საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • ყოველივე ამის მიუხედავად, შეხვედრების ჩასატარებლად სალიუს სახლში სხვადასხვა წარმოშობის 30 კაცი იკრიბებოდა. „იმ წლებში, — იხსენებს სალიუ, — შეხვედრები სერბულ ენაზე ტარდებოდა, ლიტერატურა კი ბელგრადიდან ჩამოდიოდა. ერთხელ, როდესაც ბელგრადიდან ძმებმა ლიტერატურა ჩამოგვიტანეს და ყველანი ერთად ვიყავით შეკრებილნი, მოულოდნელად პოლიციელები დაგვადგნენ. ვუთხარი, რომ სტუმრები ჩემი ძმები იყვნენ; ვერაფრით ვერ მიხვდნენ, როგორ შეიძლებოდა სერბები და ალბანელები ძმები ყოფილიყვნენ“.

  • ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • იეჰოვას თვალსაზრისის გათავისება

      „სერბებსა და ალბანელებს ერთმანეთი სძულდათ, — ამბობს ერთი და. — ერთმანეთის სიძულვილს პატარაობიდან გვინერგავდნენ. ამ სიძულვილის დაძლევა ჭეშმარიტების გაგების შემდეგაც გვიჭირდა. ბევრს დიდი შინაგანი ბრძოლა დაგვჭირდა იეჰოვას თვალსაზრისის გასათავისებლად. ვიცოდი, რომ იეჰოვა სიყვარულის ღმერთი იყო, მაგრამ კრებაში ერთ დას სულ გავურბოდი მხოლოდ იმიტომ, რომ სერბი იყო, თუმცა რაც უფრო ღრმად ვიკვლევდი ბიბლიას, მით უფრო ვხვდებოდი, რომ სხვა რელიგიები ხალხს ერთმანეთს აშორებდა, ღვთის სიტყვა კი — აერთიანებდა“. ჩამოაყალიბა ახალ პიროვნებად ეს და ღვთის სიტყვის ძალამ? ის ამბობს: „ბედნიერი ვარ, რომ დღესაც იმავე კრებაში ვმსახურობ სერბი და-ძმების გვერდით“ (კოლ. 3:7—11; ებრ. 4:12).

      რელიგიურად დაყოფილ მსოფლიოში ქრისტიანული ერთობა ადვილი შესამჩნევია. მაშინ, როცა ნაციონალურმა შუღლმა ზოგს ხელში ყუმბარა ააღებინა, ზოგს კი მეზობლის სახლი გადააწვევინა, იეჰოვას მოწმეები 1998 წლის ივლისში ბელგრადში (სერბია) კონგრესზე დასასწრებად გაემგზავრნენ. კონგრესზე მიმავალ ავტობუსში ერთმანეთის გვერდით ისხდნენ ალბანელები, ხორვატები, მაკედონელები და ბოშები. დაშურიე გაში, რომელიც ამავე კონგრესზე მოინათლა, იხსენებს: „როცა ჯარისკაცებმა ჩვენი ავტობუსი გააჩერეს, გაოგნებულები გვიყურებდნენ. ამ ქვეყნების ხალხებს შორის არსებული სიძულვილის მიუხედავად, ჩვენ ყველანი ერთი ხალხი — იეჰოვას ხალხი ვიყავით“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება