„რწმენა — მოსმენისაგან“
1 როდესაც ჩვენ ვხვდებით ‘საუკუნო სიცოცხლისათვის განწესებულ [სწორად განწყობილ, აქ]’ ადამიანს, აუცილებელია, მოსმენილისადმი მისი რწმენა განვამტკიცოთ (საქ. 13:48; რომ. 10:17). ამიტომ უნდა დავბრუნდეთ იქ, სადაც ჟურნალები დავტოვეთ, რომ უახლესი ნომრები მივიტანოთ და უფრო მეტი ვისაუბროთ. სადაც ნამდვილი ინტერესია, იქ ჟურნალების გამოწერა შეგვეძლო შეგვეთავაზებინა. ყოველივე ამის გარდა, გახსოვდეს შესწავლის დაწყების მიზანი წიგნით „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. აქ მოცემული ზოგიერთი რჩევა შეიძლება დამხმარე აღმოჩნდეს:
2 როდესაც განმეორებით მონახულებას აკეთებ იქ, სადაც განიხილე თემა „განადიდე მარადისობის მეფე!“, შეგიძლია ასე დაიწყო:
◼ „წინა საუბრისას უამრავი მტკიცებებიდან, რომ არსებობს ყოვლისშემძლე ღმერთი, ჩვენ განვიხილეთ ზოგიერთი. როგორც არ უნდა იყოს, მხოლოდ იმის ცოდნა, რომ ის არსებობს საკმარისი არ არის. ჩვენ გვჭირდება მისი სახელის ცოდნა. რომელი სახელით უხმობთ ღმერთს? [დააცადე, გიპასუხოს]. მილიონობით ადამიანი მას უბრალოდ ‘უფალს’ ან ‘ღმერთს’ უწოდებს, რომლებიც არ არის მისი პირადი სახელები. უფრო მეტიც, მას სურს, რომ პირადი სახელით ვიცნობდეთ [წაიკითხე დაბადების 22:14, „სინოდისეული თარგმანი“ (Синодальный перевод)]. როგორც ამ წიგნშია ახსნილი, ბიბლია გაცილებით მეტს გვეუბნება იეჰოვა ღმერთის შესახებ“. გადაშალე წიგნი „შემეცნება“ 29-ე გვერდზე მოცემულ სურათზე და წაიკითხე წარწერა. მესამე თავის პირველი სამი აბზაცის განხილვის შემდეგ შენ უკვე დაწყებული გექნება შესწავლა!
3 ვისთანაც განიხილე თემა „რატომ დაატყდება თავს აღსასრული წუთისოფლის რელიგიას“, შეიძლება გსურს, ინტერესი შემდეგით გააღვივო:
◼ „თემის წაკითხვის შემდეგ თქვენ შეიძლება განგაცვიფრათ ფაქტმა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ყველა რელიგია ერთნაირად განვიხილოთ. არსებობს ორივე, ჭეშმარიტი და ცრუ რელიგია. ეს კი წამოჭრის ლოგიკურ კითხვას, თუ ვისი თაყვანისცემაა მისაღები ღმერთისთვის? ამ კითხვას იესომ უპასუხა და ეს ამ წიგნშია აღნიშნული“. გადაშალე „შემეცნების“ მე-5 თავი და წაიკითხე მე-4 აბზაცი, აგრეთვე იოანეს 4:23, 24. შემდეგ ჰკითხე: „გსურთ ბიბლიის უსასყიდლო შესწავლა სახლში?“ თუ დადებითად გამოგეხმაურება, გადაშალე პირველი თავი და დაიწყე შესწავლა.
4 თუ ინტერესი გამოვლინდა 22 აპრილის „გამოიღვიძეთ!“-ის მიმართ, როცა დაბრუნდები, შეგიძლია სცადო შემდეგი, რომ შესწავლა დაიწყო წიგნით „შემეცნება“:
◼ «თქვენ შეგიძლიათ გაიხსენოთ იმ იმედზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ბოლოს და ბოლოს შეიძლება მსოფლიოს ხილვა ომების გარეშე. ძნელია წარმოიდგინო, თუ ნამდვილად, რისი მსგავსი იქნება. აქ არის ერთ-ერთი მხატვრის წარმოდგენა [აჩვენე „შემეცნების“ 188–189-ე გვერდებზე მოცემული სურათი]. ნუთუ სასიამოვნო არ იქნება, შეძლო ამ გარემოში დატკბობა? [გადაშალე ამ წიგნის მე-4 და მე-5 გვერდები, აჩვენე სურათი და წაიკითხე ჩარჩო]. ამ წიგნის სათაური იესოს სიტყვების მსგავსია, რომლებიც იოანეს 17:3-შია ჩაწერილი [წაიკითხე]. თუ ნებას დამრთავთ, მე მსურს გაჩვენოთ, თუ როგორ შეიძლება მივიღოთ სასიცოცხლო შემეცნება ამ წიგნისა და თქვენი ბიბლიის საშუალებით». თუ მობინადრეს სურს, შესწავლა პირველი თავით დაიწყე.
5 თუ დაკავებულ პიროვნებას შეხვდი, განმეორებითი მონახულებისას შეგიძლია თქვა:
◼ «ამას წინათ გეწვიეთ და დაგიტოვეთ ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. ეს ჟურნალები ხელს უწყობს ბიბლიისა და მისი მორალური ხელმძღვანელობისადმი პატივისცემას. რამდენადაც მე აუცილებლად ჩავთვალე, რომ ყველამ გაიგოს ღმერთის სიტყვის შესახებ, დავბრუნდი, რათა გაჩვენოთ ის, რაც ამაში დაგეხმარებათ». აჩვენე წიგნი „შემეცნება“ და მიუთითე მე-3 გვერდზე მოცემულ შინაარსზე. შეეკითხე, თუ რომელი თავი აინტერესებს უფრო მეტად, გადაშალე და დაიწყე შესწავლა.
6 ჩვენი სიხარული დიდი იქნება, თუ შევძლებთ, ‘გავუხსნათ რწმენის კარი სხვებს’, რომელიც მიმყვანია მარადიულ სიცოცხლემდე (საქ. 14:27; იოან. 17:3).