საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 103 გვ. 238-გვ. 239 აბზ. 2
  • „მოვიდეს შენი სამეფო“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „მოვიდეს შენი სამეფო“
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • რა მომავალი ელის დედამიწას ღვთის განზრახვის თანახმად?
    რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?
  • ცხოვრება გართულდა
    ბიბლიური მოთხრობები
  • ღვთის განზრახვა მალე განხორციელდება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
  • რა მომავალი ელის დედამიწას ღვთის განზრახვის თანახმად?
    რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 103 გვ. 238-გვ. 239 აბზ. 2
დიდები და პატარები, ყველანი ერთად ხარობენ სამოთხეში.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 103

„მოვიდეს შენი სამეფო“

იეჰოვა შესანიშნავ მომავალს გვპირდება. ის ამბობს: მე მოვწმენდ ყოველ ცრემლს ადამიანებს თვალებიდან და აღარ იქნება ტირილი, ტკივილი, ავადმყოფობა და სიკვდილი. მათ ყველა ცუდი მოგონება დაავიწყდებათ.

იეჰოვამ ადამი და ევა ედემის ბაღში დაასახლა, რომ მათ მშვიდად და ბედნიერად ეცხოვრათ. ადამსა და ევას თაყვანი უნდა ეცათ იეჰოვასთვის და დედამიწა თავიანთი შთამომავლებით აევსოთ. მართალია, მათ არ დაუჯერეს იეჰოვას, მაგრამ ღვთის განზრახვა არ შეცვლილა. ამ წიგნიდან დავინახეთ, რომ იეჰოვა ყველა თავის დანაპირებს ასრულებს. მისი სამეფო უამრავ კურთხევას მოუტანს დედამიწას, როგორც ამას ერთ დროს აბრაამს დაჰპირდა.

ადამიანები და ცხოველები ერთად არიან სამოთხეში.

მალე აღარც სატანა იქნება, აღარც დემონები და აღარც ცუდი ხალხი. ყველა ადამიანი იეჰოვას თაყვანისმცემელი იქნება. ავად აღარავინ გახდება და არც აღარავინ მოკვდება. პირიქით, ყოველდღე ბედნიერები და სიცოცხლით სავსენი გავიღვიძებთ. მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა. ყველას ექნება კარგი საკვები, სახლი და ყველანი უსაფრთხოდ ვიცხოვრებთ. ადამიანები კეთილები იქნებიან და არა – ბოროტები და მოძალადეები. გარეულ ცხოველებს აღარ შეეშინდებათ ჩვენი და აღარც ჩვენ შეგვეშინდება მათი.

წარმოიდგინე, როგორ გაიხარებს ყველა, როცა იეჰოვა ადამიანების გაცოცხლებას დაიწყებს! ჩვენ სიხარულით შევხვდებით დიდი ხნის წინათ მცხოვრებ ღვთის მსახურებს, მაგალითად, აბელს, ნოეს, აბრაამს, სარას, მოსეს, რუთს, ესთერსა და დავითს. ჩვენთან ერთად ისინიც მიიღებენ მონაწილეობას დედამიწის სამოთხედ გადაქცევაში. უამრავი საინტერესო საქმე გვექნება გასაკეთებელი.

იეჰოვას უნდა, რომ შენც იყო იქ! ვერც კი წარმოიდგენ, იმდენ კარგ რამეს გაიგებ იეჰოვას შესახებ სამოთხეში. მოდი დღითი დღე უფრო დავუახლოვდეთ ჩვენს ღმერთს, იეჰოვას, ახლაც და მარადიულადაც!

„იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, შენ გეკუთვნის დიდება, პატივი და ძლიერება, რადგან ყველაფერი შენ შექმენი, შენი ნებით არსებობს და შეიქმნა!“ (გამოცხადება 4:11).

კითხვები: რა ცვლილებებს მოახდენს ღვთის სამეფო დედამიწაზე? იმ ადამიანებიდან, რომლებიც ამ წიგნიდან გაიცანი, ყველაზე მეტად ვის გინდა, რომ შეხვდე სამოთხეში?

გამოცხადება 21:3, 4; იობი 33:25; იგავები 2:21, 22; ესაია 11:2–10; 33:24; 65:21; მათე 6:9, 10; იოანე 5:28, 29; 17:3

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება