საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • be გაკ. 8 გვ. 107-გვ. 110 აბზ. 2
  • ხმის სიმაღლე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ხმის სიმაღლე
  • მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • მსგავსი მასალა
  • ხმის სიმაღლე და პაუზები
    როგორ გაიუმჯობესო მეტყველება და სწავლების უნარი
  • ინტონაცია
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • შინაარსიანი და ნათლად გადმოცემული მასალა
    როგორ გაიუმჯობესო მეტყველება და სწავლების უნარი
  • ინტონაცია
    გაიუმჯობესე კითხვისა და სწავლების უნარი
იხილეთ მეტი
მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
be გაკ. 8 გვ. 107-გვ. 110 აბზ. 2

გაკვეთილი 8

ხმის სიმაღლე

რა უნდა გააკეთო?

ილაპარაკე ნორმალური სიმაღლისა და სიძლიერის ხმით. იმისათვის, რომ ხმის საჭირო სიმაღლე და სიძლიერე განსაზღვრო, მხედველობაში მიიღე 1) მსმენელი — ვინ და რამდენი კაცი გისმენს; 2) ხელისშემშლელი ხმაური; 3) განსახილველი მასალა; 4) შენი მიზანი.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

მსმენელებს ყურადღება გაეფანტებათ და შენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია მათთვის ბუნდოვანი იქნება, თუ კარგად ვერ გაიგებენ შენს ხმას. მეტისმეტად ხმამაღალი ლაპარაკი, შესაძლებელია, მსმენელმა უპატივცემულობადაც კი აღიქვას.

მომხსენებელი თუ ძალიან ხმადაბლა ილაპარაკებს, მსმენელს ჩასთვლემს. მაუწყებელი თუ ქადაგების დროს ძალიან დაბალი ხმით ისაუბრებს, შეიძლება არ მოუსმინონ. თუ კრების შეხვედრაზე კომენტარებს თითქმის ჩურჩულით წარმოვთქვამთ, დამსწრენი ვერ გამხნევდებიან (ებრ. 10:24, 25). მეორე მხრივ, თუ მომხსენებელი იმ დროს აუწევს ხმას, როდესაც საჭირო არ არის, მსმენელი შეწუხდება და შეიძლება გაღიზიანდეს კიდეც (იგავ. 27:14).

მხედველობაში მიიღე მსმენელი. ვის ელაპარაკები? ერთ კაცს? მთელ ოჯახს? პატარა ჯგუფს სამქადაგებლო მსახურების წინ? მთელ კრებას? თუ კონგრესზე დამსწრეთ? ცხადია, ერთ შემთხვევაში მისაღები ხმის სიმაღლე, სხვა შემთხვევაში არცთუ მისაღებია.

ღვთის მსახურებს დროდადრო მრავალრიცხოვანი მსმენელის წინაშე უწევთ გამოსვლა. სოლომონის დროს იერუსალიმის ტაძრის მიძღვნაზე არ ყოფილა ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობა. სოლომონი „კვარცხლბეკზე“ იდგა და მან „ხმამაღლა აკურთხა“ ხალხი (1 მეფ. 8:55; 2 მატ. 6:13). საუკუნეების შემდეგ, როდესაც იერუსალიმში ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ქრისტიანები წმინდა სულით იქნენ ცხებული, მათ გარშემო როგორც მომხდარით დაინტერესებულებმა, ისე დამცინავებმა მოიყარეს თავი. პეტრე გონივრულად მოიქცა: „წამოდგა“ და „ხმა აიმაღლა“ (საქ. 2:14). იქ შეკრებილმა ხალხმა ნამდვილად მნიშვნელოვანი ქადაგება მოისმინა.

როგორ უნდა განსაზღვრო, სათანადოა თუ არა შენი ხმის სიმაღლე ამა თუ იმ სიტუაციაში? საუკეთესო მაჩვენებელი მსმენელის რეაქციაა. თუ შენიშნავ, რომ ზოგი დაძაბული გისმენს, შეეცადე, ხმას აუწიო.

ერთ კაცს ელაპარაკები თუ რამდენიმე კაცისგან შემდგარ ჯგუფს, მნიშვნელოვანია გახსოვდეს, ვინ არის შენი მსმენელი. თუ რომელიმე მათგანს სმენა დაქვეითებული აქვს, ალბათ, ხმის აწევა მოგიწევს. მაგრამ, თუ იყვირებ, შენდამი დადებითად არ განეწყობიან ხანდაზმულები, რომელთაც სწრაფად აღქმა უბრალოდ ასაკის გამო უჭირთ. ძალზე ხმამაღალი ლაპარაკი შეიძლება უხეშობაში ჩამოგართვან. ზოგ კულტურაში სიბრაზისა და მოუთმენლობის ნიშანია, თუ ვინმე ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობს.

მხედველობაში მიიღე ხმაური. ცხადია, ქადაგების დროს პირობებიდან გამომდინარე უნდა განსაზღვრო ხმის სიმაღლე. შეიძლება ტრანსპორტის ხმაურის, ბავშვების ხმის, ძაღლის ყეფის, ხმამაღალი მუსიკის ან ტელევიზორის ხმის დაფარვა მოგიწიოს. მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ იქ, სადაც ხალხი ახლო-ახლო ცხოვრობს, ხმამაღალი ლაპარაკით მეზობლების ყურადღებას მიიქცევ, რაც შეიძლება მობინადრეს არ ესიამოვნოს.

ძმებს კრების შეხვედრებსა და კონგრესებზე მოხსენების წარმოთქმისას ზოგჯერ სხვადასხვა სირთულის დაძლევა უწევთ. ღია ცის ქვეშ ლაპარაკი სრულიად განსხვავდება კარგი აკუსტიკის დარბაზში გამოსვლისგან. ლათინური ამერიკის ერთ-ერთ ქვეყანაში ორმა მისიონერმა დაინტერესებულის სახლის ეზოში წაიკითხა მოხსენება. სწორედ ამ დროს გარეთ, მოედანზე, მოზეიმენი შუშხუნებს უშვებდნენ, ხოლო ეზოში ყოველ წუთში მამალი ყიოდა!

ზოგჯერ შეიძლება სხვა ხელისშემშლელი ფაქტორის გამო დაგჭირდეს პაუზის გაკეთება ან ხმის აწევა. მაგალითად, თუ კრების შეხვედრა თუნუქის სახურავიან ნაგებობაში ტარდება, უეცარმა თავსხმამ შეიძლება გადაფაროს მომხსენებლის ხმა. ბავშვის ტირილი და დაგვიანებულების შემოსვლაც შეგიშლის ხელს. ისწავლე ხელისშემშლელი ხმაურის დროს სათანადოდ რეაგირება იმისათვის, რომ მსმენელმა სრულად მოისმინოს ინფორმაცია.

თუ კრებაში გვაქვს ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობა, ეს კარგი დამხმარე საშუალება იქნება. მაგრამ ხმაურის დროს მომხსენებელმა მაინც უნდა აუწიოს ხმას. იქ, სადაც ელექტროენერგია ხშირად ითიშება, მომხსენებლები იძულებული არიან, მიკროფონის გარეშე განაგრძონ ლაპარაკი.

მხედველობაში მიიღე განსახილველი მასალა. საჭირო ხმის სიმაღლე მასალის შინაარსითაც უნდა განსაზღვრო. თუ თემა ომახიანი ხმით გადმოცემას მოითხოვს, ფასს ნუ დაუკარგავ წყნარი ლაპარაკით. მაგალითად, ბიბლიაში იეჰოვას განაჩენი უფრო ხმამაღლა უნდა წაიკითხო, ვიდრე რჩევა, რომელიც სიყვარულისკენ მოგიწოდებს. შეეცადე, მასალას მოარგო ხმის სიმაღლე, მაგრამ ფრთხილად იყავი, რომ საკუთარ თავზე არ გადაიტანო მსმენელის ყურადღება.

მხედველობაში მიიღე შენი მიზანი. თუ გინდა, რომ აქტიური მოქმედებისკენ აღძრა მსმენელი, შედარებით ძლიერი ხმით უნდა ილაპარაკო. თუ ცდილობ, რომ სწორი მიმართულება მისცე მათ აზროვნებას, ფრთხილად იყავი, უარყოფითად არავინ განაწყო მეტისმეტად ხმამაღალი ლაპარაკით. თუ ნუგეშისცემა გაქვს განზრახული, ჩვეულებრივ, წყნარი ხმით ლაპარაკი ჯობია.

ხმის აწევა სათანადო დროს. ხშირად ხმის აწევა გვეხმარება საქმეში გართული ადამიანის ყურადღების მისაპყრობად. მშობლებმა მშვენივრად იციან ეს და ამიტომაც ხმამაღლა უხმობენ თამაშით გართულ ბავშვებს. ხმამაღლა ლაპარაკი აგრეთვე აუცილებელია კონგრესის თავმჯდომარისა და კრების ჩამტარებლისთვის პროგრამის დაწყების წინ, როდესაც ყველას მოუწოდებს, დაიკავონ ადგილები. ქადაგების დროსაც გვჭირდება ხმის აწევა, თუ სახლის პატრონი ეზოში მუშაობს და მის ყურადღებას მხოლოდ ხმამაღალი მისალმებით მივიპყრობთ.

არც მსმენელის ყურადღების მიპყრობის შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ ძალიან დაბალი ხმით. მომხსენებელი თუ ხმადაბლა ილაპარაკებს, მსმენელს შეექმნება შთაბეჭდილება, რომ ის ცუდად არის მომზადებული ან დარწმუნებული არ არის საკუთარი სიტყვების სისწორეში.

ომახიანი ხმით მოწოდება ადამიანს მოქმედებისკენ აღძრავს (საქ. 14:9, 10). ხმამაღალმა შეძახებამ შეიძლება უბედურებისგანაც კი იხსნას ადამიანი. როდესაც ქალაქ ფილიპეში საპყრობილის ზედამხედველი თავის მოკვლას აპირებდა, რადგან ეგონა, რომ პატიმრები გაექცნენ, «პავლემ ხმამაღლა დაუძახა: „თავს არაფერი დამართო, ყველანი აქა ვართ!“». ამგვარად, თავიდან იქნა აცილებული თვითმკვლელობა. ამის შემდეგ პავლემ და სილამ საპყრობილის ზედამხედველსა და მის ოჯახს უქადაგეს და ყველამ მიიღო ჭეშმარიტება (საქ. 16:27—33).

როგორ უნდა იმუშაო ხმის სიმაღლეზე. ზოგს დიდი ძალისხმევა სჭირდება იმისათვის, რომ ლაპარაკის დროს სათანადოდ არეგულიროს ხმის სიმაღლე. ზოგი ხმადაბლა იმის გამო ლაპარაკობს, რომ ბუნებრივად აქვს სუსტი ხმა. მიუხედავად ამისა, მცდელობასა და შრომას გარკვეული შედეგები მოჰყვება, თუმცა, შესაძლებელია, ადამიანს ხმა კვლავაც ჩვეულებრივზე სუსტი დარჩეს. ყურადღება უნდა მიაქციო სუნთქვასა და პოზას. მიეჩვიე სწორად ჯდომასა და დგომას. მხრებში გაიშალე და ღრმად ისუნთქე. შეეცადე, ფილტვების ქვედა წილებიც გაივსო ჰაერით. სწორედ ამ ჰაერის რეგულირებაზეა დამოკიდებული ლაპარაკის დროს ხმის სიმაღლის რეგულირება.

ზოგის პრობლემა ის არის, რომ ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობს. შეიძლება, ხმამაღლა ლაპარაკი მათ ჩვევად ექცათ ღია ცის ქვეშ ან ხმაურში მუშაობის შედეგად. სხვა მიზეზიც არსებობს: ზოგი ისეთ გარემოში გაიზარდა, სადაც ყველა გაჰყვიროდა და ერთმანეთს სიტყვას აწყვეტინებდა. ამიტომაც ასეთი ადამიანები ფიქრობენ, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემათ სიტყვის თქმის შესაძლებლობა, თუ სხვებზე ხმამაღლა ილაპარაკებენ. ისინი თანდათანობით სწავლობენ შედარებით ხმადაბლა ლაპარაკს, როდესაც ითვალისწინებენ ბიბლიის რჩევას: „შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით, სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით“ (კოლ. 3:12).

კარგი მომზადება, რეგულარული ქადაგებით მიღებული გამოცდილება და იეჰოვასადმი ლოცვა დაგეხმარება, ისწავლო ლაპარაკის დროს ხმის სიმაღლის სწორად რეგულირება. სცენიდან ლაპარაკობ თუ ქადაგებისას ესაუბრები ვინმეს, შეეცადე ყურადღება იმაზე გაამახვილო, თუ რა დახმარებას გაუწევს მსმენელს შენი სიტყვების მოსმენა (იგავ. 18:21).

როდის არის საჭირო ხმამაღლა ლაპარაკი

  • როდესაც ცდილობ, ყურადღება არ გაეფანტოს მრავალრიცხოვან მსმენელს.

  • როდესაც გინდა ხმაური გადაფარო.

  • როდესაც რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა თქვა და გინდა, რომ მსმენელმა ყურადღებით მოგისმინოს.

  • როდესაც კონკრეტული მოქმედებისკენ უნდა აღძრა მსმენელი.

  • როდესაც ყურადღების მიპყრობას ცდილობ.

როგორ უნდა გაუმჯობესდე

  • დააკვირდი მსმენელის რეაქციას; ისე ილაპარაკე, რომ მსმენელს სმენის დაძაბვა არ დასჭირდეს.

  • მიეჩვიე ღრმად სუნთქვას.

სავარჯიშო: შენთვის ჩუმად წაიკითხე საქმეების 19:23—41. გააანალიზე ტექსტის შინაარსი და შეეცადე წარმოიდგინო, რა ვითარებაში მოხდა აღწერილი მოვლენები. ყურადღება მიაქციე კონტექსტს. დაუკვირდი, ვის სიტყვებს კითხულობ და რა განწყობა ჩანს ამ სიტყვებში. შემდეგ ხმამაღლა წაიკითხე ეს მონაკვეთი და საჭიროებისამებრ ცვალე ხმის სიმაღლე.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება