საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g98 3/8 გვ. 31
  • მის გულს შეეხო

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მის გულს შეეხო
  • გამოიღვიძეთ! — 1998
  • მსგავსი მასალა
  • გეგმა ოჯახისთვის — ყოველდღიური მუხლის განხილვა
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2005
  • სიღარიბიდან სულიერ სიმდიდრემდე
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2018
  • დაუახლოვდით თქვენს სულიერ ოჯახს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2021
  • როგორ დაეხმარა ვაჟი მამას
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 1998
g98 3/8 გვ. 31

მის გულს შეეხო

«ოჯახში 13 ბავშვი ვიყავით, — წერს გლორია ადამი, — 4 ბიჭი და 9 გოგო. 1984 წელი იყო. მამა სახლში დაბრუნდა — მექსიკაში და შეიტყო, რომ სანამ ის შეერთებულ შტატებში იყო სამუშაოდ წასული, ჩვენს ოჯახს ბიბლიის შესწავლა ჰქონდა დაწყებული იეჰოვას მოწმეებთან. ის უკმაყოფილო იყო და გვეწინააღმდეგებოდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ, რაც დრო გადიოდა, გული უფრო და უფრო უქვავდებოდა.

ჩვენ ძალიან გვიყვარდა მამა და გვინდოდა, ჩვენსავით მასაც მიეღო სარგებლობა სიცოცხლისმომცემი შემეცნებიდან. ყოველდღე მთელი გულით ვლოცულობდით და ვევედრებოდით იეჰოვას, რომ როგორმე მოეცა შესაძლებლობა მამასთან იეჰოვას განზრახვებზე გვესაუბრა. იეჰოვამ შეისმინა ჩვენი თხოვნა, რადგან მოგვცა გამბედაობა, ყოველ საღამოს ერთად შევკრებილიყავით სასტუმრო ოთახში, სადაც მამა ტელევიზორს უყურებდა. დედა და ჩვენ, გოგონები, ყოველდღიური მუხლის წასაკითხად იქ ვიკრიბებოდით ხოლმე.

განხილვას დედა უძღვებოდა და კომენტარის წაკითხვის შემდეგ, მორიგეობით ვლოცულობდით. როდესაც ჩვენი უმცროსი და, ხუთი წლის მარი, ლოცულობდა, მხურვალედ მიმართავდა იეჰოვას თხოვნით: „იეჰოვა, გთხოვ, მოალბო მამიკოს გული, რომ ისიც გახდეს შენი მოწმე“. გვეგონა, მამა არ უსმენდა, რადგან ტელევიზორს ხმას უწევდა. მაგრამ დროთა განმავლობაში მან დაიწყო ხმის დაწევა, ერთ ღამეს კი საერთოდ გამორთო ტელევიზორი.

იმ საღამოს, ჩვეულებისამებრ, დედამ იკითხა, თუ ვის უნდა წაეკითხა მუხლი. ჩვენდა გასაოცრად, მამამ თქვა: „ჩემი ჯერია“. გაოცებულნი ვიყავით, მაგრამ არაფერი გვითქვამს. დედას წინააღმდეგობა არ გაუწევია, შეკითხვების გარეშე გაუწოდა ბროშურა „საღვთო წერილის ყოველდღიური განხილვა“. ბიბლიური მუხლის განხილვის შემდეგ დედამ იკითხა, თუ ვისი ჯერი იყო ელოცა. „ჩემი ჯერია“, — თქვა მამამ.

სახტად დავრჩით. შუა ლოცვაში თავი ვეღარ შევიკავეთ და ავტირდით. მამაც ატირდა და სთხოვა იეჰოვას, ეპატიებინა ღვთის გმობა. მან დედასაც მოუბოდიშა წინააღმდეგობის გაწევის გამო.

ასე რომ, 1986 წელს მამამ შეწყვიტა წინააღმდეგობის გაწევა. 1990 წელს ჩვენი ოჯახი ტეხასში (აშშ) გადასახლდა. თავის დროზე მამამ თავი მიუძღვნა იეჰოვას და წყალში მოინათლა ისევე, როგორც ჩვენ შვიდი და. 1997 წლის აპრილში მამა უხუცესად დაინიშნა. დღემდე ყოველდღიური მუხლის განხილვა ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია, ხოლო იეჰოვასადმი ლოცვა — ჩვენი ოჯახის საძირკველია».

[სურათები 31 გვერდზე]

1. ოთხი ქალიშვილი, რომლებიც პიონერად მსახურობენ მექსიკაში. წინ ზის მარი.

2. ხუანიტა და ისაკ ადამები რამდენიმე შვილთან ერთად. მარჯვნიდან პირველი გლორიაა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება