საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w99 12/15 გვ. 30
  • გახსოვს თუ არა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გახსოვს თუ არა?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • მსგავსი მასალა
  • „მიუტევეთ ერთმანეთს“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ძმა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • ღმერთი მიმტევებელია
    დაუახლოვდი იეჰოვას
  • იეჰოვა ღმერთი „მზად არის პატიებისთვის“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
w99 12/15 გვ. 30

გახსოვს თუ არა?

გულდასმით წაიკითხე „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? თუ დიახ, შენთვის საინტერესო იქნება შემდეგის გახსენება:

◻ რომელ კითხვებზე დაფიქრება შეუძლია ქრისტიან ქალ-ვაჟს, სანამ დანიშვნაზე იფიქრებენ?

„დარწმუნებული ვარ, რომ ის სულიერი და ღვთის ერთგული პიროვნებაა? შემიძლია მასთან ერთად მთელი ცხოვრების მანძილზე ვემსახურო ღმერთს? საკმარისად დავინახეთ ერთმანეთის ხასიათი და თვისებები? დარწმუნებული ვარ, რომ სრულად შევეთვისებით ერთმანეთს? გაცნობილი ვართ თუ არა საკმარისად ერთმანეთის წარსულსა და ახლანდელ მდგომარეობას?“ (15.08, გვერდი 31).

◻ რას გულისხმობდა იესო, როდესაც თავის მიმდევრებს უთხრა: „თქვენ ხართ მარილი მიწისა“? (მათე 5:13).

იესო გულისხმობდა, რომ მისი მოწაფეების მიერ ღვთის სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებას შეიძლება დაეცვა ან სიცოცხლე შეენარჩუნებინა მსმენელებისთვის. დიახ, ისინი, ვინც ყურად იღებდა იესოს სიტყვებს, დაცული იქნებოდნენ წუთისოფელში არსებული ზნეობრივი და სულიერი გახრწნილებისგან (15.08, გვერდი 32).

◻ როგორ შეუძლიათ წყვილებს პაემნის დროს თავი აარიდონ სექსუალურ უზნეობას?

პაემნის დანიშვნისას გონივრულად მოიქცევით, თუ თავს აარიდებთ მომავალ მეუღლესთან ერთად შეუფერებელ ვითარებაში განმარტოებას. ამგვარად, უმჯობესია, ერთმანეს სხვების თანდასწრებით ან საზოგადოებრივ ადგილებში შეხვდეთ ხოლმე. საზღვრები დაუდეთ სიყვარულის გამოხატვას და პატივი ეცით ერთიმეორის გრძნობებსა და სინდისს (01.09, გვერდი 17, 18).

◻ რას ნიშნავს გაგება?

ეს არის საკითხის ნათლად დანახვისა და მის გარშემო არსებული დეტალების ერთმანეთთან დაკავშირებით მის არსში ჩაწვდომის უნარი (იგავნი 4:1) (15.09, გვერდი 13).

◻ დღეს რას მოითხოვს იეჰოვა ჩვენგან?

ფაქტობრივად, იეჰოვა ჩვენგან მოითხოვს, რომ მოვუსმინოთ მის ძეს და მივყვეთ მის მაგალითსა და სწავლებებს (მათე 16:24; 1 პეტრე 2:21) (15.09, გვერდი 22).

◻ მხოლოდ ვის შეიძლება ჰქონდეს მშვიდობა?

იეჰოვა „მშვიდობის ღმერთია“, ამიტომ მშვიდობა შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იმ ხალხში, რომელსაც ღმერთი უყვარს და რომელიც პატივს სცემს მის სამართლიან პრინციპებს (რომაელთა 15:33) (01.10, გვერდი 11).

◻ საიდან ჰქონდა იოსებს ისეთი სიმტკიცე, რომ ფოტიფარის ცოლისთვის ყოველდღიურად ეთქვა უარი?

იოსები წამიერ სიამოვნებაზე ბევრად უფრო მეტად აფასებდა იეჰოვასთან ურთიერთობას. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰქონდა საღვთო კანონთა კრებული, კარგად ესმოდა ზნეობრივი პრინციპები (დაბადება 39:9) (01.10, გვერდი 29).

◻ რამდენად მნიშვნელოვანია მზადყოფნა — მივუტევოთ ძმებს?

ღვთისგან შეწყალება დამოკიდებულია იმაზე, ვართ თუ არა ჩვენ თვითონ მზად, მივუტევოთ სხვებს (მათე 6:12, 14; ლუკა 11:4) (15.10, გვერდი 16, 17).

◻ როგორ ცოდვებზეა მათეს 18:15—17-ში ლაპარაკი და რა მიუთითებს ამაზე?

იესო საკმაოდ სერიოზულ ცოდვებს გულისხმობდა, რადგან ამ მიზეზით შეიძლება შემცოდველი ‘წარმართად და მებაჟედ’ მიეჩნიათ. იუდეველებს არ ჰქონდათ ურთიერთობა წარმართებთან; ამასთანავე, ისინი ერიდებოდნენ მებაჟეებს. ასე რომ, მათეს 18:15—17-ში სერიოზულ ცოდვებზე იყო ლაპარაკი და არა წყენინებაზე, რაც შეიძლება, უბრალოდ, მიუტევოთ და დაივიწყოთ (მათე 18:21, 22) (15.10, გვერდი 18, 19).

◻ რას ნიშნავს ღვთის სიტყვისადმი ნამდვილი სიყვარული?

ღვთის სიტყვისადმი სიყვარული ადამიანს ბიბლიური მოთხოვნების შესაბამისად ცხოვრებისკენ აღძრავს (ფსალმუნი 118:97, 101, 105). ეს ჩვენს აზროვნებასა და ცხოვრების წესში გამუდმებით ცვლილებების შეტანას მოითხოვს (01.11, გვერდი 14).

◻ რადგანაც იეჰოვა ესოდენ ბევრს გვაძლევს, რის გაკეთება შეგვიძლია ყველაზე დიდებული მეფისა და გამცემისთვის?

ბიბლია აცხადებს, რომ საუკეთესო ძღვენი, რომლის გაცემაც შეგვიძლია, „ქების მსხვერპლია“ (ებრაელთა 13:15). რატომ? იმიტომ რომ უშუალოდ ამ მსხვერპლზეა დამოკიდებული სიცოცხლის გადარჩენა, რაც ამ დასასრულის ჟამს იეჰოვას უდიდეს მიზანსა და საფიქრალს წარმოადგენს (ეზეკიელი 18:23) (01.11, გვერდი 21).

◻ რა იგულისხმა სოლომონმა, როდესაც დაწერა: „ბრძენთა სიტყვები წვერგამახული სოლებია“?

(ეკლესიასტე 12:11). ღვთიური სიბრძნის მქონეთა სიტყვები მკითხველებს ან მსმენელებს „ჩხვლეტს“, რომ წაკითხული თუ მოსმენილი ბრძნული სიტყვების გამოყენებით წინსვლისაკენ აღძრას (15.11, გვერდი 21).

◻ რა არის ღვთაებრივი გამჭრიახობა?

ეს არის კარგისა და ცუდის ერთმანეთისგან გარჩევისა და, შესაბამისად, სწორი მიმართულების არჩევის უნარი. ღვთის სიტყვის შესწავლა და მისი გამოყენება გამჭრიახობას გვმატებს (15.11, გვერდი 25).

◻ რა უნდა აწონასწორებდეს პასუხისმგებლობების მიღების სურვილს?

(1 ტიმოთე 3:1). ამ სურვილს საღი აზროვნება უნდა აწონასწორებდეს. არავინ უნდა ითავოს იმდენი, რომ სიხარული დაკარგოს იეჰოვასადმი მსახურებაში. მზადყოფნის სული საქებარია, მაგრამ მზადყოფნასთან ერთად ადამიანი თავმდაბლობასა და ‘აზრიანობას’ უნდა ავლენდეს (ტიტე 2:12; გამოცხადება 3:15, 16) (01.12, გვერდი 28).

◻ როგორ შეიძლება მშობლობის სირთულეებთან გამკლავება?

ღმერთი ურჩევს მშობლებს, ურთიერთობა იქონიონ შვილებთან, იყვნენ მათთვის მაგალითები, მეგობრები და მასწავლებლები (მეორე რჯული 6:6, 7) (01.12, გვერდი 32).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება