საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ელიას ჰუტერის ბიბლიის შეუდარებელი თარგმანი
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2017 | No. 4
    • „ახალი აღთქმის“ ებრაული თარგმანი

      ჰუტერმა 1599 წელს გამოსცა „ახალი აღთქმა“, რომელშიც ტექსტი 12 ენაზე იყო მოცემული. ამ თარგმანს „ნიურნბერგის პოლიგლოტი“ ეწოდა. მას სურდა, ამ გამოცემაში „ახალი აღთქმის“ ებრაულ ენაზე ნათარგმნი ტექსტიც შესულიყო. მაგრამ, როგორც ჰუტერმა თქვა, მთელი ქონებაც რომ გაეღო ამისთვის, ბერძნული წერილების ებრაულ თარგმანს მაინც ვერ მოიძიებდა.b ამიტომ გადაწყვიტა, თავად ეთარგმნა ის. მან ყველა საქმე გვერდზე გადადო და ბერძნული წერილების ებრაულ ენაზე თარგმნა ერთ წელიწადში დაასრულა!

      მე-19 საუკუნეში მოღვაწე გამოჩენილმა ებრაელმა სწავლულმა ფრანც დელიჩმა ჰუტერის მიერ ნათარგმნი „ქრისტიანულ-ბერძნული წერილები“ ასე შეაფასა: „მისი თარგმანიდან გამოჩნდა, რომ ის შესანიშნავად ფლობდა ებრაულს. იშვიათად, რომ ქრისტიანმა ასე კარგად იცოდეს ეს ენა. [ჰუტერის] თარგმანი დღემდე გამოსადეგია, რადგან კარგად აქვს შერჩეული სიტყვები აზრის გადმოსაცემად“.

      დღემდე ფასეული

      ჰუტერისთვის თავის ნაშრომს მოგება არ მოუტანია. როგორც ჩანს, მისი თარგმანები მცირე ტირაჟით გამოიცა. მიუხედავად ამისა, მის შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია. მაგალითად, მის მიერ შესრულებული ბერძნული წერილების ებრაული თარგმანი უილიამ რობერტსონმა გადაამუშავა და ხელახლა დაბეჭდა 1661 წელს, ხოლო რიჩარდ კედიკმა — 1798 წელს. ბერძნული წერილების თარგმნისას ჰუტერმა, ბევრი მთარგმნელისგან განსხვავებით, იმ მუხლებში, სადაც ციტატა ებრაული წერილებიდან იყო მოყვანილი ან, მისი აზრით, წოდებები „კირიოს“ (უფალი) და „თეოს“ (ღმერთი) იეჰოვას ეკუთვნოდა, ღვთის სახელი „იეჰოვა“ (יהוה, იჰვჰ) მოიხსენია. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ღვთის სახელი „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების“ სხვა თარგმანებშიც უნდა იყოს მოხსენიებული.

      ასე რომ, როცა „ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში“ ღვთის სახელს, იეჰოვას, შეხვდებით, გაიხსენეთ ელიას ჰუტერის ღვაწლი და მისი ჩინებული თარგმანი.

  • ელიას ჰუტერის ბიბლიის შეუდარებელი თარგმანი
    საგუშაგო კოშკი (ფართო მკითხველისთვის) — 2017 | No. 4
    • b როგორც ჩანს, სწავლულებს ბერძნული წერილები ებრაულ ენაზე მანამდე უკვე ჰქონდათ ნათარგმნი. მათ შორის იყვნენ ბიზანტიელი ბერი სიმონ ატუმანოსი, რომელმაც „ახალი აღთქმა“, სავარაუდოდ, 1360 წელს თარგმნა, და გერმანელი სწავლული ოსვალდ შრეკენფუქსი, რომელმაც დაახლოებით 1565 წელს თარგმნა ბერძნული წერილები. მათი თარგმანები არასდროს გამოცემულა და ამჟამად დაკარგულად ითვლება.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება