საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იესო ქრისტე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
    • წმინდა სულით ცხების შედეგად იესო უფლებამოსილი გახდა, რომ ექადაგა, ესწავლებინა (ლკ. 4:16—21) და ღვთის წინასწარმეტყველად ემსახურა (სქ. 3:22—26). მაგრამ რაც მთავარია, იესო ამ დროს იეჰოვას აღთქმულ მეფედ, დავითის ტახტისა (ლკ. 1:32, 33, 69; ებ. 1:8, 9) და მარადიული სამეფოს მემკვიდრედ დაინიშნა. ამიტომაც უთხრა მოგვიანებით ფარისევლებს: „ღვთის სამეფო თქვენ შორისაა“ (ლკ. 17:20, 21). ამავე დროს იესო მღვდელმთავრადაც იქნა ცხებული, მაგრამ არა აარონის შთამომავლებისთვის დადგენილი წესით, არამედ მეფე-მღვდელ­ მელქისედეკის წესით (ებ. 5:1, 4—10; 7:11—17).

      სრულყოფილი ადამის მსგავსად იესოც დაბადებიდანვე ღვთის ძე იყო (ლკ. 3:38; 1:35). ანგელოზებმა გაბრიელმა ის დაბადებამდე ღვთის ძედ მოიხსენია. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ნათლობის შემდეგ წმინდა სულით ცხების დროს იეჰოვას მიერ წარმოთქმული სიტყვები, კერძოდ, „შენა ხარ ჩემი საყვარელი ძე. მე მოგიწონე“ (მრ. 1:11), მხოლოდ იესოს ვინაობის დასადასტურებლად არ იყო წარმოთქმული. ფაქტები იმაზე მოწმობს, რომ ამ დროს ის ღვთისგან იშვა მის სულიერ ძედ და, ასე ვთქვათ, „ხელახლა დაიბადა“, რაც მას აძლევდა უფლებას, კვლავაც ეცხოვრა ზეცაში (შდრ. ინ. 3:3—6; 6:51; 10:17, 18; იხ. ᲜᲐᲗᲚᲝᲑᲐ; ᲛᲮᲝᲚᲝᲓᲨᲝᲑᲘᲚᲘ).

      მისი მნიშვნელოვანი როლი ღვთის განზრახვაში. იეჰოვა ღმერთმა მართებულად ჩათვალა, თავისი განზრახვების განხორციელებაში უმნიშვნელოვანესი როლი თავისი პირმშოსთვის დაეკისრებინა (ინ. 1:14—18; კლ. 1:18—20; 2:8, 9), მასზე შესრულებულიყო ყველა წინასწარმეტყველება და ყველა წინასწარმეტყველებას მისი მეშვეობით მოჰფენოდა ნათელი (1პტ. 1:10—12; გმც. 19:10; ინ. 1:3—9), მისი მეშვეობით გადაჭრილიყო სატანის ურჩობით გამოწვეული ყველა პრობლემა (ებ. 2:5—9, 14, 15; 1ინ. 3:8) და განხორციელებულიყო ღვთის ოჯახის (ზეცაში თუ დედამიწაზე) წევრების მარადიული კეთილდღეობისთვის გათვალისწინებული ყველა ღონისძიება (ეფ. 1:8—10; 2:20; 1პტ. 2:4—8). თუ გავითვალისწინებთ იესოს წამყვან როლს ღვთის განზრახვაში, ნამდვილად მართებული და გაუზვიადებელია მისი შემდეგი სიტყვები: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“ (ინ. 14:6).

  • ღვთის ძეები
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
    • მაგრამ იესოს დაბადებიდან დაახლოებით 30 წლის შემდეგ, როცა იოანე ნათლისმცემელმა მონათლა, ღვთის სული გადავიდა მასზე და ღმერთმა უთხრა: „შენა ხარ ჩემი საყვარელი ძე, მე მოგიწონე“ (ლკ. 3:21—23; მთ. 3:16, 17). როგორც ჩანს, მაშინ იესო ხელახლა დაიბადა ღვთის სულიერ ძედ, ზეცაში დაბრუნების იმედი მიეცა და სულით იქნა ცხებული, რომ ღვთის დანიშნულ მეფედ და მღვდელმთავრად ემსახურა (ინ. 3:3—6; შდრ. 17:4, 5; იხ. იესო ქრისტე [ნათლობა]). ღმერთმა მსგავსი სიტყვები თქვა მთაზე იესოს გარდასახვის დროს. ამ ხილვაში მოწაფეებმა იესო სამეფო დიდებით იხილეს (შდრ. მთ. 16:28 და 17:1—5). პავლემ იესოს მკვდრეთით აღდგომას დაუკავშირა ღვთის სიტყვები მეორე ფსალმუნიდან: „შენ ჩემი ძე ხარ; მე დღეს გავხდი შენი მამა“. მან აგრეთვე იესოს მიუსადაგა სიტყვები, რომლებიც ღმერთმა დავითთან შეთანხმების დადებისას თქვა: „მე ვიქნები მისი მამა და ის იქნება ჩემი ძე“ (ფს. 2:7; 2სმ. 7:14; სქ. 13:33; ებ. 1:5; შდრ. ებ. 5:5). ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგომისას იესო „ღვთის ძედ იქნა გამოცხადებული“ (რმ. 1:4) და „მართლად იქნა აღიარებული სულში“ (1ტმ. 3:16).

      აქედან გამომდინარე, როგორც ზრდასრული დავითი გახდა გარკვეული გაგებით ღვთის ძე, ისე იესო ქრისტე გახდა გარკვეული გაგებით ღვთის ძე ნათლობის, მკვდრეთით აღდგომისა და, როგორც ჩანს, სამეფო დიდებით სრულად შემოსვის დროს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება