რატომ ტოვებენ ისინი რელიგიას?
მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში პრუსიის (ახლა ჩრდილოეთ გერმანია) მოსახლეობისთვის უჩვეულო იყო, ვინმეს ეთქვა, რომ არც ერთ რელიგიას არ მიეკუთვნება. ფაქტობრივად, უბრალოდ, ძირითადი რელიგიიდან სხვა ეკლესიაში გადასვლასაც კი შეიძლება ასეთი პიროვნება პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ მოექცია. როგორ შეიცვალა დრო!
დღეს გერმანიაში ბევრი ტოვებს ეკლესიას. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 4-დან ერთი პიროვნება აცხადებს, რომ ის არც ერთ რელიგიას არ მიეკუთვნება. იგივე ტენდენცია შეიმჩნევა ავსტრიასა და შვეიცარიაში. თუ მრევლის რაოდენობას რელიგიის მაცოცხლებელ სისხლთან შევადარებდით, მაშინ გერმანელი მწერლის, რაიმერ გრონემაიერის, თქმით, „ევროპის ეკლესიები სისხლისგან იცლება“.
რატომ უარყოფენ ისინი რელიგიას
რატომ უარყოფს მრავალი რელიგიას? ხშირად ფინანსური მხარეების გამო, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, სადაც მრევლმა ეკლესიის გადასახადები უნდა გადაიხადოს. მრავალი კითხულობს: „რატომ უნდა მივცე ჩემი ოფლით მოპოვებული ფული ეკლესიას?“ ზოგს ძალიან აღიზიანებს ეკლესიის მიერ უდიდესი სიმდიდრისა და ძალის ფლობა. ისინი, ალბათ, იზიარებენ კელნელი (გერმანია) კარდინალ ჯოახიმ მაისნერის აზრს, რომელმაც თქვა, რომ სიმდიდრემ, რომელსაც ეკლესია ფლობს, მისი ყურადღება უფრო მეტად მატერიალური კეთილდღეობისკენ წარმართა და „ქრისტესადმი რწმენას საკმაო სერიოზულობით არ უდგება“.
ზოგი ეკლესიას ტოვებს იმ მიზეზით, რომ ის მათთვის მოსაბეზრებელი და უინტერესოა, და ვერ აკმაყოფილებს მათ სულიერ შიმშილს. მათ ტანჯავთ შიმშილის გრძნობა, რომლის შესახებაც წინასწარმეტყველმა ამოსმა იწინასწარმეტყველა: ‘შიმშილი არა პურისა და წყურვილი არა წყლისა, არამედ უფლის სიტყვების მოსმენისა’ (ამოსი 8:11). ვინაიდან მათ თავიანთი რელიგია თითქმის არ კვებავს, ისინი ტოვებენ მას.
მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები, რომლებსაც ხალხი აწყდება ნამდვილად რეალურია, არის თუ არა სწორი, რომ საერთოდ უარი თქვან რელიგიაზე? წარმოიდგინეთ მშიერი ადამიანი, რომელიც ხედავს, რაღაცას, რაც პურს ჰგავს. მაგრამ, როდესაც მის შეჭმას ცდილობს, ხედავს, რომ ის ნახერხისგანაა გაკეთებული. ამის გამო განა გადაუვა მას ჭამისა და შიმშილის დაკმაყოფილების სურვილი? არა, ის ნამდვილი პურის ძებნას დაიწყებს. მსგავსად ამისა, თუ რელიგია არ აკმაყოფილებს მრევლის სულიერ შიმშილს, საერთოდ უნდა მიატოვონ რელიგია? თუ უფრო გონივრული იქნებოდა, სულიერი შიმშილის დაკმაყოფილების გზები ეძებნათ? როგორც მომდევნო სტატია გვიჩვენებს, მრავალი მოიქცა ასე.