1997 წლის საოლქო კონგრესი „ღვთის სიტყვის რწმენა“
1 მოციქულმა პავლემ შეახსენა ტიმოთეს, რომ „მთელი წერილი ღვთივსულიერია“ (2 ტიმ. 3:16). რადგან ღვთის სიტყვა ღვთის მიერ არის შთაგონებული, ყოველგვარი მიზეზი გვაქვს, გვწამდეს მისი. წლევანდელი საოლქო კონგრესის თემაა — „ღვთის სიტყვის რწმენა“. მიუხედავად იმისა, მრავალი წელია ვიცით ჭეშმარიტება თუ მხოლოდ ახლა დავუკავშირდით იეჰოვას ორგანიზაციას, პროგრამა გაგვიმტკიცებს ბიბლიისადმი რწმენას. ყოველმა ჩვენგანმა უნდა მოაგვაროს საქმეები, რომ დაესწროს მთელ პროგრამას. რამდენად გამამხნევებელი იქნება, თუ ჩვენთან ერთად დაესწრებიან ახალი დაინტერესებულები, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებსაც ვასწავლით ბიბლიას!
2 სამდღიანი კონგრესი. წელს სამდღიანი საოლქო კონგრესის პროგრამა მომზადდა, რათა სარგებლობა მივიღოთ. 1997 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკში“ (რუს.) მითითებულია, სად ჩატარდება კონგრესები. ამ დროისთვის უკვე ინფორმირებული ხარ, რომელ კონგრესს დაესწრება შენი კრება და განსაზღვრულად უნდა დაგეგმო, რომ სამივე დღის პროგრამას დაესწრო. მიმართე თუ არა უკვე შენს დამსაქმებელს, რომ საჭირო დღეების განმავლობაში გაგათავისუფლოს? თუ სასკოლო ასაკის შვილები გყავს და კონგრესი სკოლის დროს უწევს, ტაქტიანად აცნობე თუ არა უკვე მათ მასწავლებლებს, რომ შენი ბავშვები არ იქნებიან პარასკევს მათი რელიგიური სწავლების ამ მნიშვნელოვანი ნაწილის გამო? (რჯლ. 31:12).
3 პროგრამა ყოველდღიურად დაიწყება 9.30-ზე. კარები გაიღება 8.00-ზე. ამ დრომდე ადრე შესვლის უფლება მხოლოდ მათ ექნებათ, ვისაც დავალება აქვს მიცემული, მაგრამ მათ ნება არ ეძლევათ, ადგილები დაიკავონ, სანამ შენობის კარი ყველასათვის არ იქნება ღია (ფილ. 2:4).
4 ყურადღებით უსმინე და ასეთი მოქმედებით კარგად მოიქცევი. მოციქულმა პეტრემ პირველი საუკუნის ქრისტიანებს შეახსენა, რომ ისინი კარგად მოიქცეოდნენ, თუ ყურადღებას მიაქცევდნენ წინასწარმეტყველურ სიტყვას, როგორც ლამპარს, რომელიც ბნელში ანათებს (2 პეტ. 1:19). იგივე გვეხება ჩვენც. ამ ძველ ქვეყნიერებაში ცხოვრება, რომელზეც სატანა მმართველობს, ბნელ ადგილში ყოფნასავითაა. ჩვენ დიდად მადლიერნი ვართ, რომ გამოხმობილი ვართ სულიერი წყვდიადიდან (კოლ. 1:13; 1 პეტ. 2:9; 1 იოან. 5:19). სინათლეში რომ დავრჩეთ, გვჭირდება რწმენის მტკიცედ შენარჩუნება იეჰოვას სიტყვისადმი ყურადღების მიქცევით. ამ ზაფხულს ჩვენი საოლქო კონგრესი ზუსტად ამაში გვიწყობს ხელს.
5 ჩვენ შეიძლება ძალისხმევა დაგვჭირდეს, თუ გვსურს პროგრამაზე გონების კონცენტრირება, მაგრამ უეჭველად ვიქნებით კურთხეული ამით. უნდა შევეცადოთ, კონგრესზე კარგად დასვენებულები მივიდეთ, რათა პროგრამის განმავლობაში ფხიზლად ვიყოთ. ყოველდღიურად საკმარისი დრო გამოუყავი კონგრესზე მისვლას, რათა პროგრამის დაწყებამდე მონახო ადგილი. შემდეგ შეუერთდი დასაწყის სიმღერასა და ლოცვას ყოველი დღის პროგრამის დაწყებისას. სრულწლოვანებმა მაგალითი უნდა მისცენ სხვებს და მშობლებმა მითითებები — შვილებს (ეფეს. 6:4).
6 პროგრამის დაწყებამდე პუნქტების სათაურების გადახედვისას შევეცადოთ, წინასწარ მივხვდეთ, რომელი საკითხები შეიძლება იყოს წარმოდგენილი იმ ნაწილის განმავლობაში. ეს მასალის წარმოთქმისადმი ინტერესს გაგვიღვივებს. შეიძლება ყურადღება მივაქციოთ ისეთ საკითხებს, რომლებიც დაგვეხმარება, ნათლად ავუხსნათ სხვებს, რატომ გვწამს ღმერთი და მისი ჭეშმარიტი აღთქმა, რომ დააჯილდოებს მის გულწრფელად მძებნელებს (ებრ. 11:1, 6). რეკომენდირებულია მოკლე ჩანაწერების გაკეთება, რაც დაგვეხმარება გავიხსენოთ პროგრამის ძირითადი საკითხები. თუ ვრცელ ჩანაწერებს გავაკეთებთ, გამოგვრჩება სხვა მთავარი საკითხები, რადგან მეტად დაკავებულები ვიქნებით ჩანაწერებით.
7 გასულ წელს მრავალი, დიდი თუ პატარა, კვლავ იქნა შემჩნეული, რომ დერეფნებში უმიზნოდ დადიოდნენ, გარეთ სეირნობდნენ და პროგრამის მსვლელობის დროს ერთმანეთს აკითხავდნენ ნაცვლად იმისა, რომ მოესმინათ, რას სთავაზობდა მათ მათსავე სასარგებლოდ „ერთგული და გონიერი მონა“. იესო დაგვპირდა, რომ მოგვცემდა სულიერ საზრდოს დროულად (მათ. 24:45–47). ამიტომ, ჩვენ უნდა დავესწროთ, რათა სარგებლობა მივიღოთ ამ საკვებიდან და უმადურობა არ გამოვავლინოთ (2 კორ. 6:1). აგრეთვე, როცა ბავშვები საკმარისად არ არიან გამოძინებული, ხშირად ითხოვენ საპირფარეშოში გასვლას, როგორც იმის საბაბს, რომ ადგნენ და გაისეირნონ. ჩვეულებრივ, სათანადო აღზრდა ოჯახში, საპირფარეშოში ხშირ სიარულს არააუცილებლად აქცევს. ზოგჯერ ახალგაზრდები ერთად სხედან მოშორებულ ადგილზე, საუბრობენ, ჩურჩულებენ და ერთმანეთს წერილებს უგზავნიან. ჩვენი ახალგაზრდები, რომლებიც მრავალ ზეგავლენას განიცდიან დღეს, საჭიროებენ წარმოდგენილი მასალისადმი ყურადღების მიქცევას და პროგრამის დროს სხვა რამე არ უნდა აკეთონ. აუცილებელია ისეთი ყმაწვილური სურვილების თავიდან არიდება, რომლებიც არ ეთანხმება ბიბლიურ პრინციპებს (შეადარე 2 ტიმოთე 2:22). ახალგაზრდებისა და სრულწლოვანების ყურადღებიანობა პატივს მიაგებს იეჰოვას და ახარებს მას.
8 თუ აუცილებელი ხდება რომელიმე მომსახურისგან შენიშვნის მიცემა ვინმესთვის ამასთან დაკავშირებით, ეს მიღებული უნდა იყოს, როგორც იეჰოვას სიყვარულით აღსავსე მზრუნველობა (გალ. 6:1). ყველას უნდა ახსოვდეს, რომ კონგრესზე დასწრებაზე ძალისხმევის მოხმარების მიზეზი ისაა, ‘რომ გავიგოთ და ვისწავლოთ’ (რჯლ. 31:12). ამასთანავე, ‘ბრძენი გაიგებს და სიბრძნე შეემატება’ (იგავ. 1:5). კონგრესამდე დარჩენილი დროის განმავლობაში მთელმა ოჯახმა განიხილეთ აუდიტორიაში ერთად სხდომის, პროგრამის განმავლობაში დარჩენისა და დიდი ყურადღებიანობის აუცილებლობა, რათა სრული სარგებლობა მიიღოთ პროგრამიდან.
9 „მშვენება“, რომელიც სიამოვნებას ჰგვრის იეჰოვას. იეჰოვას ხალხს მთელი ქვეყნიერება უყურებს (1 კორ. 4:9). ძირითადად შემჩნეული ვართ ჩვენი ჩაცმულობის, ვარცხნილობისა თუ კოსმეტიკის შესანიშნავი ნორმებით. იმ ბიბლიური ნორმების გამოყენებით, რომლებიც მოცემულია 1-ლი ტიმოთეს 2:9, 10-სა და 1-ლი პეტრეს 3:3, 4-ში, მრავალი აღწევს დიდ ცვლილებას გარეგნობაში იმასთან შედარებით, როგორც გამოიყურებოდა ქრისტიანულ კრებასთან ურთიერთობის დაწყებამდე. ეს მკვეთრ კონტრასტშია განუწყვეტლად უარესობისკენ მიმავალ ჩაცმულობის, ვარცხნილობისა თუ კოსმეტიკის ნორმებთან, რასაც წუთისოფელში ვხედავთ. ჩვენ გვსურს, ფხიზლად ვიყოთ, რომ არ დავემსგავსოთ წუთისოფელს გარეგნობაში — უცნაური ჩაცმულობით, ქვეყნიურ ვარცხნილობასთან დაკავშირებით, ან ისეთი ჩაცმულობით, რომელშიც მოკრძალებულობის ნატამალი არ არის. ჩვენი სამაგალითო ჩაცმულობა, ვარცხნილობა თუ კოსმეტიკა უნდა დაეხმაროს ახლებს, რომლებიც კონგრესს ესწრებიან, დაინახონ, როგორ უნდა გამოიყურებოდნენ ქრისტიანები.
10 მიუხედავად იმისა, რომ ძირითადმა მასამ გასული წლის კონგრესებზე ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დატოვა, ქვეყნიური ჩაცმულობა, ვარცხნილობა თუ კოსმეტიკა ჯერ კიდევ პრობლემას წარმოადგენდა და-ძმებს შორის, განსაკუთრებით პროგრამების შემდეგ თავისუფალი დროის განმავლობაში. როცა ვგეგმავთ კონგრესზე დასწრებას, უნდა დავუკვირდეთ ჩვენს ჩაცმულობას, ვარცხნილობასა თუ კოსმეტიკას. მშობლებო, ბრძნულად მიაქციეთ ყურადღება, რას ჩაიცვამენ თქვენი მცირეწლოვანი და მოზარდი შვილები. დარწმუნდით, რომ ჩვენ არ ვრთავთ ნებას ქვეყნიურ სტილსა და მოდას, ცუდი ზემოქმედება მოახდინონ ჩვენს ქრისტიანულ გარეგნობაზე.
11 შეინარჩუნე კარგი ქცევა. კარგი ქცევა ჭეშმარიტი ქრისტიანების განმასხვავებელი ნიშანია (1 პეტ. 2:12). ჩვენს ყოფაქცევას, სადაც არ უნდა ვიყოთ — კონგრესზე, რესტორანში, სასტუმროებსა თუ მოგზაურობაში — შესანიშნავი დამოწმებისა და დახმარების მიცემა შეუძლია სხვებისთვის იმის დასანახად, თუ რისი გაკეთება შეუძლია ადამიანებისთვის ღვთისა და მისი სიტყვის რწმენას. ამან შეიძლება აღძრას ვინმე, გაიცნოს იეჰოვა (შეადარე 1 პეტრე 3:1, 2). ჩვენ უპირატესობა გვაქვს, საკუთარი ქცევით განვადიდოთ ღმერთი. ქალაქ ალაბამის სასტუმროს ადმინისტრაციამ თქვა, რომ ჩვენი დელეგატები „სანდომიანი და საუკეთესო ქცევის მქონე ჯგუფია მათ შორის, რომლისთვისაც ოდესმე უმასპინძლიათ, — შემდეგ დასძინა: — უპირატესობა იქნება, თუ მომავალში კვლავ მოხვალთ აქ“. შეერთებული შტატების ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში „კონგრესებისა და ტურიზმის ბიურო“ წერდა: «ყოველწლიურად „საგუშაგო კოშკის საზოგადოების“ კონფერენციას დიდი სურვილით ელის მთელი ჩვენი საზოგადოება. თქვენს წევრებს ჭეშმარიტ აღტაცებაში მოვყავართ; ისინი უაღრესი თავაზიანობითა და პატივისცემით იქცევიან. ჩვენმა წარმოებამ დაინახა ეს და ყოველწლიურად დიდად მოელის ამ სტუმართა ჯგუფის დაბრუნებას». ნუთუ სასიამოვნო არ არის ამის მსგავსი ცნობების კითხვა? მიუხედავად ამისა, აუცილებელია ფხიზლად დარჩენა, რათა შევინარჩუნოთ იეჰოვას ხალხის კარგი რეპუტაცია.
12 მრავალი შეხსენება იყო მოცემული შვილების თვალყურის დევნაზე და იმაზე, რომ არ ერბინათ სასტუმროებში უპატრონოდ, რაც სხვა სტუმრებს აწუხებს. ყოველწლიურად საზოგადოება ღებულობს შეტყობინებას, რომ ჩვენი შვილებიდან ზოგი უმეთვალყურეოდ იყო საცურაო აუზში ან მასთან ახლოს და სასტუმროს დერეფნებში ან თავმოყრის ადგილებში დარბოდნენ. ერთი მენეჯერი, რომელიც თავის სასტუმროში დარჩა ღამით, 23.00-ის შემდეგ, ორჯერ გააღვიძა ბავშვების ჯგუფმა, რომლებიც სხვა მოწმეების ძებნაში ყოველი ოთახის კარზე აკაკუნებდნენ. თუმცა კონგრესები კი გვთავაზობს შესაძლებლობას, ვეწვიოთ და ურთიერთობა გვქონდეს ჩვენს ძმებთან, მაგრამ მშობლებს უნდა ახსოვდეთ თავიანთი ვალდებულება, ყოველთვის თვალყური ადევნონ შვილებს. ეს პასუხისმგებლობა იეჰოვამ ყოველ მშობელს დააკისრა (იგავ. 1:8; ეფეს. 6:4). უმეთვალყურეოდ მიტოვებული ბავშვების მოქმედებამ შეიძლება ძირი გამოუთხაროს იმ სახელს, რომელიც იეჰოვას სხვა მოწმეებმა დიდი შრომით მოიპოვეს (იგავ. 29:15).
13 გახსოვდეთ, სასტუმროს ოთახებში არ შეიძლება საჭმლის მომზადება, თუ ისინი არ არის აღჭურვილი სამზარეულოთი ამ მიზნისთვის. თუ თან გაქვს პატარა საყინულე ყუთი სასტუმროს ოთახში, დარწმუნდი, რომ არ ჟონავს ან ასველებს და აზიანებს ხალიჩას, ავეჯს ან ოთახის კედლებს.
14 გახსოვდეს, რომ ზოგან წვრილმანი გასამრჯელო მისაღებია, როცა პირად მომსახურებას ღებულობ, განსაკუთრებით, როცა მრავალი ემსახურება საზოგადოებას, როგორებიცაა ოფიციანტები, დამლაგებლები და სასტუმროში მომსახურეები, მათ სასიცოცხლო წყაროს ძირითადად წარმოადგენს წვრილმანი გასამრჯელო. როგორც იეჰოვას მოწმეებს, გვსურს, კარგი ქცევების გამოვლენა ამასთან დაკავშირებითაც.
15 კონგრესის ჩატარებაზე გაწეული დანახარჯების დაფარვა. ყველა ჩვენგანს ექნება დანახარჯები კონგრესზე დასწრებასთან დაკავშირებით. არსებობს სხვა ხარჯებიც, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ. კონგრესების ჩასატარებელი შენობები ძვირია. კიდევ არის ხარჯები, რომლებზე ზრუნვაც არის საჭირო. კონგრესებზე ჩვენი გულუხვი ნებაყოფლობითი შესაწირავები დიდად დაფასებულია (საქ. 20:35; 2 კორ. 9:7, 11, 13).
16 დასაჯდომი ადგილი. ისევ საჭიროა იმ მითითებების მიცემა, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში იყო გაკეთებული, სახელდობრ: დასაჯდომი ადგილების დაკავება შეიძლება უშუალოდ მხოლოდ შენი ოჯახის წევრებისა და მათთვის, რომლებიც შენთან ერთად მგზავრობდნენ მანქანაში. კარგია, როცა ვხედავთ, რომ ამ მითითებებს ბოლო წლების განმავლობაში ასრულებენ და ეს აძლიერებს კონგრესზე გამოვლენილი სიყვარულის ატმოსფეროს. უმეტეს ადგილებში დასაჯდომი ადგილის პოვნა უფრო ადვილია, ვიდრე სხვაგან. გთხოვთ, გამოავლინოთ ყურადღებიანობა და უფრო მეტი მოსახერხებელი ადგილი დაუტოვეთ მათ, რომლების ვითარებებიც მოითხოვენ ამას.
17 ფოტოაპარატები, ვიდეოკამერები და ჩამწერი მაგნიტოფონები. კონგრესებზე დაშვებულია ფოტოაპარატებისა და ჩამწერი მოწყობილობების გამოყენება. მაგრამ მათი გამოყენება მომცდენი არ უნდა იყოს სხვებისთვის. პროგრამის მსვლელობისას არ უნდა ვიაროთ სურათების გადასაღებად, რადგან ამან შეიძლება ხელი შეუშალოს სხვებს, რომლებიც ცდილობენ პროგრამის ყურადღებით მოსმენას. არც ერთი სახის ჩამწერი მოწყობილობის შეერთება არ შეიძლება ელექტრო ან გახმოვანების სისტემაში, არც არავითარი მოწყობილობა არ უნდა იყოს სკამებს შორის გასასვლელ ადგილებში, სასიარულო ადგილებში ან სხვების თვალში საცემად.
18 სამედიცინო დახმარება. სამედიცინო დახმარების განყოფილება მხოლოდ უკიდურესი საჭიროებისთვის არის. შეუძლებელია ქრონიკულ ავადმყოფებზე ზრუნვა. ამიტომ წინასწარ უნდა იზრუნო პირად და შენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მოთხოვნილებებზე. გთხოვთ, პირადად მოიტანო ასპირინი, საჭმლის მომნელებელი საშუალებები, ბანდები, „ბულავკა“ და მსგავსი საგნები, რადგან ესენი არ იქნება კონგრესზე. ნებისმიერმა პიროვნებამ, რომელზეც ცნობილია, რომ აქვს შეტევის საფრთხე, გადაჭარბებული ინსულინით გამოწვეული შოკი და ასე შემდეგ, წინასწარ უნდა გაითვალისწინოს თავისი მოთხოვნილება, რამდენადაც შესაძლებელია. მათ უნდა ჰქონდეთ აუცილებელი მედიკამენტები და ყოველთვის თან უნდა ჰყავდეთ ოჯახის ან კრების წევრი, რომელიც გარკვეულია მის სიტუაციაში, რათა ნებისმიერი საჭირო დახმარება გაუწიოს. პრობლემები წამოიჭრა კონგრესებზე, როცა ქრონიკული ავადმყოფები მარტო იყვნენ მიტოვებული და ცუდად გახდნენ. კონგრესის ადმინისტრაციას მოუწია, დაკავშირებოდა სასწრაფო დახმარებას, რათა საავადმყოფოებში წაეყვანათ ისინი. თუ ვინმეს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული მოთხოვნილების მქონეს, არ ჰყავს ოჯახის წევრებიდან დამხმარე, კრების უხუცესები უნდა იყვნენ ინფორმირებული ასეთი სიტუაციის შესახებ და საჭირო ღონისძიება გაუწიონ დასახმარებლად. კონგრესებზე არ იქნება არავითარი უზრუნველყოფა განსაკუთრებული ოთახებით ალერგიის მქონე პირების მოსათავსებლად.
19 საკვები კონგრესზე. ამ ბოლო დროს კონგრესებზე აღარ არის საკვებით მომარაგება, რამაც შედეგად მრავალი გაათავისუფლა ამისგან მთელი პროგრამის განმავლობაში, რათა კონცენტრირება მოეხდინათ სულიერ საკვებზე. მრავალი მადლიერების სიტყვა იყო გამოთქმული ამ გაადვილების შესახებ, რაც ეს ღონისძიება დაწესდა. ყველამ პირადად უნდა დაგეგმოს პრაქტიკული, ნოყიერი საკვების მოტანა შუადღის შესვენებისთვის, როგორც „ჩვენი სამეფო მსახურების“ 1995 წლის მაისის დანართში იყო მოცემული, 26-ე აბზაცში (რუს.). არ შეიძლება მინის ჭურჭლისა და ალკოჰოლური სასმელების წაღება საკონგრესო შენობაში. მაცივრები იმდენად პატარა უნდა იყოს, რომ თავსდებოდეს შენი სკამის ქვემოთ. ზოგი შემჩნეული იყო, რომ კონგრესის პროგრამის მსვლელობისას ჭამდა და სვამდა. ეს უპატივცემულობაა. საკონგრესო შენობის შიგნით ან მასთან შორიახლოს, სადაც საკვები იყიდებოდა, ზოგი ძმა იყო შემჩნეული, რომ იქ ჭამდა პროგრამის მსვლელობისას. ასეთი ქცევა არ არის სათანადო.
20 ჭეშმარიტად ვაფასებთ ჩვენს სულიერ ნადიმსა და მეგობრული ურთიერთობის, განმტვირთველ, მშვიდობიან ატმოსფეროს შუადღის მოკლე შესვენებებისას. ამ ღონისძიების მიზნის შესანარჩუნებლად გთხოვთ, საკვები თან წამოიღო, ნაცვლად იმისა, რომ შენობის გარეთ გახვიდე შუადღის შესვენებისას საკვების საყიდლად. ამგვარად, მეტი დრო გექნება შენს და-ძმებთან მეგობრული ურთიერთობისთვის.
21 როგორ გვიხარია, რომ მალე დაიწყება საოლქო კონგრესები — „ღვთის სიტყვის რწმენა“! ყოველ ჩვენგანს გვსურს წინასწარ მომზადება, რომ მთელ კონგრესს დავესწროთ, რათა სრულიად გავიხაროთ იეჰოვას მიერ თავისი ორგანიზაციის საშუალებით შემოთავაზებული შესანიშნავი სულიერი ნადიმით. ამგვარად წინასწარ ვიქნებით „ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული“ (2 ტიმ. 3:17).
[ჩარჩო 6 გვერდზე]
შეხსენებები საოლქო კონგრესისთვის
ნათლობა. ნათლობის კანდიდატები შაბათ დილას, პროგრამის დაწყებამდე, უნდა ისხდნენ მათთვის განკუთვნილ სექტორში. პირსახოცი და მოკრძალებული საცურაო კოსტიუმი უნდა მოიტანოს ყველამ, ვინც გეგმავს, მოინათლოს. წარსულში ზოგს ისე ეცვა, რაც არ იყო შესაფერისი შემთხვევისთვის და ამცირებდა მის მნიშვნელობას. უხუცესები, რომლებიც მონათვლის კანდიდატებთან განიხილავენ კითხვებს ბროშურიდან — „ბიბლიის სწავლების საწყისები“ — უნდა დარწმუნდნენ, რომ თითოეულს ესმის ეს საკითხები. ნათლობის მოხსენების შემდეგ მომხსენებელი წარმოთქვამს ლოცვას, რის შემდეგაც იმ ნაწილის თავმჯდომარე გამოაცხადებს სიმღერას. ბოლო სტროფის შემდეგ მომსახურეები გაუძღვებიან კანდიდატებს ნათლობის ადგილზე. ნათლობა — მიძღვნის სიმბოლო — პიროვნებასა და იეჰოვას შორის პირადი საკითხია. ამიტომ, არ არის სათანადო ნათლობის კანდიდატებისთვის, მოეხვიონ ან ხელი ჩაკიდონ ერთმანეთს მონათვლისას.
სამკერდე ნიშნები. გთხოვთ 1997 წლის სამკერდე ნიშანი ყოველთვის გეკეთოთ როგორც კონგრესზე, ისე კონგრესის ქალაქში და როცა მიდიხართ კონგრესზე ან ბრუნდებით იმ ადგილიდან. ხშირად, ეს გვიქმნის შესაძლებლობებს, საუკეთესოდ დავამოწმოთ. სამკერდე ნიშნებსა და პლასტმასის ბუდეებს მიიღებთ კრებაში, ამიტომ მათი გაცემა კონგრესზე არ მოხდება. ნუ დაელოდებით, სანამ რამდენიმე დღე დარჩება კონგრესამდე, რომ მოითხოვოთ სამკერდე ნიშნები თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის. გახსოვდეთ, რომ თან უნდა გქონდეთ მიმდინარე — „წინასწარი სამედიცინო განკარგულების/პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების“ ბარათი.
დაბინავება. ყველას ვთხოვთ თანამშრომლობას იმ საკითხში, რომ გამოიყენოთ მხოლოდ კონგრესის მიერ შემოთავაზებული ბინების სია. თუ გვერდს ავუვლით საზოგადოების ღონისძიებას და იმ სასტუმროებში შევუკვეთავთ ადგილებს, რომლებიც არ არის დადგენილ სიაში, ან იმაზე მეტს ვიხდით, ვიდრე ჩამოთვლილი სასტუმროებიდან ერთ-ერთი ღირდა, ამით ძირს ვუთხრით ჩვენი ძმების მძიმე შრომას, რომლებიც ხელსაყრელ თანხებზე მოურიგდნენ სასტუმროებს. გახსოვდეთ, რომ კონგრესის დროს დაბინავების ფასში შედის ხუთშაბათისა და კვირის ღამეები. თუ სასტუმროში პრობლემები გექმნებათ, დაუყოვნებლივ აცნობეთ „დაბინავების განყოფილებას“, სანამ ჯერ კიდევ კონგრესზე ხართ, რათა მათ მაშინვე შეძლონ თქვენი დახმარება ამ პრობლემის გადაწყვეტაში. კრების მდივნები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ბლანკები — „განაცხადი განსაკუთრებული საჭიროებებისას ბინით დაკმაყოფილებების შესახებ“ — დაუყოვნებლად არის გაგზავნილი შესაბამისი კონგრესის მისამართზე. თუ გინდა ბინის მოთხოვნის გაუქმება, რომელიც განსაკუთრებული საჭიროებების ღონისძიებით იყო გაკეთებული, სასწრაფოდ უნდა აცნობო პიროვნებას, რომლისგანაც შემოთავაზებული იყო ბინა, და კონგრესის „დაბინავების განყოფილებას“, რათა ხელახლა განაწილდეს. საბავშვო ეტლები და შეზლონგები. უმეტეს ადგილებში, საჯარო შეხვედრების დროს საბავშვო ეტლის გამოყენება არ შეიძლება. სახანძრო ინსტრუქციები კრძალავს მათ დატოვებას დერეფანში და სკამებს ან რიგებს შორის გასასვლელ ადგილებში. რადგან ხალხის დიდმა მიმოსვლამ შეიძლება გამოიწვიოს სივიწროვე, საბავშვო ეტლები პოტენციური საშიშროებაა როგორც ბავშვისთვის, ისე მისთვის, ვინც წამოედება მათ. ასე რომ, გთხოვთ, ნუ მოიტანთ ეტლებს კონგრესზე. პატარა ბავშვისთვის გათვალისწინებული მანქანაში დასამაგრებელი სკამები დაშვებულია, რადგან მათი მიმაგრება შესაძლებელია მშობლის ადგილის გვერდზე. გთხოვთ, ნუ მოიტანთ შეზლონგებს. ისინი სახიფათოა და არ არის დაშვებული ხალხის დიდი თავშეყრის ადგილებში. თქვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და დიდად დაფასებულია.
ნებაყოფლობითი სამსახური. შეგიძლია თუ არა დროის გამოყოფა, რომ კონგრესზე დაეხმარო ერთ-ერთ განყოფილებას? ჩვენი ძმების მსახურება, თუნდაც სულ რამდენიმე საათით, ძალიან დამხმარე იქნება და დიდ კმაყოფილებას მოგვგვრის. თუ შეგიძლია დახმარება, გთხოვთ, აცნობო „ნებაყოფლობითი სამსახურის განყოფილებას“ კონგრესზე. 16 წლამდე ბავშვებსაც შეუძლიათ დახმარების აღმოჩენა იმით, რომ მშობლის ან სხვა, მათზე პასუხისმგებელი პიროვნების, მითითებებს მიჰყვებიან.
გაფრთხილებები. ყურადღებით იყავი პოტენციური პრობლემებისადმი, რათა აირიდო ზედმეტი სირთულეები. ხშირად, ქურდები და სხვა უსინდისო პირები ძარცვავენ მათ, ვინც თავის სახლს მოშორებულია. დარწმუნდი, რომ ავტომობილი დაკეტილი გაქვს ყოველთვის და არასოდეს დატოვო გამოსაჩენ ადგილზე რამე მასში, რომ არ მიიზიდოს ყურადღება და არ გატეხონ. ქურდებისა და ჯიბგირების ყურადღება მიქცეულია დიდი თავყრილობისკენ. არ იქნებოდა ბრძნული, რომ რამე ფასეული შენს ადგილზე დაგეტოვებინა. არ არის იმის გარანტია, რომ შენს გარშემო ყველა ქრისტიანია. რატომ შევთავაზოთ რამე საცდური? როგორც ცნობილია, გარეშე პირებისგან ბავშვების მოტყუებისა და წაყვანის მცდელობა იყო. არასოდეს დატოვოთ უმეთვალყურეოდ ბავშვები.
ზოგ სასტუმროში არსებული სატელევიზიო და ვიდეო მომსახურებები ხშირად უშვებს გარყვნილ, პორნოგრაფიულ პროგრამებს. ფრთხილად იყავით ამ მახესთან და ნუ დაუშვებთ, შვილებმა მარტოებმა უყურონ ტელევიზორს ოთახში. მშობლებს, ალბათ, სურთ არ მისცენ საშუალება შვილებს, უყურონ საკაბელო ტელევიზიას მათი სასტუმროს ოთახში იმით, რომ სთხოვონ სასტუმროს, გამოთიშოს ეს არხი მათი იქ ყოფნის განმავლობაში.
გთხოვთ, კონგრესთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ არ დაურეკოთ ან არ მისწეროთ კონგრესის დარბაზის დირექციას. თუ კონგრესის შესახებ ინფორმაცია გჭირდებათ, გთხოვთ, შეეკითხოთ ადგილობრივ უხუცესებს.