შევისწავლოთ ბროშურა „იფხიზლეთ!“
მთელ მსოფლიოში 2005 წლის 23 მაისით დაწყებული კვირიდან 20 ივნისით დაწყებული კვირის ჩათვლით კრების წიგნის შესწავლებზე განხილული იქნება ბროშურა „იფხიზლეთ!“. მომზადებისა და შეხვედრის ჩატარების დროს გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული კითხვები. შესწავლის დროს წაიკითხეთ დაბეჭდილი მასალა და, აგრეთვე, მითითებული მუხლები, რამდენის საშუალებასაც მოგცემთ დრო.
23 მაისით დაწყებული კვირა
◼ გვერდები 3, 4: აქ აღწერილი მოვლენებიდან განსაკუთრებით რომელი ახდენს გავლენას შენს ცხოვრებაზე? რის საფუძველზე ფიქრობ, რომ ეს მოვლენები ცალკეული ტერიტორიებისთვის დამახასიათებელი ერთეული შემთხვევები არ არის?
◼ გვერდი 5: რა გარწმუნებს იმაში, რომ ღვთისთვის სულერთი არ არის ადამიანთა მდგომარეობა? რა შეიძლება იყოს იმის მაჩვენებელი, რომ ჩვენთვის სულერთი არაა, თუ რას აკეთებს და რას მოელის ღმერთი ჩვენგან?
◼ გვერდები 6—8: მათეს 24:1—8, 14-ის თანახმად, რაზე მეტყველებს თანამედროვე მსოფლიოში არსებული მდგომარეობა? დროის რომელ მონაკვეთში ვცხოვრობთ, როგორც ეს 2 ტიმოთეს 3:1—5-დან ჩანს? რისი ბოლო დღეებია? რა გარწმუნებს, რომ ბიბლია ნამდვილად ღვთის სიტყვაა? რა არის ღვთის სამეფო, რის შესახებაც ვქადაგებთ?
◼ გვერდები 9, 10: რატომ უნდა დავუკვირდეთ ყურადღებით, თუ რას ვირჩევთ ცხოვრებაში და რა უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის? (რომ. 2:6; გალ. 6:7). მე-10 გვერდზე მოცემული კითხვების წაკითხვისას რომელი ბიბლიური მუხლები გახსენდება და რა გავლენას უნდა ახდენდეს ისინი შენს არჩევანზე?
30 მაისით დაწყებული კვირა
◼ გვერდი 11: რატომ უნდა დავფიქრდეთ ამ გვერდზე დასმულ კითხვებზე? (1 კორ. 10:12; ეფეს. 6:10—18). რას მეტყველებს ჩვენი პასუხები იმის შესახებ, თუ რამდენად სერიოზულად ვეკიდებით მათეს 24:44-ში მოცემულ იესოს რჩევას?
◼ გვერდები 12—14: რა არის გამოცხადების 14:6, 7-ში მოხსენიებული „სასამართლოს საათი“? რის გაკეთებას გულისხმობს ‘ღვთისადმი შიში და მისთვის დიდების მიგება’? რა არის „დიდი ბაბილონი“ და რა დაემართება მას? რისი გაკეთება გვმართებს „დიდ ბაბილონთან“ დაკავშირებით? კიდევ რას მოიცავს ნაწინასწარმეტყველები „სასამართლოს საათი“? რის საშუალებას გვაძლევს ის, რომ არ ვიცით ღვთის სამსჯავროს „არც დღე . . . და არც საათი“? (მათ. 25:13).
◼ გვერდი 15: რა იგულისხმება უზენაესობის საკითხში და როგორ გვეხება ეს საკითხი პირადად ჩვენ?
◼ გვერდები 16—19: რა არის „ახალი ცა“ და „ახალი დედამიწა“? (2 პეტ. 3:13). ვინ გვპირდება ამას? რას მოგვიტანს ახალი ცა და ახალი დედამიწა? პირადად ჩვენც გამოვცდით საკუთარ თავზე ამ სასიკეთო ცვლილებებს?
6 ივნისით დაწყებული კვირა
◼ გვერდები 20, 21: რის შესახებ გააფრთხილა იესომ პირველ საუკუნეში მცხოვრები თავისი მიმდევრები? (ლუკ. 21:20, 21). როდის გახდა გაქცევა შესაძლებელი? რატომ იყო აუცილებელი დაუყოვნებლივ გაქცევა? (მათ. 24:16—18, 21). რატომ ეკიდება გაფრთხილებებს ბევრი არასერიოზულად? რა სარგებლობა მოუტანა სანდო გაფრთხილებების გათვალისწინებამ ჩინეთში და ფილიპინებში მცხოვრებ ათასობით ადამიანს? რატომ არის უფრო მნიშვნელოვანი, რომ ყურად ვიღოთ ბიბლიის გაფრთხილება თანამედროვე სისტემის განადგურების შესახებ? რა პასუხისმგებლობა გვაკისრია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სასწრაფოდ არის საჭირო მოქმედება? (იგავ. 24:11, 12).
◼ გვერდები 22, 23: რატომ მოეკიდა ბევრი არასერიოზულად სტიქიური უბედურების შესახებ გაფრთხილებებს ავსტრალიაში (1974 წელს) და კოლუმბიაში (1985 წელს) და რა მოჰყვა ამას შედეგად? რა რეაქცია გექნებოდა ამ გაფრთხილებებზე და რატომ? რა შეიძლება იყოს იმის მაჩვენებელი, გავითვალისწინებდით თუ არა გაფრთხილებას, ნოეს დროს რომ გვეცხოვრა? რატომ სურდა ხალხს ცხოვრება ძველ სოდომში და მის გარშემო? რატომ იქნება კარგი, თუ სერიოზულად დავფიქრდებით იმაზე, რაც სოდომის შემთხვევაში მოხდა?
13 ივნისით დაწყებული კვირა
◼ გვერდები 24—27: გამოიყენეთ 27-ე გვერდზე მოცემული „სასწავლო კითხვები“.
20 ივნისით დაწყებული კვირა
◼ გვერდები 28—31: გამოიყენეთ 31–ე გვერდზე მოცემული „სასწავლო კითხვები“.
ამ ბროშურის განხილვა დაგვეხმარება, რომ ვიფხიზლოთ და მზად ვიყოთ. დაე ჩვენი მსახურება ყოველთვის მეტყველებდეს იმაზე, რომ დაუყოვნებლივ არის გასათვალისწინებელი ანგელოზის მოწოდება: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, რადგან მოვიდა მისი სასამართლოს საათი“ (მათ. 24:42, 44; გამოცხ. 14:7).