საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
მოგესალმებით
აქ შეგიძლიათ მოიძიოთ იეჰოვას მოწმეების მიერ სხვადასხვა ენაზე გამოცემული პუბლიკაციები.
პუბლიკაციების ჩამოსატვირთად ეწვიეთ ვებგვერდს jw.org.
  • დღეს

ორშაბათი, 3 ნოემბერი

ღმერთი ადამიანი არ არის, რომ . . . თქვას და არ გააკეთოს (რიცხ. 23:19).

გამოსასყიდზე ფიქრი ნამდვილად განგვიმტკიცებს რწმენას, რადგან სწორედ ის გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ღვთის დაპირებები შესრულდება. როცა ღრმად ვფიქრობთ იმაზე, თუ რატომ გაიღო იეჰოვამ გამოსასყიდი და რის ფასად დაუჯდა ეს, ჩვენთვის უფრო რეალური ხდება ღვთის დანაპირები, რომ მარადიულად გავიხარებთ ცხოვრებით. ვნახოთ, რატომ ვამბობთ ამას. იეჰოვამ თავისი მხოლოდშობილი ძე და უძვირფასესი მეგობარი გამოგზავნა ზეციდან დედამიწაზე, სადაც მას არაერთი განსაცდელის ატანა მოუწია. ღვთის ძეს ძალიან სასტიკად მოექცნენ და ბოლოს ტანჯვით მოკლეს. მართლაც რამხელა ფასი გადაიხადა იეჰოვამ ჩვენ გამოსასყიდად! როგორ ფიქრობთ, გაიმეტებდა ჩვენი მოსიყვარულე ღმერთი თავის ძეს ამხელა ტანჯვისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ სულ ცოტა ხანს გვეცხოვრა შედარებით უკეთესად? რა თქმა უნდა, არა (იოან. 3:16; 1 პეტ. 1:18, 19). რახან იეჰოვამ ამხელა მსხვერპლი გაიღო, იმაზეც იზრუნებს, რომ თავისი დანაპირები სისრულეში მოიყვანოს. w23.04 27 ¶8, 9

წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2025

სამშაბათი, 4 ნოემბერი

სიკვდილო, სად არის შენი ნესტარი?! (ოს. 13:14).

ნამდვილად აქვს იეჰოვას იმის სურვილი, რომ სიცოცხლე დაუბრუნოს გარდაცვლილებს? რა თქმა უნდა! მისი შთაგონებით ბიბლიის არაერთმა დამწერმა ისაუბრა მკვდრეთით აღდგომის შესახებ, რომელიც მომავალში უნდა მოხდეს (ეს. 26:19; გამოცხ. 20:11–13). იეჰოვა კი ყოველთვის ასრულებს თავის დანაპირებს (იეს. 23:14). მეტიც, მას ერთი სული აქვს, მკვდრეთით აღადგინოს გარდაცვლილები. შევიხსენოთ, რა სიტყვები წარმოთქვა პატრიარქმა იობმა. მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ თუ მოკვდებოდა, იეჰოვას მოენატრებოდა და სიცოცხლეს დაუბრუნებდა (იობ. 14:14, 15). იეჰოვას თავისი ყველა ერთგული მსახური ენატრება, რომლებიც აღარ არიან ცოცხლები. მას ერთი სული აქვს, როდის დაუბრუნებს მათ სიცოცხლეს, რათა დატკბნენ სრულყოფილი ჯანმრთელობით და ბედნიერი ცხოვრებით. მაგრამ რისი თქმა შეიძლება იმ მილიარდობით ადამიანზე, რომლებსაც არ მისცემიათ იეჰოვას გაცნობის შესაძლებლობა? ჩვენი მოსიყვარულე ღმერთი მათაც დაუბრუნებს სიცოცხლეს, რომ მასთან დამეგობრების და დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა მისცეს (იოან. 3:16; საქ. 24:15). w23.04 9 ¶5, 6

წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2025

ოთხშაბათი, 5 ნოემბერი

ღმერთი მოგვცემს ძალას (ფსალმ. 108:13).

როგორ განვიმტკიცოთ მომავლის იმედი? წაიკითხეთ ბიბლიაში ის მონაკვეთები, რომლებშიც სამოთხეა აღწერილი, და იფიქრეთ მათზე (ეს. 25:8; 32:16–18). წარმოიდგინეთ თქვენი თავი ახალ ქვეყნიერებაში. თუ მზერა მომავლისკენ გვექნება მიპყრობილი, დღევანდელი გასაჭირი ჩვენც უმნიშვნელო და ხანმოკლე მოგვეჩვენება (2 კორ. 4:17). რაოდენ მადლიერი უნდა ვიყოთ, რომ ჩვენ განსამტკიცებლად იეჰოვამ ასეთი შესანიშნავი მომავლის იმედი გვიბოძა. იეჰოვა ყოველთვის მოგვცემს საჭირო ძალას. ასე რომ, თუ გიჭირთ რაიმე დავალების შესრულება ან განსაცდელის ატანა, ილოცეთ და ხელმძღვანელობისთვის ღვთის სიტყვას მიმართეთ. არც და-ძმების მხრიდან დახმარების მიღებაზე თქვათ უარი და მომავლის იმედზეც გამუდმებით იფიქრეთ. ამ შემთხვევაში იეჰოვა „თავისი განუზომელი ძალით“ გაგაძლიერებთ, რათა „მოთმინებითა და სიხარულით აიტანოთ ყველაფერი“ (კოლ. 1:11). w23.10 17 ¶19, 20

წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2025
მოგესალმებით
აქ შეგიძლიათ მოიძიოთ იეჰოვას მოწმეების მიერ სხვადასხვა ენაზე გამოცემული პუბლიკაციები.
პუბლიკაციების ჩამოსატვირთად ეწვიეთ ვებგვერდს jw.org.
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება