ხარ სრული დროით მოწმე?
1 იქნებოდა ამ კითხვაზე შენი პასუხი „დიახ“? თუმცა იეჰოვას ყველა ერთგულ მსახურს არ შეუძლია სრული დროით მსახურებაში ჩაბმა, გონივრული არაა, მოველოდეთ, რომ ყველა უნდა ვთვლიდეთ საკუთარ თავს მის სრული დროით მოწმედ? რასაკვირველია, უნდა ვთვლიდეთ.
2 შეუძლებელია იყო არასრული დროით ქრისტიანი. იესომ მამასთან დაკავშირებით თქვა: „მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის სათნო“ (იოან. 8:29). პავლემ, რომელიც ასევე ფიქრობდა, მოგვიწოდა: „ყველაფერი აკეთეთ ღვთის სადიდებლად“ (1 კორ. 10:31). მაშასადამე, ყველამ აუცილებლად უნდა ვუყუროთ საკუთარ თავს, როგორც იეჰოვას სრული დროით მოწმეს. ასეთი შეხედულება სასიკეთოდ იმოქმედებს ჩვენზე ყველა ჩვენს საქმიანობაში.
3 ყურადღება მიაქციე დამამტკიცებელ საბუთს. ჩვენს გარეგნობას, საუბარსა და ქცევას შეუძლია დაანახოს სხვებს, რომ ნამდვილად იეჰოვას მოწმეები ვართ. ჩვენ გვესმის მოკრძალებული გარეგნობის, სასარგებლო საუბრისა და სათანადო ქცევის აუცილებლობა სამქადაგებლო საქმიანობისა თუ ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებისას. მაგრამ სკოლაში მივდივართ, ქვეყნიურ სამუშაოზე ვმუშაობთ თუ ვერთობით, ჩვენთან დაკავშირებული ყველაფერი უნდა ამტკიცებდეს, რომ იეჰოვას სამართლიანი ნორმებით ვცხოვრობთ.
4 იესომ თქვა: „მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება. . . ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია“ (მათ. 5:14–16). ეს უნდა ეხებოდეს ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, და ყოველთვის. თუ ოდესმე ვხედავთ, რომ არ გვეხალისება დამოწმება ადგილის ან იმის გამო, თუ რას ვაკეთებთ, საჭიროა შევეკითხოთ საკუთარ თავს: „იეჰოვას არასრული დროით ვემსახურები თუ სრული დროით?“ დაე არასოდეს გავუშვათ ხელიდან შესაძლებლობა — ვესაუბროთ სხვებს კეთილ ცნობაზე სამეფოს შესახებ.
5 გახსოვდეს, რომ დიდება და სიხარული მოგვაქვს იეჰოვასთვის, როცა კითხვაზე „ხარ სრული დროით მოწმე?“ ვპასუხობთ — „დიახ!“