საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w24 იანვარი გვ. 19
  • იცოდით თუ არა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იცოდით თუ არა?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • მსგავსი მასალა
  • „იესოს შესახებ სასიხარულო ცნობის“ ქადაგება
    საგულდაგულოდ იქადაგეთ ღვთის სამეფოზე
  • ფილიპე — გულმოდგინე მახარებელი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • ბიბლიის გასაგებად საჭირო დახმარება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
  • ეთიოპია [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
w24 იანვარი გვ. 19
ფილიპე და ეთიოპი საჭურისი სხედან ოთხთვლიან ცხენებშებმულ ეტლში, რომელსაც მეეტლე მართავს. ფილიპე ეთიოპს წმინდა წერილებს უხსნის.

იცოდით თუ არა?

როგორი ეტლით მგზავრობდა ეთიოპი საჭურისი?

ᲑᲔᲠᲫᲜᲣᲚ სიტყვაში, რომელიც „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ გადმოტანილია როგორც „ეტლი“, ბევრნაირი ეტლი შეიძლება იგულისხმებოდეს (საქ. 8:28, 29, 38). თუმცა ეთიოპი საჭურისის ეტლი, სავარაუდოდ, უფრო დიდი იქნებოდა, ვიდრე ჩვეულებრივი საბრძოლო ან რბოლისთვის განკუთვნილი ეტლი. ამის თქმის საფუძველს შემდეგი მიზეზები გვაძლევს:

ეთიოპ საჭურისს მაღალი მდგომარეობა ეკავა და დიდ მანძილზე უწევდა გადაადგილება. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ის იყო „ეთიოპთა დედოფლის, კანდაკეს, კარის მსახური, რომელსაც მთელი საგანძური ებარა“ (საქ. 8:27). ძველი ეთიოპიის ტერიტორია მოიცავდა დღევანდელი სუდანის და ეგვიპტის უკიდურეს სამხრეთ ნაწილს. როგორც ჩანს, საჭურისს ხანგრძლივი მგზავრობის დროს ბარგიც ბევრი ექნებოდა. თუმცა, ალბათ, არაერთხელ მოუწევდა სხვა ეტლზე გადაჯდომა. ახ. წ. პირველ საუკუნეში მგზავრები, ჩვეულებრივ, ოთხთვლიანი გადახურული ეტლებით გადაადგილდებოდნენ. ერთ-ერთი ნაშრომის თანახმად, „ასეთ ეტლში მეტი ბარგი ეტეოდა და მგზავრობაც უფრო კომფორტული იყო. სავარაუდოდ, ასეთი ეტლებით მგზავრები შედარებით დიდ მანძილზე გადაადგილდებოდნენ“ (Acts—An Exegetical Commentary).

ეთიოპი კითხულობდა, როცა მას ფილიპე მიუახლოვდა. ბიბლიაში ნათქვამია: „გაიქცა ფილიპე და, როცა დაეწია, გაიგონა, რომ საჭურისი ესაიას წინასწარმეტყველებას კითხულობდა“ (საქ. 8:30). იმდროინდელი სამგზავრო ეტლით სწრაფად ვერ გადაადგილდებოდი. ეს კი საშუალებას მისცემდა საჭურისს, წაეკითხა ღვთის სიტყვა და ფილიპეც ადვილად დაეწეოდა მიმავალ ეტლს.

ეთიოპი „შეეხვეწა ფილიპეს, რომ ასულიყო და გვერდით დასჯდომოდა“ (საქ. 8:31). რბოლისთვის განკუთვნილ ეტლში მეეტლე ფეხზე იდგა. სამგზავრო ეტლში კი საკმარისი ადგილი იყო, რომ ერთზე მეტი ადამიანი დამჯდარიყო.

საქმეების მე-8 თავში ჩაწერილ მონათხრობსა და ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით, ბოლო პერიოდში ჩვენს პუბლიკაციებში ეთიოპი საჭურისი გამოსახულია არა საბრძოლო ან რბოლისთვის განკუთვნილ ეტლში, არამედ შედარებით დიდ სამგზავრო ეტლში.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება