საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • hdu სტატია 17
  • თითებით ნაპოვნი ჭეშმარიტება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • თითებით ნაპოვნი ჭეშმარიტება
  • რას ხმარდება თქვენი შესაწირავები?
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ტექსტის გადაყვანა ბრაილის შრიფტზე და რელიეფური ბეჭდვა
  • „ისწავლე წერა-კითხვა ბრაილის შრიფტით“
  • „ყველა პუბლიკაციას ვკითხულობ, ვერ ვწყდები“
  • ლუი ბრაილი — სიბნელის ტყვეთათვის სინათლის მომტანი
    გამოიღვიძეთ! — 2000
  • დავიხვეწოთ ქადაგებაში — უსინათლოებთან ქადაგება
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2020
  • ცხოვრება სრულ წყვდიადში
    გამოიღვიძეთ! — 2015
  • მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს და-ძმების სიყვარული
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2023
იხილეთ მეტი
რას ხმარდება თქვენი შესაწირავები?
hdu სტატია 17
უსინათლო ქალი კითხულობს ბრაილზე გამოცემულ პუბლიკაციას.

რას ხმარდება თქვენი შესაწირავები?

თითებით ნაპოვნი ჭეშმარიტება

2021 წლის 1 ოქტომბერი

1912 წლის 1 ივნისის ჟურნალ „საგუშაგო კოშკში“ ასეთი რამ ეწერა: „ალბათ ჩვენს მკითხველთაგან ბევრს ჰყავს სანაცნობო წრეში უსინათლოები. მათ შეუძლიათ უსასყიდლოდ მიიღონ საკითხავი მასალა. ეს ლიტერატურა სპეციალურად უსინათლოებისთვის რელიეფურ-წერტილოვანი შრიფტითაა დაბეჭდილი. მრავალი უსინათლო გაახარა იმის გაგებამ, თუ რა კურთხევებს უმზადებს ღმერთი ადამიანებს“.

იმ დროისთვის, როცა ეს სიტყვები დაიწერა, ინგლისურენოვან ქვეყნებს საერთოდ არ ჰქონდათ ბრაილის შრიფტი. თუმცა იეჰოვას მოწმეები უკვე იყენებდნენ ჭეშმარიტების გასავრცელებლად რელიეფურ-წერტილოვან ანუ ბრაილის შრიფტს. ამ მეთოდით პუბლიკაციებს დღემდე ვბეჭდავთ, და ეს ლიტერატურა უკვე 50-ზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი. რა კეთდება იმისთვის, რომ გამოიცეს პუბლიკაციები ბრაილის შრიფტით?

ბრაილის შრიფტს საფუძვლად უდევს ექვსი წერტილის კომბინაცია. ასოები თუ სასვენი ნიშნები 1-დან 6-მდე ამობურცული წერტილის კომბინაციით აღინიშნება.

ტექსტის გადაყვანა ბრაილის შრიფტზე და რელიეფური ბეჭდვა

პირველი ეტაპი მოიცავს ტექსტის გადაყვანას ბრაილის შრიფტზე. მაიკლ მილენი, რომელიც პატერსონში (ნიუ-იორკი) ტექნიკურ სარედაქციო საქმეს ასრულებს, ამბობს: «წარსულში ტექსტის ბრაილის შრიფტზე გადასაყვანად, სხვადასხვა კომპანიის მიერ შექმნილ კომპიუტერულ პროგრამებს ვიყენებდით, მაგრამ ეს პროგრამები არ იძლეოდა საშუალებას, რომ ყველა საჭირო ენაზე გვქონოდა პუბლიკაციები. ახლა უკვე ვიყენებთ „საგუშაგო კოშკის თარგმნის სისტემას“, რომელიც თითქმის ყველა ენაზე იძლევა ტექსტის ბრაილის შრიფტზე გადაყვანის შესაძლებლობას. დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ასეთი პროგრამა არ არსებობს».

ბრაილზე გამოცემულ პუბლიკაციებში სურათების აღწერაცაა მოცემული. მაგალითად, წიგნის „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ გარეკანზე მოცემული სურათი ასეა აღწერილი: „მამაკაცი დაადგა დაკლაკნილ ბილიკს. ირგვლივ ლამაზი ყვავილები, ხეები, გორები და მთებია“. ერთი უსინათლო პიონერი ძმა, რომელიც კრებაში მომსახურედ მსახურობს, ამბობს: „ვერ წარმოიდგენთ, ჩემთვის რას ნიშნავს, სურათები ასე დეტალურად რომ არის აღწერილი“.

ტექსტის ბრაილზე გადაყვანის შემდეგ ფაილები ეგზავნება იმ ფილიალებს, რომლებიც ასეთი პუბლიკაციების ბეჭდვაზე არიან პასუხისმგებელი. ეს პუბლიკაციები იბეჭდება გამძლე ქაღალდზე, რომელიც არც ბეჭდვის დროს იხვრიტება და არც ხშირი გამოყენების შემთხვევაში კარგავს ფორმას. ამის შემდეგ ის იკინძება ზამბარით და სხვა ლიტერატურასთან ერთად ეგზავნება კრებებს. იმ ქვეყნებში, სადაც საფოსტო მომსახურება უსინათლოებისთვის უფასოა, პუბლიკაციების გასაგზავნად ამ საშუალებას მივმართავთ. საჭიროების შემთხვევაში დაჩქარებული მეთოდით ვუგზავნით უსინათლო და მცირემხედველ და-ძმებს პუბლიკაციებს, რათა დროულად ჰქონდეთ კრების შეხვედრებისთვის საჭირო მასალა.

ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს და დიდ თანხებთანაცაა დაკავშირებული. უოლკილში (ნიუ-იორკი) არსებულ სტამბაში ბრაილის შრიფტით 2 ბიბლიის დაბეჭდვას იმდენივე დრო სჭირდება, რამდენიც 50 000 სტანდარტული ბიბლიის დაბეჭდვას. ინგლისურ ენაზე ბრაილის შრიფტით გამოცემული ერთი ბიბლია 25 ტომისგან შედგება. მისი დაბეჭდვა სტანდარტულ ბიბლიასთან შედარებით 123-ჯერ ძვირი ჯდება.a მხოლოდ ყდებში 150$ იხარჯება.

ილუსტრაციების კოლაჟი: 1) ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სტანდარტული გამოცემა და 25 ტომად ბრაილზე გამოცემული ბიბლია; 2) ბრაილზე გამოცემული ბიბლიის 25 ტომი ერთმანეთზეა დაწყობილი. მის გვერდით მამაკაცი დგას, რომელიც ამ წიგნების ფონზე დაბალი ჩანს.

ბრაილის შრიფტით ინგლისურ ენაზე გამოცემული „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ 25 ტომისგან შედგება

ერთი და, სახელად ნადია, რომელიც სამხრეთ აფრიკის ფილიალში მსახურობს და ბრაილის შრიფტით პუბლიკაციების გამოცემაში იღებს მონაწილეობას, თავის გრძნობებს გვიზიარებს: „უსინათლო და მცირემხედველ და-ძმებს ადვილი ცხოვრება არ აქვთ. ამიტომ დიდ პატივად მიმაჩნია, რომ ცოტა რამის გაკეთება მაინც შემიძლია მათ დასახმარებლად. აშკარაა, იეჰოვას ისინი ძალიან უყვარს“.

„ისწავლე წერა-კითხვა ბრაილის შრიფტით“

არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც არ იციან ბრაილის შრიფტით წერა-კითხვა. მათ დასახმარებლად რამდენიმე წლის წინ გამოვეცით სახელმძღვანელო „ისწავლე წერა-კითხვა ბრაილის შრიფტით“. ამ სახელმძღვანელოში ტექსტი ბრაილის შრიფტითაც არის მოცემული და ჩვეულებრივი შრიფტითაც, რათა უსინათლოს მხედველი დაეხმაროს სწავლის პროცესში. ამ ბროშურასთან ერთად უსინათლო იღებს ბრაილის საწერ დაფას და ფანქარს, რაც მას შესაძლებლობას აძლევს, ისწავლოს წერა და, ამასთანავე, ადვილად დაიმახსოვროს და შეხებით ამოიცნოს ასოები.

ილუსტრაციების კოლაჟი: 1) სახელმძღვანელო „ისწავლე წერა-კითხვა ბრაილის შრიფტით; 2) მამაკაცი წერს ბრაილის საწერი დაფითა და ფანქრის გამოყენებით.

„ყველა პუბლიკაციას ვკითხულობ, ვერ ვწყდები“

ეს პუბლიკაციები დიდ დახმარებას უწევს უსინათლო და მცირემხედველ და-ძმებს. მაგალითად, ჰაიტიზე მცხოვრები ერთი ძმა, სახელად ერნსტი, კი ესწრებოდა კრების შეხვედრებს, მაგრამ არცერთი პუბლიკაცია არ ჰქონდა ბრაილის შრიფტზე. ამიტომ, როცა კრებაში დავალებით გამოდიოდა ან კომენტარს აკეთებდა, ის მთლიანად თავისი მეხსიერების იმედად იყო. ერნსტი ამბობს: „ახლა შემიძლია ნებისმიერ დროს ავიწიო ხელი და თავისუფლად გავაკეთო კომენტარი. ვგრძნობ, როგორ გვაერთიანებს იეჰოვა, რადგან ყველანი ერთ სულიერ საზრდოს ვიღებთ“.

ავსტრიაში მცხოვრები ერთი მცირემხედველი უხუცესი, იენი, რომელიც „საგუშაგო კოშკისა“ და კრების ბიბლიის შესწავლას უძღვება, ამბობს: „ჩვენი პუბლიკაციები ბრაილზე გამოცემულ ყველა სხვა პუბლიკაციას სჯობს, რაც აქამდე წამიკითხავს. მაგალითად, გვერდები დანომრილია, სქოლიოები ადვილი საპოვნელია, სურათები კი ზუსტად არის აღწერილი“.

სამხრეთ კორეაში მცხოვრებ ერთ პიონერ დას, რომელიც ერთდროულად უსინათლო და ყრუ-მუნჯია, კრებისთვის რომ მოესმინა, სხვები ტაქტილური ანუ შეხებითი ჟესტების ენით გადასცემდნენ პროგრამას. თუმცა ახლა ის უკვე თავად კითხულობს ბრაილზე ჩვენს პუბლიკაციებს. ის ამბობს: „ბრაილის შრიფტით გამოცემული სხვა პუბლიკაციები საკმაოდ რთული წასაკითხია, რადგან ბევრგან აკლია წერტილები, ხაზების სისწორე არაა დაცული ან კიდევ ფურცლებია ძალიან თხელი. თუმცა იეჰოვას მოწმეები მაღალი ხარისხის ქაღალდს იყენებენ და წერტილებიც ადვილად აღიქმება, რაც კითხვას უფრო მიადვილებს. ადრე ჩვენი პუბლიკაციების წასაკითხად სხვების დახმარება მჭირდებოდა, ახლა კი დამოუკიდებლად შემიძლია ამის გაკეთება. ბედნიერი ვარ, რომ ყოველკვირეულად ვემზადები კრების შეხვედრებისთვის და სრულად ვარ ჩართული პროგრამაში. ბრაილზე გამოცემულ ყველა პუბლიკაციას ვკითხულობ, ვერ ვწყდები ხოლმე“.

ბრაილის შრიფტზე გამოცემულ პუბლიკაციებზეც გაკეთებულია ასეთი წარწერა: „ეს პუბლიკაცია არ იყიდება. ის იმ ბიბლიური საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილია, რომელიც მთელ მსოფლიოში ნებაყოფლობითი შესაწირავებით ხორციელდება“. მადლობა თქვენი გულუხვი შესაწირავებისთვის, რომელსაც ვებგვერდზე donate.jw.org სხვადასხვა სახით იღებთ. თქვენი გულუხვობის დამსახურებაა, რომ სულიერ საზრდოზე ხელი ყველას მიუწვდება, მათ შორის უსინათლოებს და მცირემხედველებს.

a ბრაილზე ზოგიერთი ენა სიტყვათა შემოკლებებს იყენებს ადგილის დაზოგვის მიზნით. მაგალითად, იყენებენ აბრევიატურებს ხშირად გამოყენებული სიტყვებისა თუ ასოთა კომბინაციისთვის. ამიტომ ბრაილის შრიფტით გამოცემული ერთი და იგივე პუბლიკაცია სხვადასხვა ენაზე შეიძლება სხვადასხვა ზომის იყოს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება