Comstock Images/Stockbyte via Getty Images
სახელისუფლებო კორუფცია — რას მოიმოქმედებს ღვთის სამეფო?
დღეს კორუფცია ისეთ საყოველთაო პრობლემად იქცა, რომ ხალხმა ნდობა დაკარგა ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი. 2023 წელს ჩატარებული ერთი კვლევის თანახმად, საზოგადოება ყველაზე ნაკლებად მაღალჩინოსნებს ენდობა.a
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ არსებობს ხელისუფლება, რომლის მმართველიც სანდო, პატიოსანი და არაკორუმპირებულია. ეს ღვთის სამეფოა და მისი მმართველი იესო ქრისტეა (ესაია 9:7).
იესომ საქმით დაამტკიცა, რომ ნამდვილად აღელვებს ადამიანების მდგომარეობა (მათე 9:35, 36). ღვთის სამეფოს მეფე, იესო ქრისტე, ნამდვილ მშვიდობას დაამყარებს და სამართალს გაუჩენს ყველა თავის ქვეშევრდომს (ფსალმუნი 72:12—14).
a 2023 Edelman Trust Barometer Global Report.