საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ijwbq სტატია 35
  • რას ამბობს ბიბლია შობის დღესასწაულზე?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რას ამბობს ბიბლია შობის დღესასწაულზე?
  • პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ბიბლია გვპასუხობს:
  • შობა — რატომ აღინიშნება აღმოსავლეთშიც კი?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • უნდა აღნიშნავდნენ ქრისტიანები შობას?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2017
  • შობა ქვეყნიური დღესასწაულია თუ რელიგიური?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • დღევანდელი შობის ფესვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
იხილეთ მეტი
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
ijwbq სტატია 35

რას ამბობს ბიბლია შობის დღესასწაულზე?

ბიბლია გვპასუხობს:

ბიბლია არ ასახელებს იესოს დაბადების თარიღს და არც იმას ამბობს, რომ მისი დაბადების დღე უნდა აღვნიშნოთ. „მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედია“ ამბობს: „შობის აღნიშვნა არ დაუწესებია ღმერთს და არც [ახალ აღთქმაშია] ამის შესახებ საუბარი“.

თუ გამოვიკვლევთ შობის დღესასწაულის წარმოშობის ისტორიას, დავინახავთ, რომ ის წარმართული რელიგიური რიტუალებიდან იღებს სათავეს. ბიბლია ნათლად გვიჩვენებს, რომ ღმერთს გულს ვტკენთ, თუ მისთვის მიუღებელი სახით ვცემთ თაყვანს (გამოსვლა 32:5—7).

საშობაო ტრადიციების ისტორია

  1. იესოს დაბადების დღის აღნიშვნა: „პირველი ქრისტიანები არ ზეიმობდნენ ქრისტეს დაბადებას, რადგანაც ისინი დაბადების დღის აღნიშვნას წარმართულ წეს-ჩვეულებად თვლიდნენ“, — ნათქვამია ერთ ენციკლოპედიაში (The World Book Encyclopedia).

  2. 25 დეკემბერი: არანაირი საფუძველი არ არსებობს, დავასკვნათ, რომ იესო ამ რიცხვში დაიბადა. როგორც ჩანს ეკლესიის წინამძღოლებმა ეს თარიღი დაამთხვიეს იმ თარიღებს, როცა წარმართულ დღესასწაულებს აღნიშნავდნენ ან ზამთრის მზებუდობის პერიოდს.

  3. საჩუქრები და წვეულებები: ენციკლოპედია „ამერიკანა“ ამბობს: „სატურნალიამ, რომელსაც რომაელები დეკემბრის შუა რიცხვებში აღნიშნავდნენ, ბევრ საშობაო წეს-ჩვეულებას დაუდო დასაბამი. მაგალითად, ამ დღესასწაულიდან გადმოღებულ იქნა ნადიმების გამართვის, საჩუქრების ჩუქებისა და სანთლების დანთების ტრადიცია“. ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ აღნიშნავს, რომ სატურნალიის დროს „ყველა წყვეტდა მუშაობას“.

  4. საშობაო სანთლები: „რელიგიის ენციკლოპედიის“ თანახმად, ევროპელები თავიანთ სახლებს რთავდნენ „სანთლებითა და მარადმწვანე მცენარეებით“, რათა ზამთრის მზებუდობა აღენიშნათ და ბოროტი სულები განედევნათ.

  5. ფითრი, ბაძგი: „დრუიდები (კელტთა ქურუმები) ფითრს მაგიურ ძალას მიაწერდნენ. მარადმწვანე ბაძგის ტოტებს კი თაყვანს სცემდნენ, როგორც მზის დაბრუნების უცილობელ ნიშანს“ (ენციკლოპედია „ამერიკანა“).

  6.  საშობაო ნაძვის ხე: „ხის თაყვანისცემა გავრცელებული იყო წარმართ ევროპელებში. ისინი ქრისტიანობის მიღების შემდეგაც მიჰყვებოდნენ ამ ჩვეულებას“. ხის თაყვანისცემას თან ახლდა სხვადასხვა წეს-ჩვეულება და რიტუალი, მათ შორის „სახლის შესასვლელში ან რომელიმე ოთახში საშობაო ნაძვის ხის დადგმა ზამთრის დღესასწაულების პერიოდში“ (ენციკლოპედია „ბრიტანიკა“).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება