საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w21 მაისი გვ. 31
  • იცოდით თუ არა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იცოდით თუ არა?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2021
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • როგორ მზადდებოდა პაპირუსის ნავები?
  • რატომ მაინცდამაინც პაპირუსი?
  • პაპირუსი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ქაღალდი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ბიბლიის სასწაულებრივი გადარჩენის ისტორია
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2021
w21 მაისი გვ. 31

იცოდით თუ არა?

ნამდვილად გამოიყენებოდა პაპირუსი ბიბლიურ დროში ნავების ასაგებად?

პაპირუსი

ყველასთვის ცნობილია, რომ ძველ ეგვიპტეში პაპირუსი, იგივე ჭილი, ძირითადი საწერი მასალა იყო. ბერძნებიცა და რომაელებიც პაპირუსზე წერდნენ.a მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ პაპირუსს არა მხოლოდ საწერ მასალად, არამედ ნავების ასაგებადაც იყენებდნენ.

ეგვიპტურ სამარხში აღმოჩენილი პაპირუსის ნავის ორი ნიმუში

2 500-ზე მეტი წლის წინ წინასწარმეტყველმა ესაიამ მოიხსენია „ეთიოპიის მდინარეების მხარეში“ მცხოვრები ხალხი, რომლებმაც ზღვით გაგზავნეს დესპანები „წყალზე მოცურავე ჭილის ნავებით“. მოგვიანებით წინასწარმეტყველმა იერემიამაც იწინასწარმეტყველა, რომ, როცა მიდიელები და სპარსელები ბაბილონში შეიჭრებოდნენ, ჭილის ნავებს გადაწვავდნენ, რომ ბაბილონელებს გაქცევის საშუალება არ მისცემოდათ (ეს. 18:1, 2; იერ. 51:32).

ბიბლია ღვთისგან შთაგონებული წიგნია, ამიტომ ჩვენ, ვინც ბიბლიას ვიკვლევთ, არ გვიკვირს, რომ არქეოლოგიური აღმოჩენებითაც დასტურდება ის ფაქტი, რომ ბიბლიურ დროში ნავებს პაპირუსისგან აგებდნენ (2 ტიმ. 3:16). რა აღმოჩენებს ვგულისხმობთ? არაერთი არქეოლოგიური მტკიცებულება ადასტურებს იმას, რომ ეგვიპტეში ნავებს პაპირუსისგან აგებდნენ.

როგორ მზადდებოდა პაპირუსის ნავები?

ეგვიპტურ სამარხებში აღმოჩენილ ნახატებსა თუ რელიეფურ გამოსახულებებზე ასახულია პაპირუსის მოპოვებისა და ნავების დამზადების სცენები. მამაკაცები პაპირუსის ღეროებს ჭრიდნენ და ძნებად კრავდნენ, შემდეგ კი რამდენიმე ძნას ერთად მჭიდროდ კრავდნენ. სამწახნაგოვანი ღეროს წყალობით პაპირუსის ძნები მჭიდროდ იკვრებოდა და მტკიცე საშენ მასალას ქმნიდა. ერთ წიგნში ნათქვამია, რომ პაპირუსის ნავები ზოგჯერ სიგრძეში 17 მეტრს აღემატებოდა და 10-10 ან 12-12 ნიჩაბი ჰქონდა (A Companion to Ancient Egypt).

ეგვიპტურ რელიეფზე გამოსახულია პაპირუსის ნავის დამზადების პროცესი.

რატომ მაინცდამაინც პაპირუსი?

პაპირუსი ადვილად მოსაპოვებელი ნედლეული იყო ნილოსის ხეობაში. ამასთანავე, მისგან ნავების დამზადებაც შედარებით იოლი იყო. მაშინაც კი, როცა გემთმშენებლობაში აქტიურად დაიწყეს ხის მასალის გამოყენება, როგორც ჩანს, მეთევზეები და მონადირეები ისევ პაპირუსის ტივებსა და პატარა ნავებს ანიჭებდნენ უპირატესობას.

პაპირუსისგან დამზადებული ნავები ხალხში საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე სარგებლობდა პოპულარობით. ახ. წ. I-II საუკუნეებში მოღვაწე ბერძენი მწერალი პლუტარქე წერდა, რომ პაპირუსის ტივები მისი ეპოქის ხალხისთვისაც კარგად იყო ცნობილი.

a ჩვეულებრივ, პაპირუსი ჭაობიან ადგილებში და მდორე წყლებში ხარობს. ეს მცენარე დაახლოებით 5 მეტრამდე იზრდება, ძირში მისი ღეროს სისქე კი 15 სანტიმეტრამდე აღწევს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება