საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • fy თ. 7 გვ. 76-89
  • თუ ოჯახში თავნებაა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • თუ ოჯახში თავნებაა
  • ოჯახური ბედნიერების საიდუმლო
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • რას ნიშნავს თავნებობა?
  • თავნებობის მიზეზები
  • ლმობიერი ელი და მკაცრი რობოამი
  • შვილებზე ზრუნვა თავნებობას გასაქანს არ აძლევს
  • როცა შვილს უსიამოვნება ხვდება
  • გამკლავება განზრახ ურჩობასთან
  • მოზარდს მხარდაჭერა სჭირდება
    ოჯახური ბედნიერების საიდუმლო
  • სიყრმიდანვე აღზარდეთ ბავშვი
    ოჯახური ბედნიერების საიდუმლო
  • მშობლებო, სიყვარულით აღზარდეთ შვილები!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
  • ასწავლეთ შვილებს იეჰოვას სიყვარული
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
ოჯახური ბედნიერების საიდუმლო
fy თ. 7 გვ. 76-89

თავი მეშვიდე

თუ ოჯახში თავნებაა

სურათი 76 გვერდზე

1, 2. ა) რა მაგალითი მოიყვანა იესომ იუდეველთა რელიგიური წინამძღოლების ორგულობის საჩვენებლად? ბ) რას გვასწავლის იესოს მაგალითი მოზარდებზე?

სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე იესომ იუდეველთა რელიგიურ წინამძღოლებს დამაფიქრებელი კითხვა დაუსვა: «ამაზე რას ფიქრობთ? ერთ კაცს ორი შვილი ჰყავდა. მივიდა პირველთან და უთხრა: „შვილო, წადი დღეს ვენახში იმუშავე“. მან მიუგო: „კარგი, ბატონო“, მაგრამ არ წავიდა. მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა. მან მიუგო: „არ წავალ“, მაგრამ მერე ინანა და წავიდა. ამ ორიდან რომელმა შეასრულა მამის ნება? „მეორემ“, — უთხრეს მათ» (მათე 21:28—31).

2 ამ მაგალითით იესომ ფარდა ახადა იუდეველთა წინამძღოლების ორგულობას. ისინი პირველი შვილის მსგავსად, თანხმობას აცხადებდნენ ღვთის ნების შესრულებაზე, მაგრამ დანაპირებს არ ასრულებდნენ. თუმცა მრავალი მშობელი ამ მაგალითში იმასაც ხედავს, რომ იესო მშვენივრად ერკვეოდა ოჯახურ ცხოვრებაში. ამით მან ნათლად აჩვენა, რომ ხშირად ძნელია, მიხვდე, რას ფიქრობენ ახალგაზრდები, ან წინასწარ გათვალო მათი მოქმედება. გარდატეხის ასაკში ბავშვმა შეიძლება უამრავი თავსატეხი გაგიჩინოთ, მაგრამ გავა დრო და მისგან ჩამოყალიბდება გონიერი, პატივსაცემი ახალგაზრდა. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, როცა მოზარდთა თავნებობის პრობლემაზე ვიმსჯელებთ.

რას ნიშნავს თავნებობა?

3. რატომ არ უნდა აჩქარდნენ მშობლები, რომ თავიანთი შვილი თავნებად ჩათვალონ?

3 დროდადრო შესაძლოა გებულობთ, რა დაუფარავად გამოდიან მოზარდები მშობლების წინააღმდეგ. შეიძლება პირადად იცნობდეთ ოჯახს, სადაც მოზარდს ვეღარ იმორჩილებენ. მაგრამ თავნებაა თუ არა შვილი, ამის დადგენა არც ისე ადვილია. ისიც ძნელი მისახვედრია, რატომ არის ერთ ოჯახში ზოგი შვილი თავნება და ზოგი მორჩილი. რა უნდა გააკეთონ მშობლებმა, თუ ამჩნევენ, რომ მათ შვილს აშკარად თავნებობის გამოვლინებები აქვს? სანამ ამ კითხვას ვუპასუხებდეთ, მოდი გავარკვიოთ, როგორი ადამიანია თავნება.

4—6. ა) როგორი ადამიანია თავნება? ბ) რატომ არ უნდა იჩქარონ მშობლებმა დასკვნების გამოტანა?

4 უბრალოდ რომ ვთქვათ, თავნებაა ადამიანი, რომელიც განზრახ და ჯიუტად არ ემორჩილება ან ეწინააღმდეგება ძალაუფლებას, ან არაფრად მიაჩნია ის. დაგვეთანხმებით, რომ „ყმაწვილის გულში უგუნურება ბუდობს“ (იგავები 22:15). ამიტომ მეტ-ნაკლებად ყველა შვილი გამოხატავს პროტესტს მშობლების ან სხვა ნებისმიერი ძალაუფლების მიმართ. ეს განსაკუთრებით ხშირი და თვალშისაცემია გარდატეხის ასაკში, როცა ბავშვი ფიზიკურად და ემოციურად ყალიბდება. ცხოვრებაში რაღაც ცვლილება ნებისმიერ ადამიანში იწვევს სტრესს, გარდატეხის ასაკში კი ყველაფერი იცვლება. თქვენი მოზარდი ემშვიდობება ბავშვობას და ადგება ზრდასრული ადამიანის ცხოვრების გზას. ამიტომ სავსებით ნორმალურია, თუ გარდატეხის პერიოდში ბავშვებსა და მშობლებს შორის დაძაბულობები იქმნება. ქვეცნობიერად მშობლებს უნდათ, რომ გარდამავალმა პერიოდმა ძალიან მშვიდად და შეუმჩნევლად ჩაიაროს, მოზარდებს კი ერთი სული აქვთ, როდის დამთავრდება ყველაფერი.

5 თავნება მოზარდს არაფრად მიაჩნია მშობლების ფასეულობები. მაგრამ ფრთხილად იყავით: ერთი-ორჯერ დაუმორჩილებლობა თავნებობაში არ აგერიოთ. რაც შეეხება სულიერ საკითხებს, ზოგმა შვილმა, თავიდან, შეიძლება, მცირე ინტერესი გამოავლინოს ან საერთოდ არ დაინტერესდეს ბიბლიური ჭეშმარიტებით, მაგრამ სულაც არ იყოს თავნება. მშობლებო, მაშინვე ნუ მიაკრავთ შვილს თავნებას იარლიყს.

6 ყველა ახალგაზრდა თავნებაა გარდატეხის პერიოდში? არა. ცხოვრება აჩვენებს, რომ მოზარდთა მხოლოდ უმცირესი ნაწილია ნამდვილად თავნება. მაგრამ რა გავაკეთოთ, თუ თავნება შვილთან არანაირი მიდგომა არ ჭრის? რამ შეიძლება გამოიწვიოს თავნებობა?

თავნებობის მიზეზები

7. სად იმალება თავნებობის უმთავრესი მიზეზი?

7 თავნებობის უმთავრესი მიზეზი სატანის ქვეყნიერებაში იმალება. „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“ (1 იოანე 5:19). ქვეყნიერებაში, რომელსაც სატანა მართავს, მავნე ზნე-ჩვეულებებს ავითარებს, და ქრისტიანებს ბრძოლა უწევთ, რომ თავი დაიცვან ამ ჩვევებისგან (იოანე 17:15). ეს ზნე-ჩვეულებები დღითი დღე უფრო უხამსი და სახიფათო ხდება და ადვილად აქცევს სხვებს თავის გავლენაში (2 ტიმოთე 3:1—5, 13). თუ მშობლები არ ასწავლიან, არ აფრთხილებენ და არ იცავენ შვილებს, „სული, რომელიც ახლა ურჩობის ძეებში მოქმედებს“, ადვილად მოწამლავს ახალგაზრდებს (ეფესოელები 2:2). ეს ეხება თანატოლების ზეგავლენასაც. ბიბლია ამბობს: „სულელებთან საქმის დამჭერი . . . ხიფათს გადაეყრება“ (იგავები 13:20). ამიტომ ვისაც წუთისოფლის სულით მოწამლულ ადამიანებთან აქვს ურთიერთობა, თვითონაც მოიწამლება. თუ მუდმივად არ დაეხმარე, ახალგაზრდები სხვანაირად ვერ მიხვდებიან, რომ ღვთის პრინციპებისადმი მორჩილება საუკეთესო მომავლის გარანტიაა (ესაია 48:17, 18).

8. რამ შეიძლება გამოიწვიოს შვილების თავნებობა?

8 თავნებობა შეიძლება ჩაისახოს და განვითარდეს თვითონ ოჯახში. მაგალითად, თუ ერთ-ერთი მშობელი ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ან სასტიკად ექცევა მეუღლეს, მოზარდს შეიძლება დაუმახინჯდეს წარმოდგენა ცხოვრებაზე. თავნება შეიძლება გამოჩნდეს შედარებით მშვიდ ოჯახებშიც კი, თუ ბავშვი იგრძნობს, რომ მშობლებს მისთვის არ სცალიათ. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მოზარდის თავნებობას ყოველთვის გარე ფაქტორები განაპირობებს. მრავალი შვილი არაფრად აგდებს მშობლების ფასეულობებს, მიუხედავად იმისა, რომ მშობლები ღვთის პრინციპებით ცხოვრობენ და ყველანაირად ცდილობენ შვილების დაცვას წუთისოფლის ზეგავლენისგან. რატომ ხდება ასე? შესაძლოა, ჩვენი პრობლემების კიდევ ერთი პირველმიზეზის — არასრულყოფილების გამო. პავლემ თქვა: „როგორც ერთი ადამიანის [ადამის] მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელები 5:12). ურჩმა და თავნება ადამმა შთამომავლობას ცუდი მემკვიდრეობა გადასცა და ზოგი მოზარდი თავისი წინაპრის კვალს მიჰყვება.

ლმობიერი ელი და მკაცრი რობოამი

9. შვილების აღზრდაში დაშვებული რა შეცდომები შეიძლება გახდეს შვილების თავნებობის მიზეზი?

9 არასწორი აღზრდა მოზარდებში თავნებობის გამომწვევი კიდევ ერთი მიზეზია (კოლოსელები 3:21). ზოგიერთი კეთილსინდისიერი მშობელი მკაცრად ზღუდავს და სჯის შვილებს. სხვები ზედმეტად რბილები და ლმობიერები არიან და არ ფიქრობენ, რომ მათი მოზარდი გამოუცდელია და დარიგება და დაცვა სჭირდება. ყოველთვის იოლი არ არის ოქროს შუალედის პოვნა. ყველა ბავშვი სხვადასხვანაირია. ერთს მეტი ყურადღება სჭირდება, ვიდრე მეორეს. მოდი, განვიხილოთ ორი ბიბლიური მაგალითი, რაც დაგვანახვებს, რომ არც გადამეტებული ლმობიერება ვარგა და არც ზედმეტი სიმკაცრე.

10. მიუხედავად იმისა, რომ ელი შესაძლოა ერთგული მღვდელმთავარი იყო, რაში გამოიჩინა სისუსტე?

10 ელი 40 წელიწადს მსახურობდა მღვდელმთავრად ძველ ისრაელში და, უეჭველია, კარგად იცოდა ღვთის კანონები. როგორც ჩანს, ის ერთგული მღვდელი იყო და გულდასმით ასწავლა ღვთის კანონები თავის შვილებს, ხოფნისა და ფინხასს, მაგრამ, როგორც მამა, ძალიან რბილი და ლმობიერი იყო. ხოფნი და ფინხასიც მღვდლები იყვნენ, მაგრამ უვარგისები, რადგან ჭამა-სმისა და უზნეო სურვილების დაკმაყოფილების მეტი არაფერი აინტერესებდათ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი წმინდა ადგილზე სჩადიოდნენ საძრახის მოქმედებებს, ელის არ ეყო გაბედულება, რომ მათთვის მღვდლობა ჩამოერთმია, მხოლოდ მსუბუქად უსაყვედურა. თავისი ლმობიერებით ელი შვილებს უფრო მეტ პატივს სცემდა, ვიდრე ღმერთს. შედეგად, მისი შვილები განუდგნენ იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობას და ელის მთელ სახლს უბედურება დაატყდა (1 სამუელი 2:12—17, 22—25, 29; 3:13, 14; 4:11—22).

11. რაზე აფიქრებს მშობლებს ელის მიერ დაშვებული შეცდომები?

11 ელის შვილები უკვე დიდები იყვნენ, როცა ეს ყველაფერი მოხდა, მაგრამ ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს აღზრდის მნიშვნელობას (შეადარეთ იგავების 29:21). ბევრ მშობელს სიყვარული და ლმობიერება ერთმანეთში ერევა და არ ადგენს ნათელ, თანამიმდევრულ და გონივრულ წესებს და არ სთხოვს ბავშვებს მათ დაცვას. ისინი სიყვარულით დასჯის აუცილებლობას ვერც მაშინ ხედავენ, როცა შვილები ღვთის პრინციპებს არღვევენ. ასეთ ლმობიერებას კი შვილები იქამდე მიჰყავს, რომ აღარაფრად აგდებენ არც მშობლების და არც სხვების ძალაუფლებას (შეადარეთ ეკლესიასტეს 8:11).

12. რა შეცდომა დაუშვა რობოამმა ძალაუფლების გამოყენებისას?

12 რობოამი მეორე უკიდურესობის მაგალითია. ის ისრაელის გაერთიანებული სამეფოს ბოლო მეფე იყო, თუმცა კარგი მეფე არ ყოფილა. როცა რობოამმა მემკვიდრეობით მიიღო სამეფო ტახტი, ხალხი შვებას ელოდა. სოლომონის მიერ დაკისრებული ტვირთის შემსუბუქებას იმედოვნებდნენ. გამოავლინა თუ არა რობოამმა თანადგომა? არა. როცა ხალხმა მძიმე ტვირთის შემსუბუქება სთხოვა, მან ყურად არ იღო მოწიფული უხუცესების რჩევა და ხალხს უფრო დაუმძიმა უღელი. მისმა კადნიერებამ გამოიწვია ჩრდილოეთის ათი ტომის აჯანყება და სამეფო ორად გაიყო (1 მეფეები 12:1—21; 2 მატიანე 10:19).

13. რობოამის რომელი შეცდომა არ უნდა გაიმეორონ მშობლებმა?

13 რობოამის მაგალითი მშობლებს ბევრ რამეს ასწავლის. მათ უნდა ‘ეძებონ იეჰოვა’ ლოცვით და შვილების აღზრდის მეთოდები ბიბლიურ პრინციპებს შეუთანხმონ (ფსალმუნი 105:4). „ჩაგვრისგან ბრძენიც კი შეიძლება გიჟივით მოიქცეს“, — ნათქვამია ეკლესიასტეს 7:7-ში. გააზრებული და გონივრული შეზღუდვები ხელს უწყობს მოზარდის ჩამოყალიბებას და მათ საფრთხისგან იცავს. მაგრამ სისასტიკე და გადამეტებული შეზღუდვები ბავშვში არასრულფასოვნების გრძნობას ბადებს და თრგუნავს. თუ მშობლები არც სრულ თავისუფლებას აძლევენ ბავშვებს და არც მკაცრ შეზღუდვებს უდგენენ, ბევრ მოზარდს ეს თავნებობისგან დაიცავს.

შვილებზე ზრუნვა თავნებობას გასაქანს არ აძლევს

სურათი 83 გვერდზე

შვილები, ალბათ, უფრო მტკიცე პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან, თუ მშობლები დაეხმარებიან მათ პრობლემებთან გამკლავებაში.

14, 15. როგორ უნდა შეხედონ მშობლებმა შვილის ზრდას?

14 თუმცა მშობლებს ახარებთ, როგორ იზრდებიან მათი შვილები, ისინი შეიძლება წუხდნენ იმის გამო, რომ შვილები ნელ-ნელა უფრო დამოუკიდებლები და თავდაჯერებულები ხდებიან. ნუ გაგიკვირდებათ, თუ გარდატეხის ასაკში თქვენი მოზარდი დროდადრო ჯიბრში გიდგებათ ან არ გიჯერებთ. გახსოვდეთ, რომ ქრისტიანი მშობლების მიზანია, რომ შვილი მოწიფულ, ზომიერ და გონიერ ქრისტიანად ჩამოყალიბდეს (შეადარეთ 1 კორინთელების 13:11; ეფესოელები 4:13, 14).

15 როგორც არ უნდა გაუჭირდეთ მშობლებს, ისინი უნდა გადაეჩვიონ უარყოფით რეაგირებას, როდესაც შვილები მეტ თავისუფლებას სთხოვენ. მათ ზრდას ვერ შეაჩერებთ, როცა იქნება, ისინი პიროვნებად უნდა ჩამოყალიბდნენ. სინამდვილეში, ბევრი მოზარდი, თუმცა ჯერ კიდევ პატარები არიან, ჩამოყალიბებული ადამიანივით აზროვნებს. მაგალითად, ბიბლია მოგვითხრობს მეფე იოშიაზე: „როცა ჯერ კიდევ ყმაწვილი [დაახლოებით 15 წლისა] იყო, დავითის, თავისი წინაპრის, ღვთის ძიება დაიწყო“. იოშია აშკარად გონიერი მოზარდი იყო (2 მატიანე 34:1—3).

16. რა უნდა ესმოდეთ შვილებს, როცა მეტი თავისუფლება ეძლევათ?

16 მაგრამ მეტ თავისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა მოჰყვება. ამიტომ, თუ შენი შვილები უკვე „კაცობენ“ ან „ქალობენ“, გამოსცადონ საკუთარ თავზე თავიანთი ზოგიერთი გადაწყვეტილებისა და მოქმედების შედეგები. პრინციპი: „კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“, მოზარდებსაც ეხება და უფროსებსაც (გალატელები 6:7). მთელი ცხოვრება ვერ იქნები შვილების დარაჯი და მფარველი. დავუშვათ, შვილმა მოინდომა ისეთი რამის გაკეთება, რაც ყველანაირ საზღვარს სცილდება. რა მოეთხოვება მშობელს? მშობლები ვალდებული არიან, დაუშალონ. თქვენ შეგიძლიათ, აუხსნათ, რატომ ხართ წინააღმდეგი, მაგრამ თუ დაუშალეთ, ბოლომდე მტკიცედ იდექით თქვენს გადაწყვეტილებაზე (შეადარეთ მათეს 5:37). ასეთ შემთხვევებში შეეცადეთ, „არა“ უთხრათ მშვიდად და თავდაჭერილად, რადგან „მშვიდი პასუხი სიბრაზეს აცხრობს“ (იგავები 15:1).

17. რა სჭირდებათ მოზარდებს და რაში უნდა დაეხმარონ მშობლები?

17 ახალგაზრდებს არ უყვართ შეზღუდვები და წესები, მაგრამ, როცა მშობლებს არჩეული აქვთ აღზრდის მეთოდები და ერთგულად იცავენ მათ, ეს მათ დაცვას ემსახურება. თუ მშობელი წარამარა, ხასიათის მიხედვით ადგენს და ცვლის წესებს, შვილები ვეღარ იგებენ, რა გააკეთონ, და გული უტყდებათ. გარდა ამისა, თუ მოზარდები იღებენ საჭირო გამხნევებასა და დახმარებას, რომ დასძლიონ მორცხვობა და გაუბედაობა, ისინი ემოციურად უფრო სტაბილურ ადამიანებად ჩამოყალიბდებიან. მოზარდებს სიამოვნებთ, როცა მშობლების თვალში ნდობას იმსახურებენ (შეადარეთ ესაიას 35:3, 4; ლუკა 16:10; 19:17).

18. რამ შეიძლება გაამხნევოს მშობლები?

18 მშობლებისთვის მანუგეშებელი იქნება იმის ცოდნა, რომ, როცა ოჯახში მშვიდობა, სტაბილურობა და სიყვარულია, ეს დადებითად მოქმედებს შვილებზე (ეფესოელები 4:31, 32; იაკობი 3:17, 18). თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი მოზარდი საშინელ ოჯახურ გარემოში იზრდება, ალკოჰოლიკი ან მოძალადე მშობლები ჰყავთ, მაგრამ კარგ ადამიანებად ყალიბდებიან. მიუხედავად ამისა, თუ ოჯახში შექმნი ისეთ გარემოს, სადაც მოზარდები უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს და ეცოდინებათ, რომ მიიღებენ სიყვარულს, თანადგომასა და ყურადღებას — თუნდაც ამას თან ახლდეს ბიბლიის პრინციპებთან შეთანხმებული გონივრული შეზღუდვები და შეგონება — უფრო მოსალოდნელია, რომ ისინი საამაყო ადამიანები გაიზრდებიან (შეადარეთ იგავების 27:11).

როცა შვილს უსიამოვნება ხვდება

19. რა ვალდებულება აკისრია შვილს, როცა მშობელი ისე ზრდის მას, რომ სწორი გზით იაროს?

19 რა თქმა უნდა, თითქმის ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ ასრულებს მშობელი თავის მოვალეობას. იგავების 22:6-ში ნათქვამია: „ისე აღზარდე შვილი, რომ სწორი გზით იაროს; ის სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას“. მაგრამ ზოგს ისეთი დედ-მამა ჰყავს, რომ კარგის მეტს ვერაფერს იტყვი, შვილები კი სერიოზულ პრობლემებს ქმნიან. ეს როგორღა ავხსნათ? იგავების 22:6-ში მოცემული სიტყვების გასაგებად უნდა გავითვალისწინოთ სხვა მუხლებიც, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული შვილების პასუხისმგებლობა, მოუსმინონ და დაემორჩილონ მშობლებს (იგავები 1:8). მშობლებმა და შვილებმა ხელი უნდა შეუწყონ ერთმანეთს ბიბლიური პრინციპების გამოყენებაში, რათა ოჯახი შეხმატკბილებული იყოს. თუ მშობლები და შვილები შეთანხმებულად არ მოქმედებენ, პრობლემები გარდაუვალია.

20. როგორ უნდა მიუდგნენ გონიერი მშობლები მოზარდს, რომელიც უყურადღებობის გამო ცდება?

20 როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, როდესაც მოზარდი ცდება და უსიამოვნებას ხვდება? ამ დროს განსაკუთრებით მოზარდებს სჭირდებათ დახმარების ხელის გაწვდენა. თუ მშობლებს ემახსოვრებათ, რომ საქმე აქვთ გამოუცდელ ახალგაზრდასთან, მეტისმეტად მტკივნეულად არ მიიღებენ მომხდარს. მოწიფულ ქრისტიანებს პავლემ ურჩია: „თუ კაცი შეუგნებლად მცდარ ნაბიჯს გადადგამს, თქვენ, ვინც სულიერად გამოცდილები ხართ, შეეცადეთ, მას რბილად მიუდგეთ და გამოასწოროთ“ (გალატელები 6:1). მშობლებს შეუძლიათ მსგავსადვე მოიქცნენ, თუ ახალგაზრდა უყურადღებობის გამო ცდება. მშობლებმა ნათლად უნდა დაანახვონ, რა იყო არასწორი და როგორ უნდა აარიდოს თავი შეცდომის გამეორებას, და გუნუმარტონ, რომ საქციელია ცუდი და არა თვითონ (შეადარეთ იუდას 22, 23).

21. როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, თუ მათი შვილი სერიოზულ ცოდვას სჩადის?

21 დავუშვათ, მოზარდმა სერიოზული შეცდომა ჩაიდინა. ასეთ დროს საჭიროა სხვაგვარი დახმარება და გამოცდილი ხელმძღვანელობა. თუ კრების წევრი სერიოზულ ცოდვას სჩადის, მან უნდა მოინანიოს და დახმარებისთვის უხუცესებს მიმართოს (იაკობი 5:14—16). მონანიების შემდეგ უხუცესები ეხმარებიან, რომ სულიერად მომჯობინდეს. ცოდვის ჩამდენი მოზარდისთვის დახმარების პასუხისმგებლობა ოჯახში მშობლებს აკისრიათ, თუმცა შესაძლოა აუცილებელი გახდეს ამ საკითხზე უხუცესებთან საუბარი. მშობლები არ დაუმალავენ უხუცესთა საბჭოს თავიანთი შვილის მიერ ჩადენილ ნებისმიერ სერიოზულ ცოდვას.

22. იეჰოვას მიბაძვით, როგორი თვალსაზრისის შენარჩუნებას უნდა ცდილობდნენ მშობლები, თუ მათი შვილი სერიოზულ ცოდვას სჩადის?

22 მშობლები დიდ ტკივილს განიცდიან, როცა შვილი სერიოზულ პრობლემაშია გახვეული. აღელვებულ მშობლებს შეიძლება გაუჭირდეთ თავის შეკავება და გზასაცდენილ შვილს მუქარით ან ხმამაღალი სიტყვებით მიმართონ, მაგრამ ეს უფრო გააღიზიანებს მას. გახსოვდეთ, თქვენმა მისდამი მოპყრობამ ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს მის მომავალზე. ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ იეჰოვა ყოველთვის მზად იყო ეპატიებინა თავისი ხალხისთვის, თუ ისინი მოინანიებდნენ. ნახეთ, როგორ თბილად ამბობს იეჰოვა: „მოდით და მოვაგვაროთ საქმეები, . . ალისფერიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გათეთრდება; შინდისფერი ქსოვილივითაც რომ იყოს, მატყლს დაემსგავსება“ (ესაია 1:18). არაჩვეულებრივი მაგალითია მშობლებისთვის!

23. როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები და რას უნდა აარიდონ თავი, როდესაც დგებიან იმ ფაქტის წინაშე, რომ შვილმა სერიოზული დანაშაული ჩაიდინა?

23 ამიტომ შეეცადეთ, აღძრათ თავნება მოზარდი, შეცვალოს თავისი კურსი. ჰკითხე რჩევა გამოცდილ მშობლებსა და კრების უხუცესებს (იგავები 11:14). შეეცადე, არ იმოქმედო იმპულსურად და თქვა ან გააკეთო ისეთი რამ, რაც ხელს შეუშლიდა შენს შვილს შენკენ შემობრუნებაში. მოერიდე გაუკონტროლებელ რისხვასა და მძვინვარებას (კოლოსელები 3:8). ხელს ნუ ჩაიქნევ (1 კორინთელები 13:4, 7). მიუხედავად იმისა, რომ გძულს უწესობა, თავი აარიდე შვილის მიმართ უგულობისა და გაღიზიანებულობის გამოვლენას. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მშობლები აძლევდნენ შვილებს შესანიშნავ მაგალითს და ინარჩუნებდნენ ღვთისადმი მტკიცე რწმენას.

გამკლავება განზრახ ურჩობასთან

24. რა სამწუხარო სიტუაციამ შეიძლება იჩინოს თავი ქრისტიანულ ოჯახში და როგორ უნდა გამოეხმაურონ მას მშობლები?

24 ზოგჯერ ცხადი ხდება, რომ ახალგაზრდამ გადაწყვიტა, იყოს ურჩი და სრულიად უარყოფს ქრისტიანულ ფასეულობებს. მაშინ მშობლებმა ყურადღება უნდა გაამახვილოთ იმაზე, რომ სხვა შვილებს შეუნარჩუნონ სასიამოვნო ოჯახური გარემო. ფრთხილად იყავით, რომ მთელი ყურადღება ურჩზე არ გადაიტანოთ და სხვა შვილები უყურადღებოდ არ დარჩნენ. იმის მაგივრად, რომ შეეცადოთ, დაუმალოთ უსიამოვნება ოჯახის დანარჩენ წევრებს, მშვიდად აუხსენით საქმის ვითარება. (შეადარეთ იგავების 20:18).

25. ა) ქრისტიანული კრების ნიმუშის მიყოლით, როგორ შეუძლიათ მშობლებს მოქცევა, თუ შვილი განზრახ ურჩი ხდება? ბ) რა უნდა ახსოვდეთ მშობლებს, თუ ერთ-ერთი შვილი ურჩობს?

25 მოციქულმა იოანემ ერთ-ერთ პიროვნებაზე, რომელიც გამოუსწორებელი ურჩი გახდა, თქვა: „ნუ მიიღებთ სახლში და ნურც მიესალმებით“ (2 იოანე 10). მშობლებმა შესაძლოა იგრძნონ შვილის მიმართ ასეთი პოზიციის აუცილებლობა, თუ ის სრულწლოვანია და სრულიად ურჩი ხდება. როგორი ძნელი და სამწუხაროც არ უნდა იყოს ამ ნაბიჯის გადადგმა, ეს ზოგჯერ აუცილებელია ოჯახის დანარჩენი წევრების დასაცავად. ოჯახის წევრებს სჭირდებათ თქვენი მფარველობა და გამუდმებული მეთვალყურეობა. ამიტომ, მტკიცედ, მაგრამ გონივრულად იმოქმედეთ. ურთიერთობა იქონიეთ სხვა შვილებთან. დაინტერესდით იმით, თუ რას აკეთებენ სკოლაში და კრებაზე. მათ აგრეთვე დაანახვეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯიუტი შვილის მოქმედებებს არ იწონებთ, თქვენ არ გძულთ ის. საქციელი გააკრიტიკეთ და არა შვილი. როდესაც იაკობის ორმა ძემ ოჯახს უბედურება დაატეხა, რადგან ულმობლად მოიქცნენ, იაკობმა დაწყევლა მათი საშინელი რისხვა და არა თვითონ შვილები (დაბადება 34:1—31; 49:5—7).

26. საიდან შეუძლიათ ნუგეშის მიღება კეთილსინდისიერ მშობლებს, თუ ერთ-ერთი შვილი ურჩია?

26 თქვენ შესაძლოა პასუხისმგებლობას გრძნობდეთ ოჯახში მომხდარი ამბის გამო. მაგრამ ლოცვის მეშვეობით თუ ყველაფერს აკეთებდით, რაც შეგეძლოთ, და შეძლებისდაგვარად მიჰყვებოდით იეჰოვას რჩევას, საჭირო არ არის არაგონივრულად თავის გაკრიტიკება. იმით ინუგეშეთ თავი, რომ სრულყოფილი მშობლები არ არსებობენ, მაგრამ თქვენ კეთილსინდისიერად ცდილობდით, კარგი მშობლები ყოფილიყავით (შეადარეთ საქმეების 20:26). გულდასაწყვეტია, როდესაც ოჯახში ურჩი შვილია, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ ღმერთს ესმის თქვენი; ის არასოდეს მიატოვებს ერთგულ მსახურებს (ფსალმუნი 27:10). ამიტომ, იმაზე იფიქრეთ, რომ შეინარჩუნოთ ოჯახი დანარჩენი შვილებისთვის უსაფრთხო, სულიერ თავშესაფრად.

27. რადგან ახსოვთ იგავი გზასაცდენილ ძეზე, რისი იმედი შეიძლება ჰქონდეთ ყოველთვის ურჩი შვილის მშობლებს?

27 უფრო მეტიც, უიმედოდ არასოდეს ჩაიქნიოთ ხელი. შვილის სწორად აღზრდაში თქვენს ადრინდელ მცდელობებს საბოლოოდ შეუძლია თავნება შვილზე დადებითად იმოქმედოს. (ეკლესიასტე 11:6). შესაძლოა მრავალმა ქრისტიანულმა ოჯახმა გადაიტანა მსგავსი განსაცდელი, როგორიც თქვენ, მაგრამ მრავალმა იხილა თავისი ჭირვეული შვილის შინ დაბრუნება, ისევე როგორც იესოს მოყვანილ იგავში მამამ მიიღო გზას აცდენილი შვილი (ლუკა 15:11—32). მსგავსი რამ შესაძლოა თქვენს შემთხვევაშიც მოხდეს.

როგორ დაეხმარება ეს ბიბლიური პრინციპები მშობლებს, თავიდან აიცილონ ოჯახში შესაძლებელი სერიოზული ურჩობა?

დახმარების გარეშე ბავშვი შეიძლება გააფუჭოს წუთისოფლის სულმა (იგავები 13:20; ეფესოელები 2:2).

მშობლებმა უნდა მოძებნონ ოქროს შუალედი შემწყნარებლობასა და შეზღუდვებს შორის (ეკლესიასტე 7:7; 8:11).

საჭიროა არასწორ საქციელზე საუბარი, მაგრამ ეს რბილად უნდა გავაკეთოთ (გალატელები 6:1).

ვინც სერიოზულ დანაშაულს სჩადის, შეიძლება ‘განიკურნოს’, თუ ინანიებს და უარს არ ამბობს დახმარებაზე (იაკობი 5:14—16).

გაანდე მშობლებს შენი ფიქრები

ნუ გაგიკვირდებათ, თუ დამოუკიდებლობის სულით გაჟღენთილ ქვეყნიერებაში მოზარდებს ერთგვარი უიმედობის გრძნობა და საფიქრალი გაუჩნდებათ. მათ საკუთარ ძალებში შეიძლება ეჭვი შეეპაროთ. ეს მათი მდგომარეობა ერთი შეხედვით მოლიპულ გზაზე სიარულს ემსგავსება. ახალგაზრდებო, მოუყევით მშობლებს, რას განიცდით და რაზე წუხხართ (იგავები 23:22). თუ ფიქრობთ, რომ მშობლები ძალიან გზღუდავენ, აუხსენით მათ, რომ მეტი თავისუფლება გჭირდებათ. დაგეგმეთ, რომ ესაუბროთ მათ იმ დროს, როცა ისვენებთ და ისინიც არ არიან დაკავებული (იგავები 15:23). დრო დაუთმეთ იმას, რომ გულდასმით მოუსმინოთ ერთმანეთს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება