საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g98 11/8 გვ. 30
  • რა ხდება მსოფლიოში

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რა ხდება მსოფლიოში
  • გამოიღვიძეთ! — 1998
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • „მსოფლიოში არნახული ხანძრების წელი“
  • საჭიროა მეტი კალციუმი
  • დოლარი დომინირებს
  • ქურდობაზე ნებართვა
  • ფული თქვენი ბატონია თუ მსახური?
    გამოიღვიძეთ! — 2009
  • როგორ ვხარჯო ფული?
    ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 2
  • როგორ ვაკონტროლოთ ხარჯები
    გამოიღვიძეთ! — 2014
  • ოსტეოპოროზი უხილავი დაავადება
    გამოიღვიძეთ! — 2010
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 1998
g98 11/8 გვ. 30

რა ხდება მსოფლიოში

„მსოფლიოში არნახული ხანძრების წელი“

ჟან-პოლ ჟანრენოს, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის საერთაშორისო პროგრამის ხელმძღვანელის, აზრით, „1997 წელი ისტორიაში შევა როგორც მსოფლიოში არნახული ხანძრების წელი“. დიდმა ხანძრებმა ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტი მოიცვა. მაგალითად, ინდონეზიასა და ბრაზილიაში შვეიცარიის ფართობის ტოლი ძვირფასი ტყეები დაიწვა. მრავალ მიზეზს შორის შეგვიძლია დავასახელოთ ტყეების განზრახ განადგურება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გაფართოების მიზნით და გვალვა, რასაც ელ-ნინიოთი განპირობებული ბუნებრივი მოვლენების შედეგად თვლიან. ლონდონის ერთი გაზეთი იუწყება, რომ ბუნებრივი სათბობის წვამ გამოიწვია ნახშირორჟანგის ძლიერი მომატება, რაც ჰაერს უფრო აბინძურებს და გლობალური თბობის საშიშროებას აძლიერებს (Independent). ბატონი ჟანრენო აღნიშნავს: „ამინდის ცვლილებების შედეგად ხანძრების რაოდენობა იზრდება, რაც, თავის მხრივ, კვლავ ამინდის ცვლილებებს განაპირობებს. ჩვენ კი ხელს ვუწყობთ განადგურების ამ საშინელ პროცესს“.

საჭიროა მეტი კალციუმი

„მოზარდების ჩონჩხი ინტენსიურად იზრდება და ამიტომ მათ მეტი კალციუმი ესაჭიროებათ“, — გვაფრთხილებს გერმანული საინფორმაციო ბიულეტენი (Gesundheit in Wort und Bild). რეკომენდირებულია ყოველდღიურად 1 200 მილიგრამი კალციუმის მიღება, მაგრამ გერმანიის 15—19 წლის მოზარდებში გოგონების მხოლოდ 56% და ვაჟების 75% აკმაყოფილებს ამ ნორმებს. „მთელ ევროპაში გოგონები კალციუმის ნაკლებობას განიცდიან“, — ამბობს მერი ფრეიზერი, ოსტეოპოროზის ევროპის ფონდის წარმომადგენელი. თუმცა წლების განმავლობაში კალციუმის ნაკლებობა შეუმჩნეველია, მოგვიანებით ის ოსტეოპორიზის განვითარებას შეუწყობს ხელს. „კალციუმით მდიდარი საკვებია: ყველი, რძე, იოგურტი, შირბახტისა და ჯიჯლაყას თესლი, სოია, მწვანე ბოსტნეული, თხილი და თევზი“, — ნათქვამია სტატიაში.

დოლარი დომინირებს

„თითო-ოროლა ამერიკელმა თუ იცის, რომ ამერიკული ვალუტა უფრო ქვეყნის გარეთაა მიმოქცევაში, ვიდრე თვით ამერიკაში, — ნათქვამია ერთ ჟურნალში (U. S. News & World Report). ხალხს $ 450 მილიარდი აქვს ხელზე თუ ანგარიშზე. ამ თანხის ორი მესამედი ანუ 300 მილიარდი დოლარი საზღვარგარეთაა“. და ამ თანხის ოდენობა ყოველწლიურად 15—20 მილიარდით მატულობს. იმ დროს, როცა შეერთებულ შტატებში მხოლოდ 20-დოლარიანებია მიმოქცევაში, 100-დოლარიანების უმეტესი ნაწილი საზღვარგარეთაა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ დოლარს მხოლოდ ყოველდღიურ სახარჯოდ კი არ იყენებენ, არამედ შესანახად და კომერციული გარიგებებისთვისაც. ეს ძირითადად ისეთ ქვეყნებს ეხება, სადაც ინფლაცია ხშირად ხდება და სადაც ხალხი არ ენდობა ბანკებს. გასულ წელს დაბეჭდილი ახალი 100-დოლარიანების 60% უკვე აშშ-ს ფარგლებს გარეთაა. აშშ-ს მთავრობის აზრით, ასეთი ოდენობით საზღვარგარეთ დოლარის მიმოქცევა აშშ-ს მთავრობისთვის მიცემული უპროცენტო ვალის ტოლფასია; ეს მთავრობისთვის მილიარდობით დოლარის ეკონომიაა, რადგან მისი დაბრუნება არაა აუცილებელი გარკვეული მომსახურებითა თუ საქონლით.

ქურდობაზე ნებართვა

„ბრაზილიაში რომის კათოლიკური ეკლესიის მოძღვრებმა ღარიბ-ღატაკთა მხარე დაიჭირეს და დაიცვეს ისინი, ვინც არსებობისთვის სურსათი მოიპარა“, — იუწყება პრესა (ENI Bulletin). ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთში საშინელი გვალვის დროს სუპერმარკეტებისა და საწყობების ძარცვა გაამართლეს. როგორც ბელუ-ორიზონტის არქიეპისკოპოსი კარდინალ სერაფიმ ფერნანდეს დე არაუჟუ აღნიშნავს, „ეკლესია შიმშილის დროს ნებისმიერი ადგილიდან საკვების აღებისთვის არავის სდებს მსჯავრს“. კარდინალ პაულუ ევარისტო არნზის სიტყვები ციტატადაა მოყვანილი: „ჩვენ ვიბრძოლებთ ნეო-ლიბერალიზმის წინააღმდეგ, რადგან სიმდიდრე თითო-ოროლა უპირატესობის მქონის ხელშია, ხოლო ღარიბების მდგომარეობა უარესდება“. შემდეგ მან დასძინა: „დროა, რომ როგორც ქალაქებში, ასევე სოფლებში ხალხი გამოფხიზლდეს“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება