები ნათლობისთვის
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2021
  • როგორ მივიყვანოთ ბიბლიის შემსწავლელი ნათლობამდე — ნაწილი I
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2020
  • როგორ გამოვიყენოთ ბროშურა „სასიხარულო ცნობა ღვთისგან“?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2013
იხილეთ მეტი
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2021
mwb21 სექტემბერი გვ. 3-16
ცოლ-ქმარი ავტობუსის გაჩერებაზე აზრებს უზიარებს მამაკაცს ბროშურიდან „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“.

ქრისტიანული ცხოვრება

გამოიყენეთ მსახურებაში ახალი სახელმძღვანელო

გვახარებს, რომ ბიბლიის შესწავლების ჩასატარებლად გვაქვს ახალი ბროშურა და წიგნი „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“. ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ აკურთხოს ჩვენი ძალისხმევა, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვამზადოთ ქრისტეს მოწაფედ (მათ. 28:18—20; 1 კორ. 3:6—9). როგორ გამოვიყენოთ სწავლებაში დამხმარე ეს ახალი საშუალებები?

ვინაიდან ახალი ბროშურა და წიგნი ინტერაქტიული ხასიათისაა და სწავლების ახლებურ მეთოდებს გვთავაზობს, მომზადებისას და ბიბლიის შესწავლის ჩატარებისასa მიჰყევით ქვემოთ მოცემულ მითითებებს:

  • წაიკითხეთ მასალა და იმსჯელეთ კითხვებზე.

  • წაიკითხეთ ბიბლიური მუხლები, რომლებთანაც მოცემულია მითითება „წაიკითხეთ“ და დაანახვეთ შემსწავლელს ამ მუხლების პრაქტიკული ღირებულება.

  • უყურეთ ვიდეორგოლს და იმსჯელეთ დართულ კითხვებზე.

  • ეცადეთ, თითო შეხვედრაზე თითო გაკვეთილი განიხილოთ.

მსახურებაში თავდაპირველად ბროშურა გამოიყენეთ, რათა განსაზღვროთ, აინტერესებს თუ არა მსმენელს ბიბლიური ჭეშმარიტება (იხილეთ ჩარჩო «როგორ შევთავაზოთ პირველი საუბრისას ბროშურა „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“»). თუ შემსწავლელმა დაამთავრა ბროშურა და სურს შესწავლის გაგრძელება, შესთავაზეთ წიგნზე გადასვლა. თანხმობის შემთხვევაში შესწავლა დაიწყეთ წიგნის მე-4 თავიდან. თუ უკვე ატარებთ შესწავლას რომელიმე სასწავლო სახელმძღვანელოთი, ჩაანაცვლეთ ის ახალი წიგნით „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“. თავად განსაზღვრეთ, რომელი თავიდან გააგრძელებთ შესწავლას.

წყვილი მამაკაცთან სახლში ატარებს შესწავლას წიგნით „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“.

უყურეთ ვიდეორგოლს „ბიბლიის სასწავლო კურსის მიმოხილვა“, და უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

  • რას ისწავლიან ბიბლიის შემსწავლელები ახალი წიგნიდან?

  • რატომ უნდა აჩვენოთ ეს ვიდეო ბიბლიის ახალ შემსწავლელს?

  • რა მიზნების დასახვასა და მიღწევაში უნდა დაეხმაროთ ბიბლიის შემსწავლელს? (იხილეთ ცხრილი „თითოეული ნაწილის თემა და მიზანი“).

a ყურადღება მიაქციეთ: მართალია, შესწავლისას არაა სავალდებულო ქვესათაურის, „გაიგეთ მეტი“, განხილვა, მაგრამ მასწავლებელმა მომზადებისას უნდა უყუროს ყველა მითითებულ ვიდეოს და წაიკითხოს ყველა სტატია. ეს მას დაეხმარება, განსაზღვროს, რამ შეიძლება დააინტერესოს შემსწავლელი. ახალი სახელმძღვანელოს ელექტრონულ ვერსიაში ვიდეოებისა თუ სტატიების სათაურები მოცემულია ბმულების სახით, რომლებიც გადაგიყვანთ მითითებულ მასალაზე.

თითოეული ნაწილის თემა და მიზანი

 

გაკვეთილები

თემა

შემსწავლელის მიზანი (მასწავლებლის დახმარებით)

1

01—12

გვაცნობს ბიბლიის პრაქტიკულ ღირებულებას და მის ავტორს.

იკითხოს ბიბლია, მოემზადოს შესწავლისთვის და დაესწროს კრების შეხვედრებს.

2

13—33

გვანახვებს, რა გაუკეთებია ღმერთს ადამიანებისთვის და როგორ თაყვანისცემას იწონებს.

ნასწავლი სხვებსაც გაუზიაროს და გახდეს მაუწყებელი.

3

34—47

გვიხსნის, რას მოელის ღმერთი თავისი თაყვანისმცემლებისგან.

თავი მიუძღვნას იეჰოვას და მოინათლოს.

4

48—60

გვიჩვენებს, რისი გაკეთება გვმართებს, რომ არ დავკარგოთ ღვთის სიყვარული.

ისწავლოს სწორისა და არასწორის გარჩევა და სულიერად გაიზარდოს.

როგორ შევთავაზოთ პირველი საუბრისას ბროშურა „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“

ბუკლეტების მსგავსად ბროშურის უკანა ყდაზე მოცემულია ინტერესის აღმძვრელი კითხვა. შეეცადე, ასე მოიქცე:

  • დაუსვი კითხვა, რომელსაც თან ახლავს სავარაუდო პასუხები.

  • ამოუკითხე პასუხი ფსალმუნის 37:29-დან.

  • განიხილე ქვესათაურში, „რას ნიშნავს ეს თქვენთვის“, მოცემული აზრები. თუ დრო საშუალებას მოგცემს, წაიკითხე მითითებული მუხლები და იმსჯელე ილუსტრაციებზე.

  • დაუსვი ამავე გვერდის ბოლოში მოცემული კითხვა: „შეგვიძლია გვჯეროდეს ბიბლიის დანაპირების?“ და დაიწყე შესწავლა პირველი გაკვეთილით.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება