საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ნიშანი სხეულზე“
  • ნიშანი სხეულზე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ნიშანი სხეულზე
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • შუბლი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ორ მძვინვარე მხეცთან დაპირისპირება
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
  • წუთისოფელში, მაგრამ არა წუთისოფლისანი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • რას ნიშნავს რიცხვი 666?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ნიშანი სხეულზე“

ᲜᲘᲨᲐᲜᲘ ᲡᲮᲔᲣᲚᲖᲔ

არაისრაელებს შორის მიღებული იყო პირუტყვისა და მონების დადაღვა იმის მისანიშნებლად, თუ ვისი საკუთრება იყვნენ. ადამიანებს ასეთ ნიშანს სხეულის გამოსაჩენ ადგილას, მაგალითად შუბლზე ასვამდნენ. ცრუ ღმერთების თაყვანისმცემლები ზოგჯერ შუბლზე თავიანთი ღვთაებების სახელებს იტვიფრავდნენ. თუმცა, იეჰოვას კანონი ისრაელებს უკრძალავდა სხეულის დასახიჩრებას და მასზე რამის დახატვას. ამ აკრძალვის წყალობით ისრაელები დაცულნი იყვნენ იმისგან, რომ არ ჩაბმულიყვნენ კერპთაყვანისმცემლურ რიტუალებში და ამავდროულად, სათანადოდ დაეფასებინათ თავიანთი სხეული, როგორც ღვთის ქმნილება (ლვ. 19:28; იხ. ᲓᲐᲦᲘ).

გადატანითი მნიშვნელობა. წმინდა წერილებში სხეულზე ნიშანი, იგივე დაღი გადატანითი მნიშვნელობითაც არის გამოყენებული. ეზეკიელის ხილვაში კაცს, რომელსაც რქის სამელნე ჰქონდა, დაევალა, შემოევლო იერუსალიმი და ნიშანი დაედო მათთვის [ებრ. ტავ], რომლებიც ოხრავდნენ და კვნესოდნენ მთელი იმ სისაძაგლის გამო, რაც იქ ხდებოდა. მათი წუხილი იმაზე მიანიშნებდა, რომ ისინი მართლები იყვნენ იეჰოვას თვალში, მას ეკუთვნოდნენ და იმსახურებდნენ გადარჩენას იმ დროს, როცა იეჰოვა აღასრულებდა თავის განაჩენს. შუბლზე დადებული სიმბოლური ნიშანი კი იმაზე მიანიშნებდა, რომ ისინი გადარჩებოდნენ (ეზკ. მე-9 თავი; შდრ. ეზკ. 9:4; 2პტ. 2:6—8).

მეორე მხრივ, იოანეს ხილვაში ადამიანებს, რომლებიც შუბლზე ან ხელზე მხეცის ნიშანს იდებენ, განადგურება ელით. შუბლზე ნიშნის დადება მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი მხეცის თაყვანისმცემლები და შესაბამისად, მისი მონები არიან. ისინი ღვთის მოწინააღმდეგეები გამოდიან, რადგან მხეცი, ვისაც ისინი ეთაყვანებიან, ძალაუფლებას იღებს დრაკონისგან, სატანა ეშმაკისგან. ხელზე ნიშნის დადება იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი მხეცის აქტიური მხარდამჭერები არიან, ვინაიდან ხელი ასოცირდება საქმის შესრულებასთან (გმც. 13:1, 2, 16—18; 14:9, 10; 16:1, 2; 20:4).

იხილეთ აგრეთვე ᲛᲘᲯᲜᲐ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება