საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
მოგესალმებით
აქ შეგიძლიათ მოიძიოთ იეჰოვას მოწმეების მიერ სხვადასხვა ენაზე გამოცემული პუბლიკაციები.
პუბლიკაციების ჩამოსატვირთად ეწვიეთ ვებგვერდს jw.org.
  • დღეს

პარასკევი, 31 ოქტომბერი

მამას უყვარხართ, რადგან მე შემიყვარეთ და ირწმუნეთ, რომ მამისგან ვარ გამოგზავნილი (იოან. 16:27).

იეჰოვა არასდროს იშურებს თბილ სიტყვებს თავისი მსახურებისადმი და მათ ყოველთვის არწმუნებს თავის კეთილგანწყობილებაში. ბიბლიაში მოხსენიებულია ორი შემთხვევა, როცა იეჰოვამ იესოს უთხრა, რომ ის მისი საყვარელი ძე იყო და იწონებდა (მათ. 3:17; 17:5). ალბათ ყველანი ვისურვებდით, რომ იეჰოვას ასეთი სიტყვები ჩვენთვისაც ეთქვა. და ეს ასეც ხდება. მისი ხმა ბიბლიის ფურცლებიდან გვესმის, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა სახარებებში იესოს სიტყვებს ვკითხულობთ, რომელიც მამის სრულყოფილი ანარეკლი იყო. ასე რომ, ყოველთვის, როცა კითხულობთ, როგორ გამოხატავდა იესო მოწონებას თავისი მოწაფეების მიმართ, ჩათვალეთ, რომ ამ სიტყვებს იეჰოვა პირადად თქვენ გეუბნებათ (იოან. 15:9, 15). თუ დროდადრო იეჰოვა დაუშვებს, რომ სირთულეებს შევხვდეთ, არ უნდა დავასკვნათ, რომ მისი კეთილგანწყობილება დავკარგეთ. პირიქით, შექმნილი მდგომარეობა იმის შესაძლებლობად უნდა აღვიქვათ, რომ იეჰოვას სიყვარული და ნდობა დავუმტკიცოთ (იაკ. 1:12). w24.03 28 ¶10, 11

წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2025

შაბათი, 1 ნოემბერი

ბავშვები და ჩვილები შეგასხამენ ხოტბას (მათ. 21:16).

თუ მშობელი ხართ, დაეხმარეთ თქვენს ბავშვებს, რომ ისეთი კომენტარები მოამზადონ, რომლებიც მათ ასაკს შეეფერება. ზოგჯერ შეხვედრებზე ისეთი სერიოზული საკითხები განიხილება, როგორებიცაა მაგალითად ოჯახური პრობლემების მოგვარება და ზნეობრივი სიწმინდის დაცვა. თუმცა ასეთ დროსაც შეიძლება ერთი-ორი აბზაცი შევარჩიოთ, რომელზეც ბავშვი შეძლებს კომენტარის გაკეთებას. კარგი იქნება, თუ ბავშვს იმასაც აუხსნით, რომ ყოველ ჯერზე შეიძლება არ აპასუხებინონ. ამ შემთხვევაში მას გული არ გაუტყდება, თუ სხვას მისცემენ კომენტარის გაკეთების საშუალებას (1 ტიმ. 6:18). ყველას შეგვიძლია ისეთი კომენტარების მომზადება, რომლებიც იეჰოვასაც განადიდებს და თანამორწმუნეებსაც გაამხნევებს (იგავ. 25:11). ზოგჯერ შეიძლება კომენტარში მოკლედ მოჰყვეთ რამე პირადი გამოცდილებიდან, მაგრამ ისეც არ უნდა გამოგვივიდეს, რომ სულ ჩვენს თავზე ვისაუბროთ (იგავ. 27:2; 2 კორ. 10:18). კომენტარებში ძირითადი აქცენტი იეჰოვაზე, მის სიტყვაზე და, მთლიანობაში, მის ხალხზე უნდა გავაკეთოთ (გამოცხ. 4:11). w23.04 24, 25 ¶17, 18

წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2025

კვირა, 2 ნოემბერი

ნუ დავიძინებთ დანარჩენების მსგავსად, არამედ გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ! (1 თეს. 5:6).

სიფხიზლის შესანარჩუნებლად სიყვარულიც აუცილებელია (მათ. 22:37–39). თუ ჩვენს გულში იეჰოვას სიყვარული გიზგიზებს, მაშინაც არ შევწყვეტთ ქადაგებას, როცა ამის გამო წინააღმდეგობას შევხვდებით (2 ტიმ. 1:7, 8). მოყვასის სიყვარული აღგვძრავს, საფუძვლიანად ვუქადაგოთ ხალხს და ამ მიზნით სხვადასხვა მეთოდს მივმართოთ, მაგალითად, ტელეფონით ან წერილებით ვიმსახუროთ. არ ვკარგავთ იმედს, რომ ისინი, ვინც არ იზიარებენ ჩვენს რწმენას, ერთ დღესაც სწორ გზას დაადგებიან (ეზეკ. 18:27, 28). მოყვასის სიყვარულს, რა თქმა უნდა, მაშინაც ვავლენთ, როცა თანაქრისტიანებს ვამხნევებთ და აღვაშენებთ (1 თეს. 5:11). როგორც ჯარისკაცები ცდილობენ, რომ გვერდიდან არ მოშორდნენ თანამებრძოლებს, ისე ჩვენც ვცდილობთ, რომ მხარში ამოვუდგეთ ერთმანეთს და გავამხნეოთ. ჩვენ არ გვინდა, თანაქრისტიანს შეგნებულად ვატკინოთ გული ან სამაგიერო გადავუხადოთ (1 თეს. 5:13, 15). სიყვარულს იმითაც ვავლენთ, თუ პატივს ვცემთ ხელმძღვანელ ძმებს (1 თეს. 5:12). w23.06 10 ¶6; 11 ¶10, 11

წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2025
მოგესალმებით
აქ შეგიძლიათ მოიძიოთ იეჰოვას მოწმეების მიერ სხვადასხვა ენაზე გამოცემული პუბლიკაციები.
პუბლიკაციების ჩამოსატვირთად ეწვიეთ ვებგვერდს jw.org.
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება