საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ijwyp სტატია 88
  • როგორ მოვანდომო საკუთარ თავს ვარჯიში?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როგორ მოვანდომო საკუთარ თავს ვარჯიში?
  • ახალგაზრდების შეკითხვები
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • რატომ უნდა ვივარჯიშო?
  • რა მიშლის ხელს?
  • როგორი ვარჯიში შევარჩიო?
  • იყავი ზომიერი
  • საკმარისად ვარჯიშობთ?
    გამოიღვიძეთ! — 2005
  • რჩევა 3 — იმოძრავეთ
    გამოიღვიძეთ! — 2011
  • ჯერ რა დროს ჯანმრთელობაზე ზრუნვაა?!
    გამოიღვიძეთ! — 2010
  • რატომ უნდა ვიზრუნო ჩემს ჯანმრთელობაზე?
    ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 1
იხილეთ მეტი
ახალგაზრდების შეკითხვები
ijwyp სტატია 88
მოზარდი სკამიდან დგება და სირბილს იწყებს

ახალგაზრდების შეკითხვები

რა უნდა გავაკეთო, რომ ვარჯიშის სურვილი გამიჩნდეს?

  • რატომ უნდა ვივარჯიშო?

  • რა მიშლის ხელს?

  • როგორი ვარჯიში შევარჩიო?

  • იყავი ზომიერი

  • რას ამბობენ შენი თანატოლები

რატომ უნდა ვივარჯიშო?

ზოგ ქვეყანაში ახალგაზრდები ძალიან ცოტა დროს უთმობენ ფიზიკურ აქტივობას, რის გამოც თავიანთ ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. ტყუილად არ წერია ბიბლიაში, რომ „ფიზიკური ვარჯიში ... სასარგებლოა“ (1 ტიმოთე 4:8). დავფიქრდეთ შემდეგზე:

  • ვარჯიში გუნება-განწყობას გვიმაღლებს. ფიზიკური ვარჯიშის დროს გამოიყოფა ჰორმონი ენდორფინი, რაც ხსნის სტრესს და თავს ბედნიერად გვაგრძნობინებს. ზოგი ვარჯიშს ბუნებრივ ანტიდეპრესანტს უწოდებს.

    „თუ დღეს სირბილით ვიწყებ, მთელი დღე კარგ ხასიათზე ვარ და ნაყოფიერადაც ვმუშაობ. სირბილი განწყობას მიმაღლებს“ (რეჯინა).

  • ვარჯიში გვეხმარება კარგ ფორმაში ვიყოთ და ლამაზად გამოვიყურებოდეთ. ზომიერი ვარჯიშის წყალობით უფრო ძლიერი, მოხდენილი და თავდაჯერებული გახდები.

    „მიხარია, რომ უკვე ძელზე ათ აზიდვას ვაკეთებ. შარშან ერთსაც ვერ ვაკეთებდი. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩემს ჯანმრთელობაზე ვზრუნავ“ (ოლივია).

  • ვარჯიში სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ფიზიკური აქტივობა ეხმარება გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემებს უკეთ ფუნქციონირებაში. აერობიკის მეშვეობით შეიძლება თავიდან აიცილო კორონალური არტერიული დაავადებები, რაც სიკვდილიანობის გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია ქალებსა თუ მამაკაცებში.

    „როდესაც ვარჯიში ჩვევაში გვაქვს, ჩვენი შემოქმედი ხედავს, რომ ვზრუნავთ მის მიერ ნაბოძებ სხეულზე“ (ჯესიკა).

დასკვნა: ვარჯიში ნამდვილად სასარგებლოა. „არასოდეს ინანებ და არასოდეს იტყვი, ნეტა რატომ წავედი იმ ლაშქრობაზე ან რა დროს სირბილი იყოო“, — ამბობს ახალგაზრდა ქალი, სახელად ტანია, — „როდესაც ხელისშემშლელ მიზეზებს გვერდზე ვდებ და მაინც ვვარჯიშობ, არასოდეს ვნანობ“.

მოზარდი უყურებს მოუვლელი ავტომობილის ძრავას

თუ ავტომობილს არ უვლი, მწყობრიდან გამოვა; იგივე შეიძლება დაემართოს ჩვენს სხეულსაც, თუ ვარჯიშს არ დავუთმობთ დროს

რა მიშლის ხელს?

არსებობს რამდენიმე ხელისშემშლელი ფაქტორი:

  • მოტივაციის უქონლობა. „ჩემი აზრით, ახალგაზრდებს ჰგონიათ, რომ დაცულნი არიან დაავადებებისგან. ვერ წარმოუდგენიათ, რომ ოდესმე ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნებათ. მათი აზრით, ეს მხოლოდ ხანდაზმულების პრობლემაა“ (სოფია).

  • დროის უქონლობა. „ისეთი დაკავებული ვარ, ნორმალური კვებისა და ძილისთვისაც კი ძლივს ვპოულობ დროს. ვარჯიშისთვის დროის გამონახვა ყოველთვის ძალიან მიჭირს“ (კლარისა).

  • უფულობა. „ფორმის შენარჩუნება საკმაოდ ძვირი ჯდება. სპორტდარბაზში უფასოდ არავინ მიგიღებს“ (ჯინა).

დაფიქრდი:

რა წარმოადგენს შენთვის ყველაზე დიდ დაბრკოლებას? ამ დაბრკოლების გადალახვა შეიძლება საკმაო ძალისხმევის ფასად დაგიჯდეს, მაგრამ შედეგი ნამდვილად ღირს.

როგორი ვარჯიში შევარჩიო?

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

  • სხვების იმედზე ნუ იქნები, თავად იზრუნე შენს ჯანმრთელობაზე (გალატელები 6:5).

  • ნუ დაიწყებ თავის მართლებას (ეკლესიასტე 11:4). ვარჯიშის დასაწყებად მაინცდამაინც სპორტდარბაზში სიარული არ არის საჭირო. ისეთი ვარჯიში შეარჩიე, რაც სიამოვნებას მოგანიჭებს. იყავი რეგულარული.

  • ჰკითხე სხვებს, როგორ ვარჯიშებს აკეთებენ (იგავები 20:18).

  • მოტივაციის შესანარჩუნებლად კონკრეტული განრიგი შეადგინე, მიზანი დაისახე და სადმე ჩაინიშნე შენი პატარ-პატარა მიღწევები (იგავები 21:5).

  • მოძებნე ვინმე, ვისთან ერთადაც ივარჯიშებ. ასეთი „პარტნიორი“ წაგახალისებს და დაგეხმარება, არ ჩააგდო ვარჯიში (ეკლესიასტე 4:9, 10).

  • შემაფერხებელი ფაქტორები იქნება, მაგრამ ამის გამო ვარჯიში არ შეწყვიტო (იგავები 24:10).

იყავი ზომიერი

ბიბლია ქალებსაც და მამაკაცებსაც მოუწოდებს, იყვნენ ზომიერები (1 ტიმოთე 3:2, 11). ასე რომ, ზომიერება ვარჯიშის დროსაც საჭიროა. ვინც ამ საკითხში უკიდურესობაში ვარდება, ხშირად პატივმოყვარე ხდება. „არ მომწონს ისეთი ბიჭები, რომლებიც კუნთებზე უფრო მეტს ფიქრობენ, ვიდრე ინტელექტის ამაღლებაზე“, — ამბობს ჯულია.

ნუ გააკრავ კედელზე ისეთი შინაარსის პოსტერებს, როგორიცაა მაგალითად, „რომც კვდებოდე, კიდევ 10 გააკეთე“. ასეთი „რჩევები“ ფიზიკურ ზიანს მოგაყენებს და ჩამოგაშორებს იმისგან, რაც უფრო მნიშვნელოვანია (ფილიპელები 1:10).

ამას გარდა, ასეთ შთამაგონებელ პოსტერებს შეიძლება საპირისპირო შედეგები მოჰყვეს. ერთი გოგონა, სახელად ვერა, გვიზიარებს თავის გამოცდილებას: „ბევრი გოგო აგროვებს იმ ადამიანების ფოტოებს, ვისაც უნდათ, რომ დაემსგავსონ და მოტივაციის ასამაღლებლად ხშირად უყურებენ ამ ფოტოებს. მაგრამ საკუთარი თავის მათთან შედარებით საბოლოოდ იმედგაცრუებულები რჩებიან. ამიტომ უმჯობესია გარეგნობის ნაცვლად, ჯანმრთელობის გაუმჯობესება დაისახო მიზნად“.

რას ამბობენ შენი თანატოლები

იასმინი

„სირბილი ძალიან მიყვარს. ეს სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალებაა. ამ დროს გულისცემა ჩქარდება და კალორიებიც იწვება. სირბილის შემდეგ თავს უფრო ენერგიულად ვგრძნობ და კარგ განწყობაზე ვდგები“ (იასმინი).

ჯოელი

„ძალიან მიყვარს სპორტი, განსაკუთრებით, კალათბურთი. თამაშის დროს სიამოვნებასაც ვიღებ და თან ვარჯიშიც გამომდის. დროთა განმავლობაში სპორტშიც იხვეწები და თამაშიც უფრო სასიამოვნო ხდება. დიახ, მონდომება ნამდვილად ღირს“ (ჯოელი).

ლილი

„ლაშქრობა ჩემზე ძალიან კარგად მოქმედებს. შეიძლება ითქვას, რომ ის არა მარტო ფიზიკურად, არამედ გონებრივადაც მეხმარება. სხვების მსგავსად, დროდადრო მეც ვხვდები საწუხარს, მაგრამ ბუნებაში ყოფნის დროს თავს უფრო ენერგიულად ვგრძნობ; გონების მოკრება და ფიქრიც მიადვილდება, რაც დიდი იშვიათობაა ამ ქაოსურ მსოფლიოში“ (ლილი).

მაილზი

„ჯობია, ვარჯიშის დადებით მხარეებზე გაამახვილო ყურადღება, ვიდრე იმაზე, რის გამოც ვარჯიში გერთულება. მაგალითად, კალათბურთის თამაშის დროს მთლიანად თამაშზე ვფიქრობ და არა იმაზე, რომ ვიღლები. კალათბურთის თამაში აგრეთვე კარგი საშუალებაა ახალი მეგობრების შესაძენად“ (მაილზი).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება