„ერთი თითით“ დაბეჭდილი ბიბლია
ავადმყოფობის შედეგად გამოწვეული პარალიზების გამო, იოსებ შერეშევსკის მხოლოდ ერთი თითით შეეძლო ბეჭდვა. მაგრამ, მაინც მიაღწია მიზანს — გადაეთარგმნა ბიბლია ჩინურად, უცხოელისთვის ერთ-ერთ ყველაზე ძნელად დასაუფლებელ ენაზე.
წარმოშობით ებრაელმა, შერეშევსკიმ გამოიკვლია და მიიღო ქრისტიანობა უკვე ზრდასრულ ასაკში. ბოლოს, ის მისიონერად მსახურობდა ჩინეთში. ის იქ 1866 წლიდან მეოცე საუკუნის დასაწყისამდე მონაწილეობდა ბევრ მთარგმნელობით პროექტში. ებრაული წარმოშობის გამო შერეშევსკი ებრაულ ენაში უფრო მეტად გარკვეული იყო, ვიდრე მისი თანამედროვე სწავლულები. ამგვარად, ებრაული წერილების თარგმნა მთლიანად მას ჰქონდა მინდობილი. ხანგრძლივი კარიერის დასასრულს მან ჩინურ ენაზე აგრეთვე გამოსცა მთლიანი ბიბლია, სქოლიოებით.
როგორც ბიბლიის მთარგმნელი, ის დიდი მომხრე იყო, რომ ბიბლია უბრალო ხალხის ენაზე თარგმნილიყო. მაგრამ მისი ამოცანა არ იყო იოლი. მისი წვლილი ჩინურ ბიბლიაში უჩვეულოა, შენიშნავს ერთ-ერთი წიგნი, „რადგან თავისი გაჭირვების მიუხედავად, მისი ბიბლია ადვილად გასაგები და სრულყოფილია“ (The Book of a Thousahd Tongues).
შერეშევსკი ხელების პარალიზების შემდეგაც განაგრძობდა თავის საქმეს. გაუარესებული მდგომარეობის გამო ბეჭდვა დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. ამიტომაც უწოდა ამ თარგმანს ერთი თითით დაბეჭდილი ბიბლია. მის გამოსაცემად შერეშევსკი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად, 25 წლის განმავლობაში მტკიცედ განაგრძობდა მუშაობას. ის სულით არ დაცემულა და დიდი წვლილი შეიტანა ღვთის სიტყვის თარგმნაში, ადვილად გასაგებ ჩინურ ენაზე, რომელზეც სხვა ენებთან შედარებით მეტი ადამიანი ლაპარაკობს.
[საავტორო უფლება 11 გვერდზე]
Both images: Courtesy of American Bible Society Archives