-
იცოდით თუ არა?საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 იანვარი
-
-
საიდან ჩანს, რომ ძველ ეგვიპტეში აგურებს აკეთებდნენ?
▪ წიგნ „გამოსვლაში“ ვკითხულობთ, რომ ეგვიპტელები ისრაელ მონებს აგურებს აკეთებინებდნენ. მონებს ყოველდღე თიხისა და ბზისგან გარკვეული რაოდენობის აგურები უნდა დაემზადებინათ (გამოსვლა 1:14; 5:10—14).
ბიბლიურ დროში ნილოსის ველზე აგურების დამზადება მნიშვნელოვანი საქმიანობა იყო. იქ აგურებს მზეზე აშრობდნენ. ეგვიპტეში დღემდეა შემორჩენილი უძველესი ძეგლები, რომლებიც ამ მასალისგან არის აგებული. ძვ. წ. XV საუკუნით დათარიღებული რეკმირის სამარხის კედლის მოხატულობა თებეში თითქმის ზუსტად აღწერს წიგნ „გამოსვლაში“ აღწერილ აგურის დამზადების პროცესს.
ერთ-ერთ ენციკლოპედიაში ეს ნახატი შემდეგნაირადაა აღწერილი: „წყალს გუბიდან იღებენ, თიხას თოხით ზელენ და აგურების გამკეთებელთან მიაქვთ მოსახერხებელ ადგილას. თიხას ასხამენ ხის ფორმებში, რომლებიც მიწაზე აწყვია. შემდეგ ფორმას ხსნიან და მიღებულ აგურებს მზეზე გამოსაშრობად ტოვებენ. მწკრივებად დალაგებულ აგურებს გამოშრობის შემდეგ საშენ მასალად იყენებენ. აგურებს დღემდე ასე ამზადებენ ახლო აღმოსავლეთში“ (The International Standard Bible Encyclopedia).
ძვ. წ. მეორე ათასწლეულით დათარიღებული პაპირუსის ხელნაწერები აგრეთვე მიუთითებს, რომ აგურებს მონები ამზადებდნენ და ამისათვის ბზესა და თიხას იყენებდნენ. მათ დღის განმავლობაში გარკვეული რაოდენობის აგურები უნდა დაემზადებინათ.
-
-
იცოდით თუ არა?საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 იანვარი
-
-
[სურათი 22 გვერდზე]
რეკმირის სამარხის კედლის მოხატულობა
[საავტორო უფლება]
Erich Lessing/Art Resource, NY
-