საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 1/05 გვ. 7
  • შეკითხვების ყუთი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შეკითხვების ყუთი
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2005
  • მსგავსი მასალა
  • როგორ ეწევა ორგანიზება დაზარალებულთა დახმარებას?
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2023
  • როგორ შეგვიძლია დახმარების აღმოჩენა?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2005
  • რა კეთდება ფილიალში?
    ვინ ასრულებს იეჰოვას ნებას დღეს?
  • მხარი დავუჭიროთ სამეფოს საქმეს
    ორგანიზებულად ვასრულებთ იეჰოვას ნებას
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2005
km 1/05 გვ. 7

შეკითხვების ყუთი

◼ როგორ უნდა გავგზავნოთ ფულადი შესაწირავი სხვა ქვეყნებში მცხოვრები გაჭირვებული ძმებისთვის?

დროდადრო გვესმის, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში ძმებს მატერიალურად უჭირთ დევნის, სტიქიური უბედურების ან სხვა გარემოებების გამო. ზოგიერთებმა ამ ქვეყნის ფილიალებს გაუგზავნეს ფულადი შესაწირავი და სთხოვეს ძმებს, გადაეცათ შესაწირავი კონკრეტული პირებისთვის, რომელიმე კრებისთვის ან სამშენებლო პროექტებისთვის (2 კორ. 8:1—4).

თანამორწმუნეებისადმი ასეთი თანაგრძნობა ნამდვილად შესაქებია. თუმცა ხშირად უფრო გადაუდებელი საჭიროებები არსებობს, ვიდრე შემწირველი ფიქრობს. ზოგ შემთხვევაში შემწირველი ცდილობს, მას დაეხმაროს, ვისაც უკვე გაეწია დახმარება. შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ადგილობრივ ფილიალში გაგზავნილი შესაწირავები მსოფლიო საქმიანობისთვის, სამეფო დარბაზების ფონდისთვის ან სტიქიურ უბედურებაში დაზარალებულთათვის შემწირველის სურვილისამებრ იქნება გამოყენებული.

ყველა ფილიალში ძმები საფუძვლიანად არიან მომზადებულები, რომ სწრაფად დააკმაყოფილონ თანაქრისტიანების გაუთვალისწინებელი საჭიროებები. ნებისმიერ შემთხვევაში ფილიალი ხელმძღვანელ საბჭოს ატყობინებს წამოჭრილი პრობლემების შესახებ. თუ საჭიროა, ხელმძღვანელი საბჭო ახლომდებარე ფილიალებს სთხოვს დახმარებას ან ფულადი დახმარება პირდაპირ მთავარ სამმართველოდან გაეგზავნებათ ძმებს (2 კორ. 8:14, 15).

ასე რომ, ყოველი შესაწირავი იქნება ეს მსოფლიო საქმიანობისთვის, სამშენებლო პროექტებისა თუ სტიქიური უბედურებების დროს დაზარალებულთათვის უნდა გაიგზავნოს — კრების საშუალებით ან პირდაპირ — იმ ქვეყნის ფილიალში, სადაც ცხოვრობ. ასეთი სახით „ერთგული და გონიერი მონა“ ხელმძღვანელი საბჭოს მიერ დაწესებული ღონისძიებებით ზრუნავს საერთაშორისო საძმოს საჭიროებებზე (მათ. 24:45—47; 1 კორ. 14:33, 40).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება