უორიკი (ნიუ-იორკი): მსოფლიო მთავარი სამმართველო
გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები
მიუხედავად იმისა, რომ სატანის ქვეყნიერებას ერთმანეთზე მიყოლებით ატყდება უბედურებები, იეჰოვას ხალხი კვლავაც ბევრს შრომობს უფლის საქმეში (1 კორ. 15:58). ამ ანგარიშიდან დაინახავთ, რომ დედამიწის ნებისმიერ კუთხეში იეჰოვას მსახურები 37-ე ფსალმუნის მე-3 მუხლში ჩაწერილი სიტყვების თანახმად ცხოვრობენ: „მიენდე იეჰოვას და კარგი აკეთე . . . ერთგულად მოიქეცი“.
მსოფლიო მთავარი სამმართველო და შეერთებული შტატების ფილიალი ადგილს იცვლის
2016 წლის 1 თებერვალს უოლკილის (ნიუ-იორკი) კომპლექსის გაფართოებაზე მუშაობა დასრულდა და შეერთებული შტატების ფილიალის კომიტეტი იქ გადავიდა. ამ ახალ კომპლექსში აგრეთვე განთავსდა სამსახურებრივი თუ სხვა განყოფილებები. რაც შეეხება უორიკის კომპლექსის მშენებლობას, ის სადაცაა დასრულდება, ამიტომ ბრუკლინის ფილიალში მომსახურე და-ძმები ნელ-ნელა ტოვებენ ქალაქ ნიუ-იორკს და ქალაქგარეთ, უორიკში გადადიან, რაც საკმაოდ შრომატევადი საქმეა.
2017 წლის 3 აპრილიდან დამთვალიერებლებს შეუძლიათ ეწვიონ უორიკის კომპლექსს, სადაც მსოფლიო მთავარი სამმართველოა განთავსებული. სტუმრებს ექსკურსიამძღოლი გაუწევს გიდობას. აგრეთვე ისინი ნახავენ სამ გამოფენას ექსკურსიამძღოლის გარეშე.
„ბიბლია და ღვთის სახელი“. ამ გამოფენაზე წარმოდგენილია იშვიათი ბიბლიები და ხაზგასმულია, რომ ღვთის სახელს ბიბლიის არაერთ მონაკვეთში ვხვდებით.
„ხალხი ღვთის სახელისთვის“. ამ გამოფენის მეშვეობით გაეცნობით იეჰოვას მოწმეების ისტორიას და გაიგებთ, რა მდიდარი სულიერი მემკვიდრეობა აქვს ამ ხალხს. აგრეთვე დაინახავთ, რომ თავისი ნების შესასრულებლად იეჰოვა ყოველთვის ხელმძღვანელობდა, ასწავლიდა და ორგანიზებას უწევდა თავის ხალხს.
„მთავარი სამმართველო — ცოცხალი რწმენა“. ეს არის ინტერაქტიული გამოფენა, სადაც გაიგებთ, თუ როგორ ეხმარებიან ხელმძღვანელი საბჭოს კომიტეტები იეჰოვას ხალხს, მიჰყვნენ ბიბლიურ მითითებებს — ერთად შეიკრიბონ, მოამზადონ მოწაფეები, მიიღონ სულიერი საზრდო და ერთმანეთის მიმართ სიყვარული გამოავლინონ.
ექსკურსიები გიდის გარეშე ჩატარდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 08:00-დან 16:00-მდე. სტუმრებს აგრეთვე ექნებათ 20-წუთიანი ექსკურსია გიდის თანხლებით, რომლის დროსაც დაათვალიერებენ ადმინისტრაციულ შენობას და კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიას. 20-წუთიანი ექსკურსია გიდის თანხლებით ჩატარდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 08:00-დან 11:00-მდე და 13:00-დან 16:00-მდე.
სანამ ფილიალის მონახულებას დაგეგმავთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს jw.org და იხილეთ ჩვენ შესახებ > ექსკურსიები ფილიალებში > შეერთებული შტატები.