საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გამოავლინეთ ქრისტიანული ერთგულება ნათესავის კრებიდან გარიცხვის დროს
    სამეფო მსახურება — 2002 | აგვისტო
    • 2. ბიბლიის თანახმად, როგორ უნდა მოექცნენ ქრისტიანები კრებიდან გარიცხულებს?

      2 როგორ მოვექცეთ გარიცხულებს. ღვთის სიტყვა ამბობს, რომ ქრისტიანებმა არ უნდა იქონიონ ურთიერთობა მათთან, ვინც კრებიდან გარიცხულია: „არ იქონიოთ კავშირი იმასთან [„არავისთან“, აქ], ვინც ძმად იწოდება, მაგრამ გარყვნილია, ან ხარბი, ან კერპთაყვანისმცემელი, ან მაგინებელი, ან ლოთი, ან მტაცებელი. ასეთთან არც კი ჭამოთ. . . მოიშორეთ ბოროტი თქვენგან“ (1 კორ. 5:11, 13). მათეს 18:17-ში ჩაწერილი იესოს სიტყვებიც ამავე აზრს ავითარებს: „იყოს იგი [გარიცხული] შენთვის, როგორც წარმართი და მებაჟე“. იესოს მსმენელებმა კარგად იცოდნენ, რომ იუდეველებს არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდათ წარმართებთან, ანუ სხვა ხალხებთან, და ერიდებოდნენ გადასახადების ამკრეფებს, რადგან მათ განდევნილებად მიიჩნევდნენ. ამგვარად, იესომ ურჩია თავის მიმდევრებს, არ ჰქონოდათ ურთიერთობა გარიცხულებთან (იხილეთ აგრეთვე 1982 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 18—20 [რუს.] [სასწავლო სტატიები ამ ჟურნალიდან ქართულ ენაზე გამოცემულია ცალკე]).

      3, 4. როგორი სახის ურთიერთობა არის აკრძალული გარიცხულებთან და კრების უარმყოფელებთან?

      3 ამიტომ, ერთგულ ქრისტიანებს სულიერ საკითხებთან დაკავშირებით არავითარი კავშირი არ უნდა ჰქონდეთ კრებიდან გარიცხულებთან. მაგრამ ეს ბევრად უფრო მეტს მოიცავს. ღვთის სიტყვა აღნიშნავს: „ასეთთან არც კი ჭამოთ“ (1 კორ. 5:11). აქედან გამომდინარე ყოველდღიურ საქმეებშიც კი არ გვაქვს მათთან ურთიერთობა. თავისთავად გამოირიცხება მათთან ერთად დროის გატარება პიკნიკებზე; მეგობრულ შეხვედრებზე, ბურთის სათამაშოდ, საყიდლებზე თუ თეატრში წასვლა. ასევე, ერთ სუფრასთან ჯდომაც კი, იქნება ეს სახლში თუ რესტორანში.

      4 შეიძლება თუ არა გარიცხულთან ლაპარაკი? თუმცა ბიბლიაში არ არის განხილული ყველა შესაძლო სიტუაცია, 2 იოანეს 10 (აფ) გვეხმარება ამ საკითხთან დაკავშირებით იეჰოვას თვალსაზრისის დანახვაში: „თუ ვინმე მოდის თქვენთან და არ მოაქვს ეს მოძღვრება, ნუ მიიღებთ სახლში და ნურც მიესალმებით მას“. ამ საკითხთან დაკავშირებით 1982 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკში“ ნათქვამია: «უბრალოდ „გამარჯობის“ თქმა ვინმესთან საუბრის და, შესაძლებელია, მეგობრობის დაწყების პირველ ნაბიჯს წარმოადგენდეს. ნუთუ გადავდგამთ ამ პირველ ნაბიჯს გარიცხულისკენ?»

      5. რას კარგავს გარიცხული?

      5 ზემოხსენებულ „საგუშაგო კოშკში“ აღნიშნული იყო: „ცხადია, რომ ქრისტიანი, რომელიც სცოდავს და ირიცხება, ბევრს კარგავს: ღვთის კეთილგანწყობილებას. . . სასიამოვნო ურთიერთობას ძმებთან და ქრისტიან ნათესავებთან შეუზღუდავ სიახლოვეს“.

  • გამოავლინეთ ქრისტიანული ერთგულება ნათესავის კრებიდან გარიცხვის დროს
    სამეფო მსახურება — 2002 | აგვისტო
    • 12. რა სარგებლობა მოაქვს გარიცხვის ღონისძიებას?

      12 სარგებლობა, რომელიც იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნებას მოაქვს. გარიცხვასთან დაკავშირებული ბიბლიური მითითებების დაცვა და მოუნანიებელ ცოდვილთან ურთიერთობისგან თავის შეკავება ნამდვილად მოგვიტანს სარგებლობას. ეს დაიცავს კრების სისუფთავეს და ჩვენც გამოგვარჩევს, როგორც ბიბლიის მაღალზნეობრივი ნორმების დამცველებს (1 პეტ. 1:14—16). ამასთანავე დაგვიცავს ცუდი ზეგავლენისგან (გალ. 5:7—9). აგრეთვე ამით შემცოდველს საშუალება ეძლევა, სრული სარგებლობა მიიღოს ასეთი სახით დასჯისგან, ვინაიდან შეიძლება აღნიშნული სასჯელი მას „სიმართლის მშვიდობიანი ნაყოფის“ გამოღებაში დაეხმაროს (ებრ. 12:11).

      13. რა ცვლილება მოახდინა ერთმა ოჯახმა და რა მოჰყვა ამას შედეგად?

      13 სარაიონო კონგრესზე მოსმენილი მოხსენების შემდეგ, ერთი ძმა და მისი ტყუპისცალი და მიხვდნენ, რომ ექვსი წლის წინათ გარიცხული დედისადმი, რომელიც მათთან არ ცხოვრობდა, თავიანთი დამოკიდებულება უნდა შეეცვალათ. კონგრესის დამთავრებისთანავე, ვაჟმა დაურეკა დედას, დაარწმუნა თავის სიყვარულში და აუხსნა, რომ ვეღარ დაელაპარაკებოდა მას, თუ ამას აუცილებლობა არ მოითხოვდა. ძალიან მალე, დედამ დაიწყო კრების შეხვედრებზე დასწრება და საბოლოოდ აღდგა. მისმა ურწმუნო ქმარმაც დაიწყო ბიბლიის შესწავლა და გარკვეული დროის შემდეგ მოინათლა კიდეც.

      14. რატომ უნდა დავუჭიროთ ერთგულად მხარი გარიცხვის ღონისძიებას?

      14 ბიბლიაზე დაფუძნებული გარიცხვის ღონისძიებისადმი მხარდაჭერა ცხადყოფს, რომ გვიყვარს იეჰოვა და საშუალებას ვაძლევთ, რომ პასუხი გასცეს ღვთის მაგინებლებს (იგავ. 27:11). დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვა გვაკურთხებს. მეფე დავითი იეჰოვას შესახებ წერდა: «მისი წესებისთვის არ გადამიხვევია. . . მოწყალესთან მოწყალეობ, წრფელ კაცთან წრფელობ [„ერთგულთან ერთგულებ“, აქ]» (2 მეფ. 22:23, 26).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება