განცხადებები
გასავრცელებელი ლიტერატურა მარტსა და აპრილში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. მაისსა და ივნისში: წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ ან ამ ბუკლეტებიდან ერთ-ერთი: „რა არის თქვენთვის ბიბლია?“, „როგორი მომავალი გველის?“, „რა არის საჭირო ოჯახის ბედნიერებისთვის?“, „ვინ მართავს მსოფლიოს სინამდვილეში?“ ან „დასრულდება ოდესმე ტანჯვა?“.
გახსენების საღამო 2014 წლის 14 აპრილს, ორშაბათს, ჩატარდება. იმ შემთხვევაში, თუ კრების შეხვედრა ორშაბათობით გიტარდებათ, ის კვირის იმ დღეს უნდა გადაიტანოთ, როცა სამეფო დარბაზი თავისუფალი იქნება. მაგრამ, თუ კრება ვერ ჩატარდება, უხუცესთა საბჭოს კოორდინატორმა შეიძლება ისეთი გეგმა შეიმუშაოს, რომ თვის განმავლობაში მოხდეს სამსახურებრივი შეხვედრიდან იმ პუნქტების განხილვა, რომლებიც განსაკუთრებით საყურადღებოა თქვენი კრებისთვის.
2014 სამსახურებრივი წლის მეორე ნახევარში სარაიონო ზედამხედველი წარმოთქვამს მოხსენებას სათაურით: „ხსნა ახლოსაა!“.
„ტრაქტატის“ ნაცვლად ამიერიდან გამოვიყენებთ სიტყვა „ბუკლეტს“. გთხოვთ, ამის შესახებ მოკლე განცხადება გააკეთოთ 10 მარტით დაწყებულ სამსახურებრივ შეხვედრაზე.