ადამიანთა მონები თუ ღვთის მსახურები?
„იეჰოვას მოწმეები ასე თუ ისე პატივისცემას იმსახურებენ“, — შენიშნავს ერთ-ერთი გერმანული წიგნი. მიუხედავად მოწმეებისადმი რამდენადმე კრიტიკულად განწყობისა, ის აღიარებს: „ისინი უმწიკვლო ცხოვრებას ეწევიან და ძირითადად საშუალოდ ცხოვრობენ. სამსახურში ისინი მუყაითობითა და კეთილსინდისიერებით გამოირჩევიან, პატიოსნად იხდიან გადასახადებს და მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. ისინი სიმდიდრის დაგროვებისკენ არ ისწრაფიან. . . კონგრესებზე მათი წესრიგი საქებარია. ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა რელიგიურ ჯგუფში მათაც თავგანწირვის სული აქვთ, მსახურებით კი ყველა მათგანზე უპირატესობენ. მაგრამ, რაც მათ დღეს არსებულ ნებისმიერ სხვა ქრისტიანულ ეკლესიებსა და ჯგუფებზე მაღლა აყენებს ისაა, რომ აქვთ აბსოლუტურად მტკიცე გადაწყვეტილება, რომლითაც უმრავლესობა თავიანთ სწავლებას ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერი საფრთხის პირისპირ აცხადებს“a (Seher, Grübler, Enthusiasten).
მიუხედავად ასეთი დადებითი შეფასებისა, ზოგი ცდილობს, იეჰოვას მოწმეები სრულიად განსხვავებული სახით წარმოგვიდგინოს. მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში, მოწმეები ათეული წლებია დაუფარავად საჯაროდ ასრულებენ თავიანთ რელიგიურ მსახურებას. მილიონობით ადამიანი იცნობს მათ, პატივს სცემს და ადასტურებს, რომ მათ უფლება აქვთ, შეასრულონ რელიგიური მსახურება. მაშ, რატომღა არსებობს რაიმე გაურკვევლობა, თუ ვინ არიან იეჰოვას მოწმეები?
იქნებ გაურკვევლობის ერთი მიზეზი ისაა, რომ ბოლო დროს, მრავალი სხვა რელიგიური ჯგუფის წევრები აუპატიურებენ ბავშვებს, აწყობენ ტერორისტულ თავდასხმებსა და მასობრივ თვითმკვლელობებს. ცხადია, ასეთი მოქმედებები ყველგან გვხვდება, და არა მხოლოდ რელიგიური ჯგუფის წევრებს შორის. მაგრამ ბევრი ადამიანი გახდა სკეპტიკოსი, ზოგი კი მტრულადაც განეწყო რელიგიისადმი.
საფრთხე, რომელიც მოჰყვება ადამიანთა მიყოლას
სიტყვა „სექტა“ განისაზღვრება როგორც „ჯგუფი, რომელიც მტკიცედ მიჰყვება გარკვეულ მოძღვრებას ან წინამძღოლს“. მსგავსადვე, რომელიმე „კულტის“ მხარდამჭერნი „უდიდეს თავგანწირვას იჩენენ პიროვნებისადმი, იდეისადმი ან რაიმე ნივთისადმი“. ფაქტობრივად, ნებისმიერი რელიგიური ჯგუფის წევრებს, რომლებიც მტკიცედ მიჰყვებიან წინამძღოლებსა და მათ იდეებს, ადამიანთა მონებად გახდომის საფრთხე ემუქრებათ. ლიდერთან ახლო ურთიერთობით, პიროვნება დამოკიდებული ხდება მასზე, რაც ზიანს აყენებს მის ემოციურ და სულიერ მდგომარეობას. საფრთხე შეიძლება უფრო გართულდეს, თუ პიროვნება ბავშვობიდან სექტანტურ გარემოში იზრდება.
მათ, ვისაც რელიგიასთან დაკავშირებით ასეთი საკითხები აფიქრებს, საიმედო ინფორმაცია ესაჭიროებათ. ზოგიერთს შეიძლება უთხრეს, რომ იეჰოვას მოწმეები მიეკუთვნებიან იმ რელიგიურ ორგანიზაციას, რომელიც იმონებს თავისსავე წევრებს, იყენებს მათზე ავტორიტარულ მმართველობას, ზღუდავს მათ თავისუფლებას და მთლიანობაში საზოგადოებისგან გარიყულად აქცევს.
იეჰოვას მოწმეებმა იციან, რომ ეს ნათქვამი სინამდვილეს არ შეეფერება, ამიტომაც ისინი გიწვევენ თავად შეამოწმო. გულმოდგინე მსჯელობის შემდეგ თვითონ გამოიტანე დასკვნები. მოწმეები, სინამდვილეში ადამიანთა მონები არიან თუ, როგორც თავად აცხადებენ, ღვთის მსახურები? რა არის მათი სიძლიერის წყარო? ასეთ კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხები 12—23 გვერდებზე მოცემულ სტატიაშია.
[სქოლიოები]
a თავდაპირველად 1950 წლის გამოცემა ზემოხსენებულ მოსაზრებებს არ შეიცავდა. რადგან ის გამოჩნდა 1982 წლის განახლებულ გამოცემაში, ეს ცხადყოფს, რომ იეჰოვას მოწმეებს უკეთ უგებენ.