საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 5/96 გვ. 1
  • იყავი გულმოდგინე!

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იყავი გულმოდგინე!
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 1996
  • მსგავსი მასალა
  • იეჰოვა დიდად აფასებს შენს გულმოდგინე მსახურებას
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • მთელი სულით ვემსახუროთ იეჰოვას
    მთელი გულით უმღერეთ იეჰოვას
  • მთელი სულით ვემსახუროთ იეჰოვას
    უმღერეთ იეჰოვას
  • შენ შეძლებ არაფორმალურად ქადაგებას!
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2010
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 1996
km 5/96 გვ. 1

იყავი გულმოდგინე!

1 უამრავი მიზეზი გვაქვს, რომ მადლიერი ვიყოთ იეჰოვასადმი. ამაში შედის ის, რაც წარსულში გააკეთა, რასაც ახლა აკეთებს და რასაც მომავალში გააკეთებს. რისკენ უნდა აღგვძრას ჩვენმა მადლიერებამ? დავითის ფსალმუნი გვპასუხობს: „განვადიდებ უფალს ყოველჟამს, მარადისია მისი ქება ჩემს ბაგეებზე“ (ფსალმ. 33:2).

2 ბიბლია ნათლად გვიჩვენებს, რომ მოწოდებული ვართ, ვიქადაგოთ. ამ საქმეს ‘გულმოდგინედ ვაკეთებთ უფლისთვის’ (კოლ. 3:23, სსგ). რამდენს გავაკეთებთ მსახურებაში, თუ ჭეშმარიტად გულმოდგინეები ვართ? როცა იეჰოვას ჩვენდამი გამოვლენილ სიყვარულზე ვფიქრობთ, ჩვენი გული ჭეშმარიტად აღგვძრავს, თავგამოდებით ვესაუბროთ სხვებს მისი პიროვნებისა და მისი დიდებული განზრახვების შესახებ! ჩვენ აღძრული ვართ, გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია.

3 გონივრულია, მოველოდეთ, რომ პიროვნებას გულმოდგინედ სურს, წმინდა მსახურებაზე გაამახვილოს ყურადღება. ფსალმუნმომღერალმა, რომელსაც აშკარად ასეთი გრძნობა ჰქონდა, განაცხადა: „დღეში შვიდგზის გაქებ“ (ფსალმ. 118:164). ისინი, რომლებიც იზიარებენ ფსალმუნმომღერლის გრძნობებს, ცდილობენ, ისარგებლონ შესაძლებლობებით იეჰოვას განსადიდებლად. რამდენადაც ვითარებები ნებას რთავს, ისინი შეძლებისდაგვარად მოშურნედ მსახურობენ.

4 ჩვენ უხვად გვაქვს შესაძლებლობები, რომ განვადიდოთ იეჰოვა: არ უნდა ველოდოთ კარდაკარ მსახურებას, რომ კეთილი ცნობის ქადაგება დავიწყოთ. თანამშრომლებს, თანაკლასელებს, ნათესავებსა და ნაცნობებსაც ესაჭიროებათ სამეფოს შესახებ ცნობის მოსმენა. როცა სადმე მივემგზავრებით, შეგვიძლია, დავუმოწმოთ მატარებლის გამცილებლებს, ავტობუსის მძღოლებს, სასტუმროსა და რესტორანში მომუშავე პერსონალს, ბენზინით გასამართი სადგურების მომსახურეებს ან ტაქსის მძღოლებს. სახლში ყოფნისას შეგვიძლია დავამოწმოთ მეზობლებთან ან შეკვეთების მომტანთან. თუ საავადმყოფოში ვართ, იქ არიან ექთნები, ექიმები და პაციენტები, რომლებსაც შეგვიძლია ვუქადაგოთ არაფორმალურად.

5 არაფორმალურ დამოწმებას შედეგები მოაქვს: ერთხელ ორი მოწმე სეირნობდა პარკში და საუბარი წამოიწყეს ახალგაზრდა კაცთან, რომელიც საბავშვო ეტლით ასეირნებდა შვილს. ბოლოს მან და მისმა მეუღლემ მიიღეს ჭეშმარიტება. მოგვიანებით ახალგაზრდა მამაკაცმა თქვა, რომ ორ მოწმესთან პირველად შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, ლოცულობდა ღვთის წინაშე და სთხოვდა: „თუ არსებობ, გამაგებინე“. პარკში მოულოდნელი შეხვედრა მან ჩათვალა, როგორც იეჰოვას პასუხი თავის ლოცვაზე.

6 დიდ სიხარულს განიცდიან ისინი, რომლებსაც გულმოდგინედ სურთ სხვების სულიერად დახმარება. მათ იციან, რომ ასეთი მსახურება — ‘წრფელი გულით’ მსახურება — სიამოვნებას ანიჭებს იეჰოვას (1 ნეშტ. 28:9).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება