-
იეჰოვა ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებსსაგუშაგო კოშკი — 2017 | ივნისი
-
-
9. რა განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა ზოგი დაქორწინებული ქრისტიანი?
9 თითქმის არავის მოუვა აზრად, რომ ქორწინებასთან დაკავშირებულ გასაჭირში მეუღლის სიკვდილიც იგულისხმოს. თუმცა ბევრს მოუწია ამ უდიდესი განსაცდელის გადატანა. შესაძლოა ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ასეთი რამ შეემთხვეოდათ. ქრისტიანებს მტკიცედ გვწამს იესოს დაპირების, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა (იოან. 5:28, 29). ამ იმედმა შეიძლება დიდად ანუგეშოს დაქვრივებული ქრისტიანი. ჩვენი მოსიყვარულე მამა თავისი სიტყვის მეშვეობით ეხმარება და ანუგეშებს გასაჭირში მყოფთ.
-
-
იეჰოვა ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებსსაგუშაგო კოშკი — 2017 | ივნისი
-
-
12. რა დაეხმარა ქვრივ ანას სიხარულის შენარჩუნებაში?
12 ნუგეშის მიღება მაშინაც შეგვიძლია, როცა უშვილობის ან საყვარელი ადამიანის სიკვდილის გამო ვიტანჯებით. წინასწარმეტყველი ანა გათხოვებიდან შვიდ წელიწადში დაქვრივდა. ბიბლიაში არაფერია ნათქვამი, რომ მას შვილი ჰყავდა. როგორც ლუკას 2:37-დან ვიგებთ, 84 წლის ასაკშიც კი ანა „ტაძარს არ შორდებოდა და დღედაღამ მარხვითა და ვედრებით ასრულებდა წმინდა მსახურებას“. ის ნუგეშსა და სიხარულს იეჰოვას თაყვანისმცემლობაში პოულობდა.
-