7 აპრილით დაწყებული კვირის გეგმა
7 აპრილით დაწყებული კვირა
სიმღერა 15 და ლოცვა
კრების ბიბლიის შესწავლა:
cl თავი 5 ¶9—17 (30 წთ.)
თეოკრატიული მსახურების სკოლა:
ბიბლიის კითხვა: გამოსვლა 7—10 (10 წთ.)
№ 1: გამოსვლა 9:20—35 (4 წთ. ან ნაკლები)
№ 2: რა სახით დაბრუნდება იესო და როგორ იხილავს მას „ყოველი თვალი“? (rs გვ. 375 ¶5 — გვ. 377 ¶2) (5 წთ.)
№ 3: ნაუმი — წინასწარმეტყველები, რომელთა ცნობაც გავლენას ახდენს ჩვენზე (jd თავი 2, გვ. 23 ¶15) (5 წთ.)
სამსახურებრივი შეხვედრა:
10 წთ.: შესთავაზე აპრილში გასავრცელებელი ჟურნალები. განხილვა. დასაწყისშივე წარმოადგინე ჟურნალების შეთავაზება ამავე გვერდზე მოცემული ორი შეთავაზების ნიმუშის მიხედვით. შემდეგ მიმოიხილე შეთავაზების ნიმუშები თავიდან ბოლომდე. ბოლოს მოუწოდე აუდიტორიას, კარგად გაეცნონ ჟურნალების შინაარსს და ენთუზიაზმით გაავრცელონ მსახურებაში.
10 წთ.: ნუ დაივიწყებთ სტუმართმოყვარეობას (ებრ. 13:1, 2). მოხსენება. წარმოადგენს უხუცესი. მოიხსენიე, რა ღონისძიებებია დაგეგმილი გახსენების საღამოსთან დაკავშირებით. აუდიტორიას აჩვენე, როგორ შეიძლება სტუმართმოყვარეობის გამოვლენა სტუმრებისა თუ არააქტიური მაუწყებლების მიმართ გახსენების საღამოზე. წარმოადგინე ორი მოკლე ინსცენირება. პირველ ინსცენირებაში მაუწყებელი პროგრამის დაწყებამდე გულთბილად ესალმება სტუმარს, რომელსაც კამპანიის დროს მოსაწვევი მისცეს. მეორე ინსცენირებაში იგივე მაუწყებელი პროგრამის შემდეგ უთანხმდება მას, რომ შეხვდნენ ერთმანეთს და ისაუბრონ მისთვის საინტერესო საკითხებზე.
10 წთ.: რას მივაღწიეთ? განხილვა. სთხოვე მაუწყებლებს, აღნიშნონ, როგორ დაეხმარათ სტატიაში, „დავიხვეწოთ ქადაგებაში — როგორ გავაგრძელოთ საუბარი მათთან, ვინც სიტყვას გვაწყვეტინებს“, მოცემული აზრები და მოჰყვნენ საინტერესო შემთხვევებს.
სიმღერა 20 და ლოცვა