საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w21 დეკემბერი გვ. 15
  • გახსოვთ თუ არა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გახსოვთ თუ არა?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2021
  • მსგავსი მასალა
  • ყოველთვის იეჰოვაზე დაამყარეთ იმედი
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2023
  • ღვთის ურყევი სიყვარული სატანის სიცრუისგან გვიცავს
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2023
  • სამი რამ, რაც დაგვაბრძენებს
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2023
  • ნუ მიატოვებ თანაქრისტიანს გასაჭირში!
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2023
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2021
w21 დეკემბერი გვ. 15

გახსოვთ თუ არა?

ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ მიმდინარე წლის ნომრები? შეამოწმეთ, შეძლებთ თუ არა შემდეგ კითხვებზე პასუხების გაცემას.

რაში გვარწმუნებს ის ფაქტი, რომ იეჰოვა „გულმოწყალე და თანამგრძნობია“? (ფსალმ. 103:8)

იეჰოვას გულმოწყალება აღძრავს, გვაპატიოს ცოდვები. ფსალმუნის 103:8 გვარწმუნებს, რომ ის სიყვარულით იზრუნებს ჩვენზე. ჩვენც უნდა მივბაძოთ მას (w21.01, გვ. 21).

რატომ დაადგინა იეჰოვამ მეთაურობის პრინციპი?

იმიტომ, რომ ვუყვარვართ. მეთაურობის პრინციპის წყალობით იეჰოვას ოჯახში მშვიდობა და წესრიგი ნარჩუნდება. თითოეულმა ოჯახის წევრმა იცის, ვის პასუხისმგებლობაში შედის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და ვინ ითავებს ამ გადაწყვეტილების განხორციელებას (w21.02, გვ. 3).

რატომ უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე სამესიჯო აპლიკაციების გამოყენების დროს?

მან, ვინც სამესიჯო აპლიკაციებს იყენებს, სიფრთხილით უნდა შეარჩიოს საურთიერთო წრე. ეს განსაკუთრებით რთულია დიდ სამესიჯო ჯგუფებში (1 ტიმ. 5:13). არსებობს იმის საშიშროებაც, რომ ამ ჯგუფებში გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავრცელდეს ან და-ძმების ტელეფონის ნომრები კომერციული მიზნით იქნეს გამოყენებული (w21.03, გვ. 31).

რატომ დაუშვა ღმერთმა იესოს ტანჯვა და სიკვდილი?

პირველი, რაკი იესო ძელზე დაკიდებით მოკლეს, იუდეველები კანონის წყევლისგან გათავისუფლდნენ (გალ. 3:10, 13). მეორე, ამით იეჰოვამ იესო მღვდელმთავრობისთვის მოამზადა. მესამე, იესოს ერთგულებამ პასუხი გასცა უმნიშნვნელოვანეს კითხვას, კერძოდ იმას, შეძლებდა თუ არა ადამიანი უმძიმესი განსაცდელების დროს ერთგულების შენარჩუნებას (იობ. 1:9—11) (w21.04, გვ. 16, 17).

როგორ მივაწვდინოთ ხმა იმ ადამიანებს, რომლებიც სახლში არ გვხვდებიან?

შეეცადეთ, მაშინ იქადაგოთ, როცა, დიდი ალბათობით, ხალხი სახლში იქნება. აგრეთვე შეგიძლიათ მოსინჯოთ სხვადასხვა ადგილას ქადაგება. გარდა ამისა, კარგი იქნება, სხვადასხვა მეთოდითაც იქადაგოთ, მაგალითად, წერილებით (w21.05, გვ. 15, 16).

რას გულისხმობდა მოციქული პავლე შემდეგ სიტყვებში: „კანონის მეშვეობით მოვკვდი კანონისთვის“? (გალ. 2:19)

მოსეს კანონმა ადამიანის ცოდვილი ბუნება გამოააშკარავა და ისრაელი ქრისტემდე მიიყვანა (გალ. 3:19, 24). პავლე სწორედ კანონის მეშვეობით მივიდა ქრისტემდე, შესაბამისად, ის „მოკვდა კანონისთვის“, ანუ მეტად აღარ ექვემდებარებოდა მოსეს კანონს (w21.06, გვ. 31).

მოთმინების რა მაგალითს გვაძლევს იეჰოვა?

იეჰოვა ითმენს თავისი სახელის შეურაცხყოფას, თავის უზენაეს მმართველობასთან დაპირისპირებას, ზოგიერთი ქმნილების ურჩობას, სატანის გამუდმებულ ცილისწამებას, თავისი ძვირფასი მსახურების ტანჯვას, თავის ერთგულ გარდაცვლილ მსახურებთან განშორებას, ბოროტების მიერ სუსტებისა და დაუცველების ჩაგვრას, კაცთა მოდგმის ზნეობრივ დეგრადაციას და თავისი შექმნილი დედამიწის განადგურებას (w21.07, გვ. 9—12).

მოთმინების რა მაგალითი დაგვიტოვა იოსებმა?

იოსები ძმების მხრიდან უსამართლობას შეხვდა. ეგვიპტეში მონად გაყიდულს კი ცილი დასწამეს, რის გამოც მან წლები საპყრობილეში გაატარა (w21.08, გვ. 12).

რა სახის შეძვრაზეა ნაწინასწარმეტყველები ანგიას 2:6—9, 20—22-ში?

ერები სამეფოს შესახებ ცნობაზე უარყოფითად რეაგირებენ, თუმცა ბევრი ადამიანი ჭეშმარიტებამ მაინც მიიზიდა. მალე იეჰოვა საბოლოოდ შეძრავს ერებს გასანადგურებლად (w21.09, გვ. 15—19).

რატომ არ უნდა დავკარგოთ სიხარული მსახურებაში?

იეჰოვა ჩვენს ძალისხმევასა და მოთმინებას აფასებს. თუ არ დავიღლებით და მოთმინებით გავაგრძელებთ მსახურებას, მარადიულ სიცოცხლეს მოვიპოვებთ (w21.10, გვ. 25, 26).

როგორ გვეხმარება ლევიანების მე-19 თავი შემდეგი რჩევის გათვალისწინებაში: „ყველაფერში წმინდები იყავით“? (1 პეტ. 1:15).

როგორც ჩანს, პეტრე ამ სიტყვებს ლევიანების 19:2-დან ციტირებს. მე-19 თავში მრავალ პრინციპს ვხვდებით, რომლებიც გვეხმარება 1 პეტრეს 1:15 ცხოვრების სხვადასხვა სფეროს დავუკავშიროთ (w21.12, გვ. 3, 4).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება