იეჰოვას მოწმეების 1998 წლის საოლქო და საერთაშორისო კონგრესები „ღვთისმოსაწონი ცხოვრების გზა“
1 იგავნის 10:29 გვახსენებს, რომ „უფლის გზა სიმტკიცეა“. რა შესაფერისი თემა აქვს ამ წლის კონგრესს — „ღვთისმოსაწონი ცხოვრების გზა“! მაგრამ როგორ გაჰყვება მთელი სამი დღის განმავლობაში პროგრამას ეს თემა? ყოველი ჩვენგანი მოუთმენლად მოველით ჩვენთვის მომზადებულ პროგრამას, რომელშიც გაშუქებული იქნება მნიშვნელოვანი საკითხები.
2 მისიონერები ან სხვები, რომლებიც საზღვარგარეთ მსახურობენ, შეიძლება დაესწრონ თქვენს კონგრესს. მოსალოდნელია, რომ სხვა ქვეყნებიდან ათასობით დელეგატი დაესწროს იმ ქალაქებში, სადაც საერთაშორისო კონგრესებია დაგეგმილი. შეიძლება შენ შეხვდე ზოგიერთ ამ სტუმართაგანს. კონგრესის პროგრამაში ჩართული იქნება ანგარიშები იმის შესახებ, თუ როგორ აკურთხებს იეჰოვა საქმეს სხვადასხვა ტერიტორიებზე.
3 დასწრება ძალისხმევად ღირს. აფრიკაში ბევრ ჩვენს ძმას სიძნელეები შეხვდა კონტინენტის ზოგ ნაწილში გაჩაღებული ომისა და არეულობის გამო. ისინი იეჰოვას ხალხის კონგრესებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად უყურებენ. ზოგს კონგრესზე დასასწრებად დიდი მანძილის გავლა უხდება, მაგრამ ისინი გაცდენას არც ფიქრობენ. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (ყოფილი ზაირი) მცხოვრებმა 73 წლის ძმამ კონგრესზე დასასწრებად დაახლოებით 450 კილომეტრი ფეხით გაიარა. ის დანიშნულ ადგილზე 16 დღეში ჩავიდა, ფეხები გასიებული ჰქონდა, მაგრამ ბედნიერი იყო იქ ყოფნით. კონგრესის შემდეგ, სიხარულით აღსავსე და სულიერად გაძლიერებული, ფეხითვე დაბრუნდა სახლში. ეს ასე ხდებოდა წლების განმავლობაში!
4 მოზამბიკში საოლქო ზედამხედველმა და მისმა ცოლმა სარაიონო კონგრესზე დასასწრებად ფეხით გადაიარეს მაღალი მთა და გაიარეს უდაბნოსმაგვარი მხარე. მათ 45 საათში 90 კილომეტრი გაიარეს. ამ წყვილის მაგალითით ყველა დამსწრე დიდად გამხნევებული იყო. ბევრმა ოჯახმაც მსგავსი ძალისხმევა მოახმარა დასწრებას. საოლქო ზედამხედველმა თქვა, რომ ზოგმა ძმამ, რომელთა შორის 60 წლისაც იყო, 200 კილომეტრი გაიარა ფეხით.
5 დაგეგმე თუ არა წელს კონგრესზე დასწრება? შეიძლება შენ არ მოგიხდეს დიდი მანძილის ფეხით გავლა, მაგრამ გარკვეული ძალისხმევა და მსხვერპლი იქნება აუცილებელი, რომ ოჯახით დაესწრო კონგრესს. იზრუნე, რომ მთელ პროგრამას დაესწრო. ბიბლიის ბევრი შემსწავლელი წარმატებებს აღწევს, რომ თავი მიუძღვნას ღმერთს. კონგრესზე დასწრება მათ დაეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. დაპატიჟე ისინი, ვისაც ბიბლიას ასწავლი, და სხვა დაინტერესებულები, რომ თქვენთან ერთად დაესწრონ შეხვედრას?
6 სამდღიანი პროგრამა. წელს ჩვენი ფილიალის ტერიტორიაზე 40 კონგრესი ჩატარდება. გარდა რუსულისა, კონგრესი ჩატარდება ქართულ და ჟესტების ენაზე. 1998 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკში“ ჩამოთვლილია ამ კონგრესების თარიღები და ადგილები. შენ უკვე იცი, თუ რომელ კონგრესზეა მიწვეული შენი კრება.
7 სპეციალური შენიშვნა. სასურველია, რომ დაესწრო იმ კონგრესს, სადაც შენი კრებაა მიწვეული. ზოგი საზღვარგარეთ წავა საერთაშორისო კონგრესზე, მაგრამ ეს მხოლოდ მათთვისაა შესაძლებელი, ვინც დელეგატადაა მიწვეული. ამ მხრივ შენი პატივისცემითა და თანამშრომლობით ყველაფერი შესაფერისად და წესიერად გაკეთდება (1 კორ. 14:33, 40).
8 პარასკევს, შაბათს და კვირას დილით პროგრამა 9 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. პარასკევს და შაბათს პროგრამა 17 საათზე დასრულდება, ხოლო კვირას — 16 საათზე. კარები ყოველ დღე 8 საათზე გაიღება. ამ დრომდე შესვლის უფლება მხოლოდ მათ ექნებათ, ვისაც დავალება აქვს მიცემული. მაგრამ ადგილები 8 საათამდე არ უნდა დაიკავონ.
9 როდესაც კონგრესზე მივდივართ ან კონგრესიდან ვბრუნდებით, არაფორმალურად დამოწმებას უნდა ვეცადოთ. ავტოგასამართი სადგურის მომსახურეები, გამყიდვლები, სასტუმროს პერსონალი და ოფიციანტები შეიძლება დაინტერესდნენ სამეფოს შესახებ ცნობით. თან ატარე ტრაქტატები, მიმდინარე ჟურნალები, ბროშურები და სხვა ლიტერატურა, რათა ისარგებლო შემთხვევით და ესაუბრო იმ ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება სხვაგვარად ვერ უქადაგონ კეთილი ცნობა (2 ტიმ. 3:17).
10 „დაუკვირდით, როგორ ისმენთ“. გონივრულია, რომ კონგრესის დელეგატებმა ლუკას მე-8 თავის მე-18 მუხლში მოცემული რჩევა გაითვალისწინონ. სასურველია, რომ ყველას თან ჰქონდეს ბიბლია, ასევე სიმღერების წიგნი და ბლოკნოტი. ყურადღებით მოუსმინე, რომ არ გამოგრჩეს ყოველი მოხსენებიდან მთავარი აზრები და გააკეთე მოკლე ჩანაწერები. შეეკითხე საკუთარ თავს, თუ როგორ შეგიძლია პირადად გამოიყენო მასალა. კონგრესის ყოველ საღამოს, სანამ დაიძინებდე, რატომ არ გადაგეხედა ჩანაწერებისთვის და გაგეანალიზებინა, რამდენად ზუსტად მიჰყვები იეჰოვას გზას (იგავ. 4:10–13).
11 შეიმჩნევა, რომ პროგრამის დროს ზოგი გარეთ გადის, საკუთარ ავტომანქანაში ზის და პროგრამას არ უსმენს. სხვები უმიზეზოდ დიდიან იმის მაგივრად, რომ ისხდნენ აუდიტორიაში და მოისმინონ. ახალგაზრდებისგან შემდგარი ჯგუფები შუადღისას ტოვებენ კონგრესს. ზოგმა იეჰოვას მსახურმა სერიოზული შეცდომა დაუშვა წარსულში იმის გამო, რომ ყურადღებით არ უსმენდა იეჰოვას შეხსენებებს. რასაკვირველია, ჩვენ გვსურს ასეთ შეცდომებს თავი ავარიდოთ (4 მეფ. 17:13–15). ‘ერთგულმა და გონიერმა მონამ’ მოამზადა პროგრამა, რომელსაც ყოველი ჩვენგანი საჭიროებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, „მეტი გულისყურით ვიყოთ მოსმენილისადმი“ სამდღიანი კონგრესის პროგრამის განმავლობაში. ყოველ დღე ჩვენთვის საინტერესო რამეს გავიგებთ, რომელიც განსაკუთრებულ სასარგებლო ზეგავლენას მოახდენს ჩვენს მომავალ ცხოვრებაზე. ჩვენი ყურადღებითა და ყოველივე იმის გამოყენებით, რითაც იეჰოვა სულიერად უზრუნველგვყოფს მოახლოვებული კონგრესებით, ჩვენი იმედი ისე განმტკიცდება, რომ არ გადავუხვევთ ღვთისმოსაწონი გზიდან (მათ. 24:45; ებრ. 2:1).
12 ჩაცმულობა, რომელიც განადიდებს იეჰოვას. ამ რთულ პერიოდში ჩვეულებრივზე მეტი ყურადღების მიქცევა გვჭირდება, რომ ქვეყნიერების სულმა ჩვენზე ზეგავლენა არ მოახდინოს (1 კორ. 2:12). ჩვენი ჩაცმულობა და გარეგნობა მოკრძალებული უნდა იყოს და პატივს მიაგებდეს ღმერთს, რომელსაც თაყვანს ვცემთ (1 ტიმ. 2:9, 10). ძვირფასი ტანსაცმელი არ არის აუცილებელი, რომ მათ შორის იყო, ვინც ‘ამკობს ჩვენი მაცხოვარი ღვთის მოძღვრებას’ (ტიტ. 2:10). ყურადღება მიაქციე შესანიშნავ პრაქტიკულ და სულიერ რჩევას, რომელიც მოცემულია 1997 წლის 15 ივნისის „საგუშაგო კოშკში“, გვ. 17, 18, აბზ. 14-18. არასდროს გეგონოს, რომ ჩაცმულობით, რომელიც განადიდებს იეჰოვას, ნაკლებად ვამოწმებთ.
13 თექვსმეტი წლის მოწმე გოგონამ მოყვა, რომ, როცა ის და მისი ძმა პროგრამის შემდეგ კაფეში წავიდნენ, შეამჩნიეს, რომ ზოგ ძმას და დას, რომლებიც იქ იყვნენ, შეუფერებლად ეცვათ. მიუხედავად ამისა, კაფეში მყოფ ხალხზე კარგი ზეგავლენა მოახდინა იმ მოწმეების ნახვამ, რომლებსაც სუფთად და შესაფერისად ეცვათ და კონგრესის სამკერდე ნიშნებს ატარებდნენ. ამან საშუალება მისცა, ექადაგათ ზოგიერთი მესაკუთრისთვის.
14 ყოფაქცევა, რომელიც განადიდებს იეჰოვას. ვიცით, რომ ჩვენმა ქრისტიანულმა ყოფაქცევამ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს სხვების შეხედულებაზე ჭეშმარიტ თაყვანისცემასთან დაკავშირებით. ამიტომ გვინდა ყოველთვის კეთილი ცნობის ღირსად მოვიქცეთ, რაც განადიდებს იეჰოვას (ფილ. 1:27).
15 გასულ წელს ჩრდილოეთ ანგოლაში პირველად ჩატარდა საოლქო კონგრესი. კონგრესის მეორე დღეს ადგილობრივი ორი პოლიციელი იყო გაგზავნილი საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად. ისინი იქ მთელი დღე დარჩნენ. დღის დასასრულს მოსმენილისა და ნანახი კარგი ქცევის შესახებ აღტაცება გამოთქვეს. ერთ-ერთმა აღნიშნა: „რატომ გამოგვგზავნეს აქ? ჩვენ ხომ ვიცით, რომ იეჰოვას მოწმეები თავიანთ შეკრებებზე წესრიგს იცავენ“.
16 აფრიკის ერთ-ერთი ქვეყნის პოლიტიკური პარტიის წევრი ევროპაში გაიქცა, როდესაც მისი პარტიის ყველა წევრი დახოცეს. მრავალმა პრობლემამ გული გაუტეხა. ბოლოს ბიბლიის შესწავლაზე დათანხმდა. როდესაც პირველად დაესწრო საოლქო კონგრესს, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სხვადასხვა წარმოშობის ადამიანებს შორის არსებულმა მშვიდობამ და შეხმატკბილებამ. ის დარწმუნებული იყო, რომ ჭეშმარიტება იპოვა. კონგრესის მსვლელობისას გადაწყვიტა შეეწყვიტა პოლიტიკასთან კავშირი. მოგვიანებით ის მოინათლა და ახლა შვილებთან ერთად იეჰოვას ემსახურება.
17 როგორ შთაბეჭდილებას მოახდენს წელს კონგრესზე ჩვენი ქცევა მათზე, ვინც პირველად დაესწრება? შეამჩნევენ ისინი თანამშრომლობის სულს, როდესაც მოხალისეებად ვიმუშავებთ? მოახდენს მათზე ზეგავლენას შენ ირგვლივ სისუფთავე და ის ფაქტი, რომ კონგრესის ადგილის დატოვების წინ ჩვენ და ჩვენი ბავშვები ავკრეფთ ნაგავს, რომელიც შეიძლება ჩვენს ადგილთან დაგროვდეს? შეამჩნევენ ისინი ჩვენს კარგ ქცევებს საცხოვრებლიდან თუ საცხოვრებლისკენ მგზავრობისას და კონგრესის ტერიტორიაზე? შეამჩნევენ ისინი, რომ ყოველთვის თვალყურს ვადევნებთ შვილებს? დაე ისე მოვიქცეთ, რომ საუკეთესო შთაბეჭდილება მოვახდინოთ მათზე, ვინც გვაკვირდება.
18 კონგრესის ჩატარებაზე გაწეული დანახარჯების დაფარვა. დღევანდელ წუთისოფელში სპორტულ შეჯიბრებაზე ან სხვა წარმოდგენაზე დასასწრები ბილეთები, სტადიონზე იქნება ეს თუ იმ შენობებში, სადაც კონგრესი ტარდება, ძალიან ძვირი ღირს. ეს ნაწილობრივ გამოწვეულია დედაქალაქებში არსებული მაღალი გადასახადებით. ჩვენი საზოგადოება კი ყოველთვის უფასოდ გვთავაზობს ადგილებს კონგრესზე. მაშ, როგორ შეიძლება გადასახადებისა და კონგრესის სხვა დანახარჯების დაფარვა? დამსწრეთა გულუხვი შესაწირავებით. დარწმუნებულები ვართ, რომ ღვთის ადრინდელი მსახურების მსგავსად, რომლებიც იეჰოვა ღმერთს და იესო ქრისტეს ბაძავდნენ, გამოავლენთ გულუხვობას (2 კორ. 8:7). დიდი ყურადღება ექცევა შესაწირავების დაცვას, აღრიცხვას და იმას, რომ ისინი მოხმარდეს განკუთვნილ მიზანს.
19 ადგილები. ისევ საჭიროა იმ მითითებების მიცემა, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში კეთებოდა, სახელდობრ: ადგილების დაკავება შეიძლება მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის და მათთვის, რომლებიც შენთან ერთად მგზავრობდნენ შენი ავტომანქანით. სასიამოვნოა, ამ საკითხში გაუმჯობესების ნახვა, რაც აძლიერებს კონგრესზე გამოვლენილ სიყვარულს. ადგილებიდან ზოგი უფრო მოსახერხებელია. გთხოვთ, გამოავლინო ყურადღებიანობა და უფრო მეტად მოსახერხებელი ადგილი დაუტოვოთ მათ, რომელთა ვითარებებიც მოითხოვენ ამას. გახსოვდეს, რომ ‘სიყვარული თავისას არ ეძიებს’ (1 კორ. 13:4, 5; ფილ. 2:4).
20 ჟესტების ენაზე კონგრესის პროგრამა გადაითარგმნება შემდეგ ქალაქებში: ალმა-ათა, დონის როსტოვი, ეკატერინბურგი, ირკუტსკი, მარნეული, სანქტ-პეტერბურგი, ტარაზი, ყაზანი, ხაბაროვსკი. მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ დრამა ჟესტების ენაზე წარმოდგენილი იქნება დონის როსტოვში, ეკატერინბურგსა და სანქტ-პეტერბურგში. სანქტ-პეტერბურგის კონგრესზე ზოგიერთი მოხსენება მთლიანად გადმოიცემა ჟესტების ენაზე. რადგან ჟესტების ენაზე თარგმნა მხოლოდ ზემოთ მითითებულ ქალაქებშია დაგეგმილი, კარგი იქნებოდა, თუ ყრუ-მუნჯი მაუწყებლები და დაინტერესებულები ახლავე დაგეგმავდნენ ამ კონგრესებზე დასწრებას. კრების უხუცესებმა უნდა გაიგონ, აქვთ თუ არა ყრუ-მუნჯებს საოლქო კონგრესზე გამგზავრებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული საჭიროებები, უნდა აღძრან ისინი, დაესწრონ ერთ-ერთ კონგრესს, ასევე შეახსენონ მათ, რომ მგზავრობა წინასწარ დაგეგმონ. ჩვენი რელიგიური ორგანიზაცია კონგრესის პროგრამის თარგმნას ჟესტების ენაზე მხოლოდ რამდენიმე ქალაქში გეგმავს, რათა ყრუ-მუნჯებისთვის თარგმანი რაც შეიძლება ხარისხიანი იყოს და მათ მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ ურთიერთობისთვის. ბევრ ქვეყანაში იეჰოვას ხალხის მრავალწლიანმა გამოცდილებამ ცხადყო, რომ ძალიან სასარგებლოა ყრუ-მუნჯებისთვის, როდესაც იმ კონგრესების რიცხვი, რომლებზეც პროგრამა ითარგმნება ჟესტების ენაზე, შეზღუდულია, რადგან თარგმანის ხარისხი უკეთესია. ამგვარად, ორგანიზებული საოლქო კონგრესები წარმატებული რომ იყოს, საჭიროა უხუცესების, კონგრესის კომიტეტების, ასევე ყრუ-მუნჯი მაუწყებლებისა და დაინტერესებულების თანამშრომლობა. წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის და ვიმედოვნებთ, რომ იეჰოვა აკურთხებს საოლქო კონგრესის მომზადებასა და ჩატარებას.
21 ფოტოაპარატები, ვიდეოკამერები, ჩამწერი საშუალებები. კონგრესზე დაშვებულია ფოტოაპარატებისა და ჩამწერი საშუალებების გამოყენება. მაგრამ მათი გამოყენება მომცდენი არ უნდა იყოს სხვებისთვის. პროგრამის მსველობისას სურათების გადასაღებად სიარული ხელს შეუშლის სხვებს, რომლებიც ცდილობენ ყურადღებით მოსმენას. არანაირი ჩამწერი საშუალების შეერთება არ შეიძლება ელექტრო ან ხმის გამაძლიერებელ სისტემაში; ისინი არც სკამებს შორის გასასვლელ ადგილებში უნდა იყოს, არც თვალში საცემად, რათა დამსწრეებს ხელი არ შეუშალოთ.
22 სამედიცინო დახმარება. სამედიცინო დახმარების განყოფილება მხოლოდ უკიდურესი საჭიროებისთვის არის. გთხოვთ პირადად მოიტანო ასპირინი, საჭმლის მომნელებელი საშუალებები, ბანდი, ქინძისთავი და მსგავსი საგნები, რადგან ესენი არ იქნება კონგრესზე. ნებისმიერმა პიროვნებამ, რომელზეც ცნობილია, რომ აქვს შეტევის საფრთხე, გადაჭარბებული ინსულინით გამოწვეული შოკი, აწუხებს გული და ასე შემდეგ, უნდა მოიტანოს აუცილებელი მედიკამენტები. მათ ყოველთვის თან უნდა ჰყავდეთ ოჯახის ან კრების წევრი, რომელიც გარკვეულია მათ სიტუაციაში და კრიტიკულ მდგომარეობაში შეუძლია იმოქმედოს. პრობლემები წამოიჭრა კონგრესებზე, როცა ქრონიკული ავადმყოფები მარტო იყვნენ მიტოვებული და ცუდად გახდნენ. თუ ვინმეს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონეს, არ ჰყავს ოჯახის წევრებიდან დამხმარე, კრების უხუცესები უნდა იყვნენ ინფორმირებული და საჭირო ღონისძიება გასწიონ დასახმარებლად. არ არის საშუალება, რომ ავადმყოფების ან ალერგიის მქონე პიროვნებების მოსათავსებლად განსაკუთრებული ოთახები გამოიყოს.
23 საკვები კონგრესზე. დამსწრეთაგან თითოეულმა უნდა მოიტანოს თავისთვის საჭმელი, რომ არ მოუწიოთ შესვენებაზე რაიმეს საყიდლად გარეთ გასვლა. მსუბუქი საუზმე, რომელიც ნოყიერი და ადვილად მოსანელებელია, საკმარისი იქნება. კონგრესზე არ შეიძლება მინის ჭურჭლისა და ალკოჰოლური სასმელების მოტანა. მაცივრები ან ჩანთები იმდენად პატარა უნდა იყოს, რომ თავსდებოდეს შენი სკამის ქვეშ. ზოგი ჭამს და სვამს კონგრესის პროგრამის მსვლელობისას. ეს ამ ღონისძიებისადმი უპატივცემულობას გამოხატავს.
24 რამდენად მოხარულები ვართ, რომ 1998 წლის საოლქო კონგრესი, სახელწოდებით „ღვთისმოსაწონი ცხოვრების გზა“, მალე დაიწყება! მოაგვარე შენი საქმეები, რომ დაესწრო? დაე მშვიდობიანად იმგზავრო და სახლში გახალისებული დაბრუნდე, გადაწყვეტილებით აღსავსე — შეასრულო იეჰოვას ძვირფასი მსახურება, რომ იცხოვრო ღვთისმოსაწონად მარადიული კურთხევისთვის.
[ჩარჩო 6 გვერდი]
შეხსენებები საოლქო კონგრესისთვის
▪ნათლობა. ნათლობის კანდიდატები შაბათ დილას, პროგრამის დაწყებამდე, უნდა ისხდნენ მათთვის განკუთვნილ სექტორში. პირსახოცი და მოკრძალებული საცურაო კოსტიუმი უნდა მოიტანოს ყველამ, ვინც მონათვლას აპირებს. წარსულში ზოგს ისე ეცვა, რაც არ იყო ამ შესაფერისი შემთხვევისთვის და ამცირებდა მის მნიშვნელობას. უხუცესები, რომლებიც მონათვლის კანდიდატებთან განიხილავენ კითხვებს ბროშურიდან — „ბიბლიის სწავლების საწყისები“ — უნდა დარწმუნდნენ, რომ თითოეულს ესმის ეს საკითხები. ნათლობა — მიძღვნის ნიშანი — პიროვნებასა და იეჰოვას შორის პირადი საკითხია. ამიტომ მართებული არ არის ნათლობის კანდიდატებისთვის, მოეხვიონ ან ხელი ჩაკიდონ ერთმანეთს მონათვლისას.
▪სამკერდე ნიშნები. გთხოვთ 1998 წლის სამკერდე ნიშანი ყოველთვის გეკეთოს იმ ქალაქში, სადაც კონგრესი ტარდება — როცა კონგრესზე მიდიხარ ან კონგრესიდან ბრუნდები. ხშირად ეს საუკეთესოდ დამოწმების შესაძლებლობებს გვიქმნის. სამკერდე ნიშნებსა და პლასტმასის ბუდეებს მიიღებ კრებაში, ამიტომ მათი გაცემა კონგრესზე არ მოხდება. ნუ დაელოდები, სანამ რამდენიმე დღე დარჩება კონგრესამდე, რომ მოითხოვო სამკერდე ნიშნები შენთვის და შენი ოჯახისთვის.
▪ დაბინავება. ყველას ვთხოვთ თანამშრომლობას იმ საკითხში, რომ გამოიყენონ მხოლოდ კონგრესის მიერ შემოთავაზებული ბინების სია. გახსოვდეს, რომ კონგრესის დროს დაბინავების ფასში შედის ხუთშაბათისა და კვირის ღამეები. თუ სასტუმროში პრობლემები გექმნება, დაუყოვნებლივ აცნობე „დაბინავების განყოფილებას“, სანამ ჯერ კიდევ კონგრესზე ხარ, რათა მათ მაშინვე შეძლონ შენი დახმარება ამ პრობლემის გადაწყვეტაში. ეცადე ასეთი საკითხები სიყვარულითა და ურთიერთთანამშრომლობით გადაწყვიტო. გთხოვთ, გახსოვდეს, რომ შეუძლებელია ყველასთვის ერთნაირად იაფ და კომფორტულ ადგილზე საცხოვრებლის შეთავაზება, მაშინაც კი, თუ ეს მოთხოვნა ადრევე იქნა გაკეთებული. კრების მდივნები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ ბლანკები „განაცხადი განსაკუთრებული საჭიროებებისას ბინით დაკმაყოფილებების შესახებ“ დაუყოვნებლად არის გაგზავნილი შესაბამისი კონგრესის მისამართზე. თუ გინდა ბინის მოთხოვნის გაუქმება, რომელიც განსაკუთრებული საჭიროებების ღონისძიებით იყო გაკეთებული, სასწრაფოდ უნდა აცნობო პიროვნებას, რომლისგანაც შემოთავაზებული იყო ბინა, და კონგრესის „დაბინავების განყოფილებას“, რათა ოთახი ხელახლა განაწილდეს.
▪საბავშვო ეტლები და შეზლონგები. უმეტეს ადგილებში საჯარო შეხვედრების დროს საბავშვო ეტლის გამოყენება არ შეიძლება. სახანძრო ინსტრუქციები კრძალავს მათ დატოვებას დერეფნებში და სკამებს ან რიგებს შორის გასასვლელ ადგილებში. რადგან ხალხის დიდმა მიმოსვლამ შეიძლება გამოიწვიოს სივიწროვე, საბავშვო ეტლები პოტენციური საშიშროებაა როგორც ბავშვისთვის, ისე მათთვის, ვინც წამოედება მათ. ასე რომ, გთხოვთ, ნუ მოიტან ეტლებს კონგრესზე. პატარა ბავშვისთვის გათვალისწინებული მანქანაში დასამაგრებელი სკამები დაშვებულია, რადგან მათი მიმაგრება შესაძლებელია მშობლის ადგილის გვერდზე. გთხოვთ, ნუ მოიტან შეზლონგებს. მათი გამოყენება არ არის დაშვებული ხალხის დიდი თავშეყრის ადგილებში. შენი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და დიდად დაფასებულია.
▪ნებაყოფლობითი სამსახური. შეგიძლია თუ არა დროის გამოყოფა, რომ კონგრესზე დაეხმარო ერთ-ერთ განყოფილებას? მსახურება, თუნდაც სულ რამდენიმე საათით ჩვენი ძმებისთვის, ძალიან დამხმარე იქნება და დიდ კმაყოფილებას მოგვგვრის. თუ შეგიძლია დახმარება, გთხოვთ, აცნობო „ნებაყოფლობითი სამსახურის განყოფილებას“ კონგრესზე. 16 წლამდე ბავშვებსაც შეუძლიათ დახმარების აღმოჩენა იმით, რომ მშობელთან ან სხვა, მათზე პასუხისმგებელ პიროვნებასთან ერთად იმუშავებენ.
▪გაფრთხილებები. დარწმუნდი, რომ ავტომობილი ყოველთვის დაკეტილი გაქვს. არასოდეს დატოვო რამე გამოსაჩენ ადგილზე, რომ არ მიიზიდოს ყურადღება და არ გატეხონ. ქურდებისა და ჯიბგირების ყურადღება მიქცეულია დიდი თავყრილობისკენ. არ არის ბრძნული რამე ძვირფასის შენს ადგილზე დატოვება. არ არის იმის გარანტია, რომ შენ გარშემო ყველა ქრისტიანია. რატომ შევთავაზოთ რამე საცდური? როგორც ცნობილია, გარეშე პირებისგან ბავშვების მოტყუებისა და წაყვანის მცდელობა იყო. არასოდეს დატოვო უმეთვალყურეოდ ბავშვები.
გთხოვთ, კონგრესთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ არ დაურეკო ან არ მისწერო იმ ორგანიზაციას, რომელიც დარბაზს მოგაქირავებს. თუ კონგრესის შესახებ საჭირო ინფორმაციას ვერ მიიღებ, შეგიძლია წერილი დაწერო კონგრესის მისამართზე, რომელსაც კრების მდივანი მოგცემს.