საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lr თ. 24 გვ. 127-131
  • არასდროს იქურდო!

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • არასდროს იქურდო!
  • ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან
  • მსგავსი მასალა
  • ქურდობა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • ეს სინამდვილეში ქურდობაა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1994
  • რა არის „იუდას სახარება“?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
იხილეთ მეტი
ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან
lr თ. 24 გვ. 127-131

თავი 24

არასდროს იქურდო!

მოუპარავთ შენთვის რამე? ~ როგორ ხასიათზე დამდგარხარ? ~ ვინც რაღაცას იპარავს, ქურდია. ქურდი კი არავის უყვარს. შენი აზრით, როგორ ხდება ადამიანი ქურდი? ნუთუ ქურდად იბადება? ~

ჩვენ ახლახან გავიგეთ, რომ ადამიანი დაბადებიდანვე ცოდვილია. ამიტომ, ყველანი არასრულყოფილები ვართ, თუმცა ქურდად არავინ იბადება. ქურდი შეიძლება კარგი ოჯახიდანაც კი იყოს. მისი მშობლები და და-ძმები შეიძლება პატიოსნები იყვნენ. მაგრამ ადამიანი შეიძლება ქურდად აქციოს იმის სურვილმა, რომ ბევრი ფული ჰქონდეს, რათა ბევრი რამე იყიდოს.

შენი აზრით, ვინ იქურდა პირველად? ~ მოდი დავფიქრდეთ. დიდებული მასწავლებელი დედამიწაზე ჩამოსვლამდე იცნობდა მას. ის ანგელოზი იყო. ღმერთმა ხომ ყველა ანგელოზი სრულყოფილი შექმნა. მაშ, როგორ გახდა ეს ანგელოზი ქურდი? ~ როგორც ამ წიგნის მერვე თავიდან გავიგეთ, მას ის მოუნდა, რაც არ ეკუთვნოდა. გახსოვს რა? ~

მას შემდეგ, რაც ღმერთმა ადამი და ევა შექმნა, ამ ანგელოზმა მოინდომა, რომ ისინი მისი თაყვანისმცემლები ყოფილიყვნენ. მას არ ჰქონდა ამის უფლება. თაყვანისცემა ღმერთს ეკუთვნოდა, მან კი მოიპარა ის! ანგელოზმა მიითვისა თაყვანისცემა და ამიტომ გახდა ქურდი. ის აგრეთვე სატანა ეშმაკი გახდა.

რატომ ხდება ადამიანი ქურდი? ~ იმიტომ, რომ ის სურს, რაც მას არ ეკუთვნის. სურვილი შეიძლება იმდენად ძლიერი იყოს, რომ კარგ ადამიანსაც კი ცუდი საქმეები ჩაადენინოს. ზოგჯერ ქურდები არ ნანობენ თავიანთ საქციელს და მთელი სიცოცხლე ასეთებად რჩებიან. ერთ-ერთი ასეთი ქურდი იყო იესოს მოციქული. მას იუდა ისკარიოტელი ერქვა.

იუდამ იცოდა, რომ ქურდობა კარგი არ იყო, რადგან ბავშვობიდანვე სწავლობდა ღვთის კანონს. მან იცოდა, რომ ღმერთმა ერთხელ ზეციდანაც კი თქვა: „არ იქურდო!“ (გამოსვლა 20:15). როდესაც იუდა გაიზარდა, დიდებულ მასწავლებელს შეხვდა და მისი მოწაფე გახდა. მოგვიანებით, როცა იესომ 12 მოციქული აირჩია, ერთ-ერთი იუდა იყო.

იესო და მისი მოციქულები ერთად დადიოდნენ, ერთად ჭამდნენ. მთელი მათი ფული ერთ ყუთში ინახებოდა. იესომ ყუთი იუდას ჩააბარა და უთხრა, რომ მასზე ეზრუნა. ცხადია, ფული იუდას არ ეკუთვნოდა. მაგრამ იცი, რისი კეთება დაიწყო მან ცოტა ხნის შემდეგ? ~

იუდა ფულს იპარავს იმ ყულაბიდან, რომელიც მას იესომ ჩააბარა

რატომ იპარავდა იუდა?

იუდა ფულს დაუკითხავად იღებდა ყუთიდან. ამას მაშინ აკეთებდა, როცა არავინ უყურებდა. ის იმასაც კი ცდილობდა, რომ ყუთში ბევრი ფული ყოფილიყო, რათა უფრო მეტი აეღო. ის მხოლოდ ფულზე ფიქრობდა. მოდი ვნახოთ, ამ ცუდმა სურვილმა სადამდე მიიყვანა იუდა დიდებული მასწავლებლის სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე.

მარიამმა, რომელიც იესოს მეგობრის, ლაზარეს, და იყო, ძვირფასი ნელსაცხებელი აიღო და იესოს ფეხებზე დაასხა. იუდამ უკმაყოფილება გამოთქვა. იცი, რატომ? ~ მან თქვა, რომ შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის გაყიდვა და ფულის ღარიბებისთვის მიცემა. სინამდვილეში, მას უნდოდა, ყუთში ბევრი ფული ყოფილიყო, რომ უფრო მეტი მოეპარა (იოანე 12:1—6).

იესომ უთხრა იუდას, რომ მარიამი საყვედურს არ იმსახურებდა, რადგან მან სიკეთე გააკეთა. იუდა გაბრაზდა იესოს ნათქვამზე; ამიტომ წავიდა უფროს მღვდლებთან, რომლებიც იესოს მტრები იყვნენ. მათ იესოს დაპატიმრება უნდოდათ, მაგრამ ამის გაკეთებას ღამით აპირებდნენ, დღისით რომ არავის დაენახა.

იუდამ მღვდლებს უთხრა: ‘ფულს თუ მომცემთ, გეტყვით, როგორ დაიჭიროთ იესო. რამდენს მომცემთ?’

‘ოცდაათ ვერცხლის მონეტას’, — უთხრეს მღვდლებმა (მათე 26:14—16).

იუდამ ფული აიღო. ამით მან დიდებული მასწავლებელი გაყიდა! წარმოგიდგენია ამისთანა ცუდი საქმის ჩადენა? ~ სამწუხაროდ, ასე მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი ქურდად იქცევა და ფულს იპარავს. მას ფული უფრო მეტად უყვარს, ვიდრე ადამიანები; ღმერთზე მეტადაც კი.

შენ ალბათ იტყვი: მე იეჰოვა ღმერთი ძალიან მიყვარს და მას არავისზე და არაფერზე გავცვლი. კარგია, რომ ასე ფიქრობ. როცა იესომ იუდა მოციქულად აირჩია, ალბათ, იუდაც ამასვე ფიქრობდა. სხვები, რომლებიც ქურდები ხდებიან, თავიდან შეიძლება მსგავსად ფიქრობენ. მოდი ვისაუბროთ ზოგიერთ მათგანზე.

აქანს ხელში უჭირავს მოსასხამი და ოქროს ზოდი; დავითი უყურებს ბათ-შებას

რაზე დაიწყეს ფიქრი ყაქანმა და დავითმა, რაც არასწორი იყო?

დიდებული მასწავლებლის დაბადებამდე დიდი ხნის წინათ ცხოვრობდა ღვთის ერთი მსახური. მას ყაქანი ერქვა. ერთხელ ყაქანმა ლამაზი მოსასხამი, ოქროს ზოდი და ვერცხლის ფული დაინახა. ეს ნივთები მისი არ იყო. ბიბლია ამბობს, რომ ისინი იეჰოვას ეკუთვნოდა, რადგან ღვთის ხალხის მტრებისგან იყო წამოღებული. ყაქანს კი ის ნივთები ისე ძალიან უნდოდა, რომ მოიპარა (იესო ნავეს ძე 6:19; 7:11, 20—22).

აი, კიდევ ერთი მაგალითი. დიდი ხნის წინათ იეჰოვამ ისრაელის მეფედ დავითი აირჩია. ერთხელ დავითმა ლამაზ ქალს, ბათშებაყს, დაუწყო ყურება. მან ფიქრი დაიწყო მასზე და გადაწყვიტა, სახლში მიეყვანა. ქალი კი ურიას ცოლი იყო. რა უნდა გაეკეთებინა დავითს? ~

მას უნდა შეეწყვიტა ფიქრი ბათშებაყზე, მაგრამ ასე არ მოიქცა. დავითმა ქალი სახლში მიიყვანა, შემდეგ კი ურია მოაკვლევინა. რატომ მოიქცა დავითი ასე ცუდად? ~ იმიტომ, რომ იმ ქალის მითვისება მოუნდა, რომელიც სხვას ეკუთვნოდა (2 მეფეთა 11:2—27).

აბესალომი ერთ-ერთ მამაკაცს მხარზე ხელის დადებით ესალმება

რა მოიპარა აბესალომმა?

ცოტა ხნის შემდეგ დავითმა ძალიან ინანა, რომ ასე მოიქცა; ამიტომ, იეჰოვამ ცოცხალი დატოვა. მაგრამ მის ოჯახს ბევრი უბედურება დაატყდა. მისმა ვაჟმა, აბესალომმა, დავითის ადგილი მოინდომა. ამისათვის მან ხერხს მიმართა: დავითის სანახავად მისულ ხალხს ხვევნა-კოცნით ეგებებოდა. ბიბლია ამბობს: «ასე მოიგო [„მოიპარა“, აქ] აბესალომმა ისრაელიანთა გული». მან დაარწმუნა ხალხი, რომ დავითზე უკეთესი მეფე იქნებოდა (2 მეფეთა 15:1—12).

ოდესმე მოგსურვებია რაღაცა ისე ძალიან, როგორც ყაქანს, დავითსა და აბესალომს? ~ ის რაღაცა თუ სხვას ეკუთვნის და მას დაუკითხავად აიღებ, ქურდობ. გახსოვს, რა უნდოდა პირველ ქურდს — სატანას? ~ მას უნდოდა ღვთის ნაცვლად ხალხს მისთვის ეცა თაყვანი. ასე რომ, სატანამ მოიპარა თაყვანისცემა, როცა უბიძგა ადამსა და ევას, მას დამორჩილებოდნენ.

როცა ადამიანს რამე ეკუთვნის, უფლება აქვს, თქვას, ვის შეუძლია მისით ისარგებლოს. მაგალითად, შეიძლება სხვა ბავშვებთან სახლში მიხვიდე სათამაშოდ. განა სწორი იქნება მათი სახლიდან რაიმე აიღო და სახლში წაიღო? ~ ამის გაკეთება მხოლოდ მათი მშობლების ნებართვით შეგიძლია. იცოდე, სახლში თუ დაუკითხავად რაიმეს წაიღებ, ქურდობ.

რამ შეიძლება გიბიძგოს ქურდობისკენ? ~ იმის ძლიერმა სურვილმა, რომ გქონდეს ის, რაც შენ არ გეკუთვნის. მაშინაც კი, როცა რამეს იღებ და ვერავინ გხედავს, ვის ვერ დაემალები? ~ დიახ, იეჰოვა ღმერთს. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთს სძულს ქურდობა. ამიტომ, ღვთისა და ადამიანის სიყვარული დაგეხმარება, არასოდეს მოიპარო.

ბიბლია გარკვევით ამბობს, რომ ქურდობა არასწორია. წავიკითხოთ მარკოზის 10:17—19; რომაელების 13:9 და ეფესოელების 4:28.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება