სამსახურებრივი შეხვედრები იანვარში
6 იანვრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №6
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. კომენტარი გაუკეთე ოქტომბრის სამქადაგებლო მსახურების ანგარიშს, როგორც ქვეყნის, აგრეთვე ადგილობრივი კრების.
20 წთ.: დროა განვაახლოთ წინასწარი სამედიცინო განკარგულების/პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ბარათი. დახელოვნებული უხუცესი განიხილავს ამ ბარათის სრულად შევსების და მისი ყოველთვის ტარების მნიშვნელობას. ეს დოკუმენტი შენს მაგივრად საუბრობს, როდესაც კრიტიკულ მდგომარეობაში ხარ და არ შეგიძლია საუბარი (შეადარე იგავნი 22:3). ყოველ წელს უნდა შეივსოს ახალი ბარათი, რათა სისხლის უარყოფის განცხადება ახალი იყოს, რადგან მრავალი ექიმი და სხვები ამბობდნენ, რომ დოკუმენტი, რომელიც ერთი წლის ვადას გადაცდა, შეიძლება არ ირეკლავდეს პიროვნების დღევანდელ მრწამსს. შეხვედრის შემდეგ ყველა მონათლულ მაუწყებელს მიეცემა წინასწარი სამედიცინო განკარგულების/პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ბარათი და მოუნათლავი, მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები მიიღებენ პირადობის მოწმობას თითოეული ბავშვისთვის. აუხსენი, რომ ეს ბარათები არ უნდა შეივსოს მაშინვე. ისინი მთელი გულისყურით უნდა იყოს შევსებული სახლში, მაგრამ ხელი არ უნდა იყოს მოწერილი. ყველა ბარათის ხელისმოწერა, დამოწმება და დათარიღება მოხდება წიგნის შესწავლის შემდეგ შეხვედრაზე, წიგნის შესწავლის ჩამტარებლის მეთვალყურეობით. ის შეამოწმებს, რათა დარწმუნდეს, რომ მის ჯგუფში ყველამ მიიღო ბარათი და აღმოჩენილია საჭირო დახმარება. ვინც მოწმეებად აწერს ხელს, ფაქტიურად უნდა ნახონ დოკუმენტზე ბარათის მფლობელის ხელის მოწერის მომენტი. ვინც ამ შეხვედრაზე არ იქნება, მას დაეხმარებიან ჩამტარებლები/უხუცესები შემდეგ სამსახურებრივ შეხვედრაზე, სანამ ყველა მონათლულ მაუწყებელს არ ექნება თავისი ბარათი ზუსტად შევსებული და ხელმოწერილი (განიხილე 1994 წლის 1-ლი იანვრის წერილი). მოუნათლავ მაუწყებლებს, შესაძლოა, სურთ ამოიწერონ საკუთარი განკარგულება და ამ ბარათში მოცემული თავიანთი ვითარებების და მრწამსის მიხედვით საკუთარი სიტყვებით შეცვალონ, რათა გამოიყენონ პირადად ან თავიანთი ბავშვებისთვის. მიმართე „შეკითხვების ყუთს“ 1995 წლის დეკემბრის „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. ამ მნიშვნელოვან საკითხებზე გონიერების გამოვლენა სიკეთეს მოიმკის იეჰოვასგან (იგავ. 16:20).
15 წთ.: „სხვების სასწავლებლად მომზადებულები და აღჭურვილები“ (აბზაცები 1–6). მოკლე კომენტარი გააკეთე 1-ლ და მე-2 აბზაცებზე, იმ დარწმუნებულობის საჭიროებაზე, რომ იეჰოვას დახმარებით ეფექტურად შეგვიძლია ვასწავლოთ სხვებს. სთხოვე ოთხ მაუწყებელს, სადაც ორი მობინადრე იქნება და ორი მაუწყებელი, ინსცენირება გააკეთონ 3–6 აბზაცებზე დაყრდნობით, სადაც თითოეული წყვილი აჩვენებს თუ როგორ გააკეთონ პირველი და განმეორებითი მონახულება. შეახსენე მაუწყებლებს, რომ როდესაც ლიტერატურას ტოვებენ, მისაღებია ჩვენთვის, აღვნიშნოთ, რომ ნებაყოფლობითი შესაწირავები სამეფოს საქმისთვის სიხარულით იქნება მიღებული.
სიმღერა №14 და დამამთავრებელი ლოცვა
13 იანვრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №16
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში. აღნიშნე მიმდინარე ჟურნალებიდან ზოგი სასაუბრო მომენტები. შესთავაზე რჩევები, თუ როგორ წარვუდგინოთ საკუთარი თავი ადამიანებს არაფორმალური დამოწმებისას. აუდიტორიას სთხოვე გაგიზიაროს, რომელი სიტყვებით იწყებენ სხვებთან საუბარს მაღაზიებში, ქუჩებში, პარკებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ასე შემდეგ.
15 წთ.: „სხვების სასწავლებლად მომზადებულები და აღჭურვილები“ (აბზაცები 7–9). მოუყევი განმეორებით მონახულებებთან დაკავშირებული შემთხვევა, რომელიც მოცემულია საგუშაგო კოშკის უახლეს ჟურნალში, იმის ხაზგასმით, რომ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ინტერესის გაღვივება. სთხოვე გამოცდილ მაუწყებელს გააკეთოს მე-7 და მე-8 აბზაცებიდან გამომდინარე ინსცენირება. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად სხვა პუბლიკაციებს ვთავაზობთ, ყურადღება უნდა გავამახვილოთ, რომ საბოლოოდ შესწავლა ჩავატაროთ წიგნით „შემეცნება“. გაამხნევე ყველა, რომ დაგეგმონ გარკვეული დრო მომდევნო კვირაში განმეორებითი მონახულებების გასაკეთებლად.
20 წთ.: განიხილე 1997 წლის კონგრესთან დაკავშირებული დანართი. გააკეთე განცხადება, თუ სად იქნება თარგმნა ყრუ-მუნჯებისთვის.
სიმღერა №15 და დამამთავრებელი ლოცვა.
20 იანვრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №21
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
15 წთ.: „ყოველგვარი ადამიანი გადარჩება“. კითხვა-პასუხები. აუდიტორიას სთხოვე მოყვეს ზოგი შემთხვევა, რომელიც აჩვენებდა, რომ მათ დადებითი გამოხმაურება მიიღეს განსხვავებული სოციალური მდგომარეობის ადამიანებისგან.
20 წთ.: კარგი ქცევით დამოწმება. უხუცესი ესაუბრება ორ ან სამ ახალგაზრდას. მსჯელობა დაფუძნებულია 1988 წლის 15 იანვრის „საგუშაგო კოშკზე“, გვერდები 10–20 (რუს.). ჩართე გამოქვეყნებული შემთხვევები, აგრეთვე ადგილობრივიც, რომლებიც აჩვენებდა, თუ დამკვირვებლები როგორ არიან განცვიფრებული ქრისტიანი ახალგაზრდების პატიოსანი ქცევით.
სიმღერა №23 და დამამთავრებელი ლოცვა.
27 იანვრიდან დაწყებული კვირა
სიმღერა №20
5 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
10 წთ.: მდივანი განიხილავს „შეკითხვების ყუთს“.
15 წთ.: „ჩვენ ‘ვქადაგებთ სიტყვას’“. კითხვა-პასუხები. ჩართე ზოგი კომენტარი, რომელიც აჩვენებს, თუ რატომ ვაფასებთ დიდად ღვთის სიტყვის მნიშვნელობას. იხილე 1996 წლის 1-ლი ივნისის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 13, 14.
15 წთ.: განიხილე ლიტერატურის შეთავაზება თებერვალში. აღნიშნე წიგნის ისეთი საინტერესო თავისებურებები, როგორიცაა: 1) საოცარი სათაურები, 2) ოთხფერი ილუსტრაციები, 3) დამაფიქრებელი დაბეჭდილი კითხვები. წინა შეხვედრასთან შეთანხმებულად, გაამხნევე, რომ კარგად შერჩეული მუხლები გამოიყენონ შეთავაზებისას. გააკეთე ერთი ან ორი მოკლე შეთავაზების ინსცენირება, სადაც მაუწყებლები აღნიშნავენ ნებაყოფლობითი შესაწირავების ღონისძიებას მობინადრესთან. შეახსენე ყველას, რომ აიღონ წიგნები ამ კვირაში გამოსაყენებლად.
სიმღერა №26 და დამამთავრებელი ლოცვა.