შექებით გამოავლინე პირადი ინტერესი
1 გულწრფელი შექება ფრთებს ასხამს ადამიანს, აღძრავს მოქმედებისკენ და ანიჭებს სიხარულს. მრავალი მაუწყებელი დარწმუნდა იმაში, რომ მსახურებისას მცირეოდენი გულწრფელი შექებაც კი ადამიანებს მოსასმენად განაწყობს. როგორ შევაქოთ ისინი, ვისაც სასიხარულო ცნობას ვაუწყებთ?
2 იყავი დაკვირვებული: ზეცად ამაღლებულმა იესო ქრისტემ ყურადღება მიაქცია მცირე აზიის შვიდი კრების კარგ საქმეებს (გამოცხ. 2:2, 3, 13, 19; 3:8). მსგავსადვე, ასეთი გულწრფელი ინტერესი მათდამი, ვისაც მსახურებაში ვხვდებით, აღგვძრავს გამოვნახოთ შესაძლებლობები მათ შესაქებად. მაგალითად, კარგად მოვლილი ეზო, მშობლის მიერ შვილებისადმი გამოვლენილი სიყვარული ან მომღიმარი მობინადრის მოსალმება შესაძლებლობას გვაძლევს, რომ შევაქოთ ისინი. მზად ხარ, იყო დაკვირვებული და ხელიდან არ გაუშვა შექების შესაძლებლობა?
3 იყავი კარგი მომსმენი: ქადაგებისას სათანადო კითხვების დასმით მსმენელს აზრის გამოთქმის საშუალება მიეცი. ყურადღებით მოუსმინე მას. ამით პატივისცემას გამოავლენ (რომ. 12:10). ალბათ მის ნათქვამში დაინახავ ისეთ რამეს, რაც ქებას იმსახურებს, ეს კი საერთო ენის გამონახვის საშუალებას მოგცემს.
4 იყავი გამრჩევი: რას გააკეთებ, თუ მობინადრე ისეთ რამეს ამბობს, რაც ბიბლიურ ჭეშმარიტებას არ შეესაბამება? მობინადრეს ამაზე კი არ გაუმახვილო ყურადღება, არამედ მადლობა გადაუხადე გამოთქმული აზრისთვის და დაახლოებით ასეთი სიტყვები უთხარი: „ვხედავ, რომ ამ საკითხზე საკმაოდ ბევრი გიფიქრიათ“ (კოლ. 4:6). მაშინაც კი, თუ მობინადრე რაიმე საკითხზე კამათობს, ხშირად შეაქე ის ამ საკითხისადმი მისი გულწრფელი ინტერესისთვის. ასეთი მშვიდი მიდგომით, ალბათ მათი გულების მოლბობასაც შეძლებ, ვინც სასიხარულო ცნობას სასტიკად ეწინააღმდეგება (იგავ. 25:15).
5 ფასეული მხოლოდ გულწრფელი შექებაა. ასეთ აღმშენებლურ საუბარს დიდება მოაქვს იეჰოვასთვის და მრავალს სამეფოს შესახებ ცნობისკენ იზიდავს.