სამეფო დარბაზების სამშენებლო პროგრამა წინ მიიწევს
1 ამერიკის შეერთებულ შტატებში, 1983 წელს გამართულ საოლქო კონგრესზე, სახელწოდებით „სამეფოს ერთობა“, გამოცხადდა სპეციალური ფონდის დაარსების შესახებ. ამ ფონდის შემწეობით შტატებსა და კანადაში სამეფო დარბაზების მშენებლობა და გადაკეთების საქმე წინ წაიწევდა. ვერც კი წარმოვიდგენდით, რა დიდ შედეგებს გამოიღებდა ეს პატარა წამოწყება. საკუთარ თავზე უფრო მეტად გამოვცადეთ ფსალმუნის 91:5-ის სიტყვების შესრულება: „რაკი გამამხიარულე, უფალო, შენი ნამოქმედარით, შენთა ხელთა ნასაქმარს ვუგალობებ“.
2 ახლა უფრო დიდად ვხარობთ მიღწეულით. სამეფო დარბაზების დაჩქარებული მშენებლობის გლობალური პროგრამა კვლავ მოქმედებს. გარკვეულწილად, თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ამ საქმიანობაში მონაწილეობის მიღების საშუალება. ამას ვაკეთებთ დიდი თუ მცირე ფულადი შესაწირავებით, რათა მატერიალურად მხარი დავუჭიროთ მთელ მსოფლიოში თაყვანისმცელობის ადგილების მშენებლობას. მრავალი ძმა მოხალისედ მსახურობს და არ ზოგავს საკუთარ ინსტრუმენტებს, უნარსა და ოსტატობას. მთელი ეს საქმიანობა წარმატებულია იეჰოვას ხელმძღვანელობის, მხარდაჭერისა და ჩვენი გაერთიანებული ძალისხმევის მის მიერ უხვად კურთხევის წყალობით (ფსალმ. 126:1).
3 მრავალმა ფილიალმა მიჰბაძა აშშ-ის კრებებისთვის დადგენილ წამოწყებას. მრავალ ქვეყანაში სამეფო დარბაზებში დადგეს ყუთები, სადაც მაუწყებლები სწირავდნენ „სამეფო დარბაზების ფონდისთვის“. აშშ-ში, 1997 წლის მარტის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“, გაკეთდა განცხადება ამ პროგრამაში მომხდარი ცვლილებების შესახებ: «მას მერე, რაც 1983 წელს დაარსდა „სამეფო დარბაზების ფონდი“, ძმები უხვად სწირავდნენ, რათა საზოგადოებას დარბაზების ასაშენებლად კრებებისთვის სესხის მიცემის საშუალება ჰქონოდა. ამ ღონისძიებიდან დაახლოებით 2 700-მა კრებამ მიიღო სარგებლობა. სხვაგვარად მრავალი კრება ვერ შეძლებდა ახალი სამეფო დარბაზების აშენებას ან ძველის შეკეთებას. ახლა კი ამ ფონდიდან სესხების გაცემა უკიდურესად აუცილებელია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ეკონომიკურ კრიზისს განიცდიან. ორგანიზაცია მთლიანობაში და ის კრებები, რომლებიც ამ დახმარებას იღებენ, დიდად აფასებენ თქვენ მიერ ამ შესაწირავების განუწყვეტლივ გაღებას“.
4 ფაქტობრივად, ამ განცხადებით გაკეთდა მოწვევა სამეფო დარბაზების სწრაფი მშენებლობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. სამეფო დარბაზების ფონდი უნდა გაფართოებულიყო, რათა დაკმაყოფილებულიყო სხვა ქვეყნებში მცხოვრები ძმების მოთხოვნილებები და ამავე დროს შესაძლებელი ყოფილიყო სესხების გაცემა ამერიკაში სამეფო დარბაზების ასაშენებლადაც. მომდევნო სტატიაში, რომელიც 1997 წლის აგვისტოს „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ დაიბეჭდა, აღნიშნული იყო: „მთელ მსოფლიოში სამეფო დარბაზების მშენებლობის მუდმივად მზარდი მოთხოვნილებაა. მხოლოდ წინა სამსახურებრივი წლის განმავლობაში 3 288 ახალი კრება ჩამოყალიბდა. ამ კრებებიდან უმეტესობა არის აფრიკაში, აზიაში, ცენტრალურ თუ სამხრეთ ამერიკასა და აღმოსავლეთ ევროპაში“.
5 რა იქნა მიღწეული ჩვენს დღეებამდე? 2001 წლის წელიწდეულში ვკითხულობთ: „30 ქვეყანაში უკვე აშენდა 453 სამეფო დარბაზი. სხვა 727 კი შენების პროცესშია. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამეფო დარბაზების პროექტების დახვეწას თითოეული ქვეყნისთვის, რათა გამოყენებულ იქნეს ადგილობრივი სამშენებლო მასალები და მეთოდები. კენიაში იყენებენ ქვას; ტოგოში ძირითადი სამშენებლო მასალა აგურია; კამერუნში კი ჩვეულია შენობის ბეტონის ბლოკებით აგება და მობათქაშება. ასეთი სახით, ძმები მალე ითვისებენ საჭირო ოსტატობას სამეფო დარბაზების თავიანთ ქვეყანაში ასაშენებლად“.
6 აფრიკის დიდი კონტინენტი კარგი მაგალითია იმაში დასარწმუნებლად, რომ იეჰოვა კურთხევებს არ აკლებს ამ პროგრამას. შეხედეთ სურათებზე მოცემულ ზოგიერთ სამეფო დარბაზს და წარმოიდგინეთ, როგორი გავლენა იქონია ამ მშენებლობამ იეჰოვას მოწმეების საქმიანობაზე! ამან გავლენა იქონია სამ სფეროზე: მსოფლიო საძმოს გაერთიანება, ადგილობრივ საზოგადოებაზე დადებითი გავლენა და კრების შეხვედრებზე დამსწრეთა რიცხვის ზრდა. ამ ჩანართში ყურადღება იყო გამახვილებული სამეფო დარბაზების მშენებლობაზე აფრიკაში. „ჩვენი სამეფო მსახურების“ მომდევნო გამოშვებებში შევეხებით მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მიმდინარე სამეფო დარბაზების მშენებლობის პროგრამას.
[სურათები 3 გვერდზე]
ბიმბო, ბანგი
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
ბეგუე, ბანგი
[სურათები 4 გვერდზე]
იუკონგა, ტანზანია
აკრე, განა
სალალა, ლიბერია
ალადა, ბენინი — ყოფილი სამეფო დარბაზი
ალადა, ბენინი — ახალი სამეფო დარბაზი
კეროი, ზიმბაბვე
[სურათები 5 გვერდზე]
პემი, ტოგო
სოკოდა, ტოგო
ფიჯროსი, ბენინი
[სურათები 6 გვერდზე]
ლინგა, ზამბია — ყოფილი სამეფო დარბაზი
ლინგა, ზამბია — ახალი სამეფო დარბაზი
კინშასა, კონგო
მუსამბირა, რუანდა