საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ijwfq სტატია 23
  • რატომ არ იღებთ იარაღს ხელში?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რატომ არ იღებთ იარაღს ხელში?
  • ხშირად დასმული კითხვები
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • როგორ ეხმარებიან მოწმეები სხვებს
  • „ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი“
    თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს
  • შესაძლებელია მტრების სიყვარული?
    გამოიღვიძეთ! — 2009
  • რატომ არ იღებენ მონაწილეობას ომში იეჰოვას მოწმეები?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • ღმერთი და კეისარი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1996
იხილეთ მეტი
ხშირად დასმული კითხვები
ijwfq სტატია 23
შენიღბული ჯარისკაცები ბრძოლის დროს იარაღს ისვრიან.

რატომ არ იღებთ იარაღს ხელში?

იეჰოვას მოწმეები არ ომობენ ქვემოთ მოყვანილი მიზეზების გამო:

  1. ემორჩილებიან ღმერთს. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღვთის მსახურებმა „თავიანთი მახვილებისგან სახნისები [უნდა] გამოჭედონ“ და „აღარ ისწავლონ ომი“ (ესაია 2:4).

  2. ემორჩილებიან იესოს. იესომ მოციქულ პეტრეს უთხრა: „ჩააბრუნე მახვილი თავის ადგილას, რადგან ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება“ (მათე 26:52). ამით იესომ აჩვენა, რომ მის მიმდევრებს იარაღი არ უნდა აეღოთ ხელში.

    მოწაფეები ემორჩილებიან იესოს მითითებას, რომ არ იყვნენ „ქვეყნიერების ნაწილი“ და არ ჩაერიონ პოლიტიკაში (იოანე 17:16). ისინი არ აპროტესტებენ ამა თუ იმ ქვეყნის მიერ წარმოებულ სამხედრო ოპერაციებს და არ მსახურობენ შეიარაღებულ ძალებში.

  3. უყვართ ერთმანეთი. იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „გიყვარდეთ ერთმანეთი“ (იოანე 13:34, 35). ისინი საერთაშორისო საძმოს წევრები არიან და თავიანთი და-ძმების წინააღმდეგ არასდროს მიმართავენ იარაღს (1 იოანე 3:10—12).

  4. ჰბაძავენ პირველი საუკუნის ქრისტიანებს. ერთ-ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „იესოს პირველი მიმდევრები არ მონაწილეობდნენ ომში და უარს ამბობდნენ სამხედრო სამსახურზე“, რადგან მათ შეგნებული ჰქონდათ, რომ „ეს არ ეთანხმებოდა იესოს სწავლებას, ჰყვარებოდათ მტრები“ (Encyclopedia of Religion and War). მსგავს აზრს გამოთქვამს იესოს მოწაფეებზე გერმანელი თეოლოგი პიტერ მაინჰოლთი: „წარმოუდგენელი იყო, ადამიანი ქრისტიანიც ყოფილიყო და ჯარისკაციც“.

როგორ ეხმარებიან მოწმეები სხვებს

იეჰოვას მოწმეები საზოგადოების ღირსეული წევრები არიან და ქვეყანას, სადაც ისინი ცხოვრობენ, არანაირ საფრთხეს არ უქმნიან. ისინი ბიბლიაში მოცემულ მოწოდებას მიჰყვებიან და პატივს სცემენ ხელისუფლების წარმომადგენლებს:

  • „დაემორჩილეთ უმაღლეს ხელისუფალთ“ (რომაელები 13:1).

  • „კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“ (მათე 22:21).

ამგვარად, ჩვენ ვემორჩილებით კანონს, ვიხდით გადასახადებს და მთავრობის მიერ ორგანიზებულ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობაშიც ვიღებთ მონაწილეობას.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება