ჩვენ ‘ვქადაგებთ სიტყვას’
1 როგორც ბიბლია აღწერს ‘უკანასკნელ დღეებს’, დღეს ადამიანების უმეტესობას მხოლოდ ‘ღვთისმოსაობის სახე აქვს’ (2 ტიმ. 3:1, 5). ეს იმიტომ ხდება, რომ რელიგიური წინამძღოლები მარცხს განიცდიან თავიანთი სამწყსოსთვის ნამდვილი ხელმძღვანელობის გაწევაში. ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება არ იცავს ბიბლიას. ისინი ამჯობინებენ ფილოსოფოსებისა და თეოლოგების ამაო სწავლებები გაიმეორონ ან სოციალური და პოლიტიკური საკითხები განიხილონ, ვიდრე იქადაგონ ღვთის სიტყვა. მრავალ რელიგიურ წინამძღოლს არ სწამს ბიბლიის. ისინი ფიქრობენ, რომ ის მოძველებულია და ამგვარად ისინი დიდებული შემოქმედის შესახებ ბიბლიის სწავლების ნაცვლად, ევოლუციის თეორიას ჯიუტად უჭერენ მხარს. მღვდლების უმეტესობა არც კი იყენებს ღვთის საკუთარ სახელს და არავითარ პროტესტს აცხადებს, რომ ის მრავალი თანამედროვე ბიბლიის თარგმანიდან იქნა ამოღებული.
2 ისევე, როგორც იესოს დროინდელი რელიგიური წინამძღოლები, დღევანდელი სამღვდელოებაც ამაოდ ქადაგებს (მათ. 15:8, 9). ეს ზუსტად ისეა, როგორც წინასწარმეტყველი ამოსი წინასწარმეტყველებდა. რომ არის ‘შიმშილი, არა შიმშილი პურისა და წყურვილი წყლისა, არამედ უფლის სიტყვების მოსმენისა’ (ამოს. 8:11). ყველაზე მეტად ადამიანებს სულიერი საზრდო ესაჭიროებათ ღვთის სიტყვაში.
3 როგორ დავაკმაყოფილოთ ადამიანების სულიერი მოთხოვნილება: პავლე არწმუნებდა ტიმოთეს, მიკვროდა ‘საღვთო წერილებს, რომელთაც ძალუძთ [ნებისმიერის] დაბრძენება სახსნელად’ და ამიტომ ის მთელი სერიოზულობით მოუწოდებდა, ‘ექადაგა სიტყვა’ (2 ტიმ. 3:14, 15; 4:2). როგორც იეჰოვას მოწმეები, ჩვენ უნდა მივეკრათ ბიბლიის სწავლებებს, როდესაც ვქადაგებთ, რითაც მივბაძავთ ჩვენს მაგალითს, იესოს, რომელმაც თქვა: „ჩემი მოძღვრება ჩემი არაა, არამედ მისია, ვინც მე მომავლინა“ (იოან. 7:16). ღვთის სიტყვას ჩვენი სწავლებების საფუძვლად ვიყენებთ, რადგან ვაღიარებთ, რომ ის შეიცავს ღვთიურ სიბრძნეს და გვსურს, ადამიანებმა იცოდნენ ინფორმაციის წყარო, რომელსაც ვუზიარებთ (1 კორ. 2:4–7).
4 ადამიანებმა უპირველესად ბიბლიიდან უნდა მოისმინონ ჭეშმარიტება, რათა გაიგონ იეჰოვას შესახებ და მიენდონ მას. პავლემ ლოგიკური მსჯელობით დაწერა: „როგორ ირწმუნონ, ვის შესახებაც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე?“ (რომ. 10:14). ღვთის სიტყვის ქადაგებით ვეხმარებით სხვებს, მიიღონ რწმენა ზუსტი შემეცნების მეშვეობით. ასეთ შემეცნებას შეუძლია და ცვლის ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ. ინგლისელმა მწერალმა ჩარლზ დიკენსმა ბიბლიის შესახებ დაწერა: „ეს არის საუკეთესო წიგნი მსოფლიოში, რომელიც ოდესმე ყოფილა და იქნება, რადგან ის გაძლევს საუკეთესო გაკვეთილებს, რომლითაც ნებისმიერი მართლად და ერთგულად ყოფნის მსურველი ქმნილება ნახელმძღვანელები იქნება“.
5 სულიერი ჭეშმარიტებისათვის დამშეული ყველა ადამიანი აღიარებს, რომ ეს ღვთის სიტყვის ავტორიტეტით არის მხარდაჭერილი. წარსულში 1913 წელს ფრედერიკ ვ. ფრენცს, რომელიც ახალგაზრდა სტუდენტი იყო, მისცეს ბუკლეტი სათაურით „სად არიან მკვდრები?“ ამ კითხვაზე ბიბლიური პასუხის დიდი ინტერესით წაკითხვის შემდეგ მან თქვა: „ეს ჭეშმარიტებაა“. ჭეშმარიტების მილიონობით მაძიებელმა იგივე გრძნობა განიცადა. დაე ბეჯითად და გულმოდგინებით განვაგრძოთ სიტყვის ქადაგება და ამგვარად სიხარულის განცდა სხვების მიერ ნათქვამით: „ეს ჭეშმარიტებაა“.