საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g99 10/8 გვ. 31
  • ის, რაც ფულზე მეტად ფასობს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ის, რაც ფულზე მეტად ფასობს
  • გამოიღვიძეთ! — 1999
  • მსგავსი მასალა
  • პატიოსანი ადამიანები განადიდებენ იეჰოვას
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • ლატვია ეხმაურება კეთილ ცნობას
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
  • რა უნდა ვიცოდე სექსუალური ძალადობის შესახებ? (ნაწილი 2) რეაბილიტაცია
    ახალგაზრდების შეკითხვები
  • „ერთი პატარა სიკეთე“
    შემთხვევები
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 1999
g99 10/8 გვ. 31

ის, რაც ფულზე მეტად ფასობს

ჩვენი კორესპონდენტისგან კანადაში

„[მან] თავის ქალიშვილს აჩუქა ის, რაც ნებისმიერი რაოდენობის ფულზე მეტად ფასობს“, — აღნიშნული იყო ბრიჯტაუნში (ახალი შოტლანდია) გამომავალი გაზეთის (Monitor) სარედაქციო კომენტარში. რა საჩუქარი იყო ეს? ეს იყო მისი „პატიოსნების შესანიშნავი მაგალითი“.

ანა და მისი ქალიშვილი, ტანია, სასაქონლო ეზოსთან შეჩერდნენ და ტანიას ბიბლიისთვის თეთრი ხელჩანთა შეიძინეს. სახლში დაბრუნებისას ტანიამ გახსნა ხელჩანთის ელვაშესაკრავი და განცვიფრდა — შიგნით 1 000 დოლარი აღმოჩნდა. დედა-შვილი მაშინვე უკან დაბრუნდა და ფული იმ ქალს გადასცა, ვისგანაც ხელჩანთა იყიდეს. როგორც გაირკვა, ეს ხელჩანთა, რომელსაც იშვიათად ხმარობდნენ, ეკუთვნოდა ამ ქალის ახლახან გარდაცვლილ დედას, რომელიც ალცჰეიმერით იყო დაავადებული, და გაყიდვამდე ის საგულდაგულოდ არ შეუმოწმებიათ. უზომოდ მადლიერმა ქალმა აღნიშნა: „ეს ნდობას მიბრუნებს ადამიანების მიმართ. . . სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ ჯერ კიდევ არსებობს პატიოსანი ხალხი“.

ამ შემთხვევის შესახებ ადგილობრივი გაზეთის პირველ გვერდზე მოთავსებულ სტატიაში მოყვანილი იყო ანას სიტყვები: „როგორც იეჰოვას მოწმეები, სხვაგვარად ვერც მოვიქცეოდით, რადგან ბიბლიით განსწავლული [სინდისი] გვაქვს. ამავე დროს, გვსურს ტანიას ვასწავლოთ, რა არის სწორი“. ახალი თეთრი ხელჩანთა ტანიას ყოველთვის პატიოსნების შესახებ შეახსენებს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება