საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სამეფო დარბაზების სამშენებლო პროგრამა წინ მიიწევს
    სამეფო მსახურება — 2002 | სექტემბერი
    • 1 ამერიკის შეერთებულ შტატებში, 1983 წელს გამართულ საოლქო კონგრესზე, სახელწოდებით „სამეფოს ერთობა“, გამოცხადდა სპეციალური ფონდის დაარსების შესახებ. ამ ფონდის შემწეობით შტატებსა და კანადაში სამეფო დარბაზების მშენებლობა და გადაკეთების საქმე წინ წაიწევდა. ვერც კი წარმოვიდგენდით, რა დიდ შედეგებს გამოიღებდა ეს პატარა წამოწყება. საკუთარ თავზე უფრო მეტად გამოვცადეთ ფსალმუნის 91:5-ის სიტყვების შესრულება: „რაკი გამამხიარულე, უფალო, შენი ნამოქმედარით, შენთა ხელთა ნასაქმარს ვუგალობებ“.

      2 ახლა უფრო დიდად ვხარობთ მიღწეულით. სამეფო დარბაზების დაჩქარებული მშენებლობის გლობალური პროგრამა კვლავ მოქმედებს. გარკვეულწილად, თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ამ საქმიანობაში მონაწილეობის მიღების საშუალება. ამას ვაკეთებთ დიდი თუ მცირე ფულადი შესაწირავებით, რათა მატერიალურად მხარი დავუჭიროთ მთელ მსოფლიოში თაყვანისმცელობის ადგილების მშენებლობას.

  • სამეფო დარბაზების სამშენებლო პროგრამა წინ მიიწევს
    სამეფო მსახურება — 2002 | სექტემბერი
    • 3 მრავალმა ფილიალმა მიჰბაძა აშშ-ის კრებებისთვის დადგენილ წამოწყებას. მრავალ ქვეყანაში სამეფო დარბაზებში დადგეს ყუთები, სადაც მაუწყებლები სწირავდნენ „სამეფო დარბაზების ფონდისთვის“. აშშ-ში, 1997 წლის მარტის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“, გაკეთდა განცხადება ამ პროგრამაში მომხდარი ცვლილებების შესახებ: «მას მერე, რაც 1983 წელს დაარსდა „სამეფო დარბაზების ფონდი“, ძმები უხვად სწირავდნენ, რათა საზოგადოებას დარბაზების ასაშენებლად კრებებისთვის სესხის მიცემის საშუალება ჰქონოდა. ამ ღონისძიებიდან დაახლოებით 2 700-მა კრებამ მიიღო სარგებლობა. სხვაგვარად მრავალი კრება ვერ შეძლებდა ახალი სამეფო დარბაზების აშენებას ან ძველის შეკეთებას. ახლა კი ამ ფონდიდან სესხების გაცემა უკიდურესად აუცილებელია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ეკონომიკურ კრიზისს განიცდიან. ორგანიზაცია მთლიანობაში და ის კრებები, რომლებიც ამ დახმარებას იღებენ, დიდად აფასებენ თქვენ მიერ ამ შესაწირავების განუწყვეტლივ გაღებას“.

      4 ფაქტობრივად, ამ განცხადებით გაკეთდა მოწვევა სამეფო დარბაზების სწრაფი მშენებლობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. სამეფო დარბაზების ფონდი უნდა გაფართოებულიყო, რათა დაკმაყოფილებულიყო სხვა ქვეყნებში მცხოვრები ძმების მოთხოვნილებები და ამავე დროს შესაძლებელი ყოფილიყო სესხების გაცემა ამერიკაში სამეფო დარბაზების ასაშენებლადაც.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება