საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მოვლენა, რომელიც უნდა გვახსოვდეს
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 დეკემბერი
    • ესპანეთში საშობაო დღესასწაულში ისეთივე დიდ როლს ასრულებენ მოგვები, როგორც სანტა კლაუსი ასრულებს სხვა ქვეყნებში. ესპანელი ბავშვები მოგვებისგან იღებენ საჩუქრებს 6 იანვარს (Día de Reyes ანუ მეფეთა დღე), როგორც ახალშობილ იესოს მიუტანეს მოგვებმა საჩუქრები. ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, რომ სახარებაში ნათქვამი არ არის, რამდენი მოგვი მივიდა იესოსთან და, რომ ისინი ასტროლოგებად არიან მოხსენიებულნი და არა — მეფეებადa. მათი ვიზიტის შემდეგ მეფე ჰეროდემ, იესოს მოკვლის მიზნით, „ორ წლამდე ასაკის ყველა ბიჭი მოაკვლევინა“ ბეთლემში. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მოგვებმა იესო დაბადებიდან რაღაც პერიოდის შემდეგ მოინახულეს (მათე 2:11, 16).

      მე-12 საუკუნიდან მოყოლებული ესპანეთის ზოგ ქალაქში თეატრალურ წარმოდგენას დგამენ იესოს დაბადებასთან დაკავშირებით; მასში ასახულია ბეთლემში მწყემსების და, მოგვიანებით, მოგვების სტუმრობა. დღესდღეობით ესპანეთის ბევრ ქალაქში ყოველ 5 იანვარს იმართება პარადი. დიდ მანქანაზე მოწყობილ მოძრავ სცენაზე მდგომი „მეფეები“ ქალაქის ცენტრს უვლიან და ხალხს კანფეტებს ურიგებენ. ტრადიციული საშობაო დეკორაციები და სიმღერები საზეიმო განწყობილებას ქმნის.

  • მოვლენა, რომელიც უნდა გვახსოვდეს
    საგუშაგო კოშკი — 2004 | 15 დეკემბერი
    • a ერთი ნაშრომი (La Sagrada Escritura Texto y comentario por profesores de la Compañía de Jesús) აღნიშნავს: „სპარსელი, მიდიელი და ქალდეველი მოგვები წარმოადგენდნენ სამღვდელოების კლასს და მათი საქმიანობა ოკულტიზმს, ასტროლოგიასა და მედიცინას უკავშირდებოდა“. მოგვები, რომლებიც ჩვილი იესოს მოსანახულებლად მივიდნენ, შუა საუკუნეებში წმინდანებად შერაცხეს და შეარქვეს სახელები: მელქიორი, გასპარი და ბალთაზარი. მათი „წმინდა ნაწილები“ ვითომცდა კელნის (გერმანია) საკათედრო ტაძარში ინახება.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება