საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 9/99 გვ. 8
  • რას ეტყვი ინდუსს?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რას ეტყვი ინდუსს?
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 1999
  • მსგავსი მასალა
  • როგორ გავაგრძელოთ საუბარი მათთან, ვინც სიტყვას გვაწყვეტინებს
    მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
  • დავუმოწმოთ ყველა ენისა და რელიგიის წარმომადგენელ ადამიანებს
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1998
  • იყენებ ამ ბროშურებს?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2012
  • დაეხმარეთ მათ, ვინც არ არის მზად წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ შესასწავლად
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2013
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 1999
km 9/99 გვ. 8

რას ეტყვი ინდუსს?

1 როგორც, ალბათ, იცი, მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც, ბევრი ინდუსი ცხოვრობს. ეს ნიშნავს, რომ, ადრე თუ გვიან, მსახურებისას შეიძლება ინდუსს შეხვდე. რას გააკეთებ ასეთ შემთხვევაში?

2 გახსოვდეს შემდეგი: მისიონერები, რომლებმაც წარმატებით უქადაგეს ინდუსებს, ამბობენ, რომ ეფექტურად ქადაგებისთვის აუცილებელი არ არის ინდუიზმის საფუძვლიანად შესწავლა. ჭეშმარიტების უბრალო, ტაქტიან შეთავაზებას ხშირად კარგი შედეგები მოჰყვება. უპირველესად, ოჯახის უფროსთან დალაპარაკება ითხოვე. თუ ის დადებითად გამოგეხმაურა, ოჯახის დანარჩენ წევრებთან ქადაგება უფრო გაგიადვილდება. თავიდანვე ნუ ეტყვი მობინადრეს, რომ ჩვენი ცნობა აღემატება იმას, რაც მას სწამს, ან რომ გინდა ესაუბრო ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთზე ან უძველეს წმინდა წერილებზე. რადგანაც ბევრი ინდუსი ბიბლიას დასავლურ წიგნად მიიჩნევს, შეგიძლია წინასწარ შექმნილი აზრი შეაცვლევინო იმის ახსნით, რომ ის მხარს არ უჭერს კოლონიალიზმსა თუ ერთი რასის მეორეზე მაღლა დაყენებას.

3 გამოიყენე შესაფერისი იარაღები. ორი ბროშურა სპეციალურად ინდუსებისთვის მომზადდა. „რატომ უნდა ვცეთ თაყვანი ღმერთს სიყვარულითა და ჭეშმარიტებით?“ გამოდის გუჯარათულ და პენჯაბურ ენებზე. „ჩვენი პრობლემები — ვინ დაგვეხმარება მათ გადაჭრაში?“ გამოდის კიდევ 11 ინდურ ენაზე. ეს ორივე ბროშურა ინგლისურ ენაზეც გამოიცემა. ინდუიზმის მიმდევრებისთვის ქადაგებისას ეფექტური აღმოჩნდა აგრეთვე ბროშურები „ნახე! მე ვქმნი ყოველივე ახალს“ და „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“. ბიბლიის შესწავლის დაწყებაში დაგეხმარება ბროშურა „რას მოითხოვს“ და წიგნი „შემეცნება“.

4 საერთო ენა გამონახე. ძნელი არ არის ინდუსებთან საერთო ენის გამონახვა. მათ სწამთ, რომ ჩვენს დროში ბოროტებამ თავის კულმინაციას მიაღწია და რომ ღმერთი პრობლემებისგან გაათავისუფლებს მსოფლიოს დიდი კატასტროფის საშუალებით, რომელსაც ჭეშმარიტების ხანა მოჰყვება. ალბათ, ხედავ, რა ადვილად შეიძლება ამ შეხედულებების დაკავშირება ბიბლიურ მოძღვრებასთან უკანასკნელი დღეების, დიდი გასაჭირისა და მომავალი ახალი ქვეყნიერების შესახებ. რადგანაც ინდუსების უმეტესობა სიცოცხლეს უყურებს როგორც გადაუჭრელი პრობლემების რიგს, ისინი დაინტერესებული არიან ისეთი საკითხებით, როგორიც არის: ოჯახური ცხოვრება, დამნაშავეობა და უსაფრთხოება, აგრეთვე რა ხდება სიკვდილის დროს. აქ მოცემულია ორი უბრალო შესავალი.

5 ოჯახის უფროსისთვის შეგეძლო გეთქვა:

▪ „ვაკითხავ მათ, ვინც დღეს დაინტერესებულია ოჯახური ცხოვრების მდგომარეობით მრავალ ქვეყანაში. თქვენი აზრით, რა დაგვეხმარება ოჯახის შენარჩუნებაში? [ადროვე გიპასუხოს]. ზოგმა იცის, რას ამბობს ინდუსური წერილები ოჯახზე, მაგრამ არასოდეს ჰქონიათ საშუალება, ეს იმასთან შეედარებინათ, რასაც ბიბლია ამბობს ამ საკითხზე. მინდა ეს აზრი ამოგიკითხოთ კოლასელთა 3:12—14-დან“. მუხლების წაკითხვის შემდეგ მობინადრეს უჩვენე მე-15 თავი წიგნიდან „შემეცნება“ და უთხარი: „სიამოვნებით დავუთმობდი დროს თქვენთან ერთად ამ თავის წაკითხვას“.

6 ახალგაზრდა შეიძლება გამოხმაურებოდა შემდეგს:

▪ „ეჭვგარეშეა, გწამთ ღმერთი. თქვენი აზრით, რას გვიპირებს ის?“. ადროვე გიპასუხოს. შემდეგ წაუკითხე დაბადების 1:28 და უთხარი: „დედამიწის მრავალი კუთხე მჭიდროდ არის დასახლებული და ხალხი პრობლემებით იტანჯება. როგორ ფიქრობთ, უნდა შემოქმედს, რომ დაგვეხმაროს პრობლემების გადაჭრაში?“. პასუხის შემდეგ შესაბამისი პუბლიკაცია გამოიყენე.

7 მიაღწიე კარგ შედეგებს. 22 წლის ახალგაზრდა ინდუსი მივიდა დასთან, რომელიც ბაზარში ქადაგებდა, და ბიბლიის შესწავლა სთხოვა. მან აუხსნა, რომ 8 წლის წინათ ყური მოჰკრა ბიბლიურ თემაზე საუბარს დედამისსა და ამ დას შორის. თუმცა მასზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა ბიბლიის პრაქტიკულმა პასუხებმა კაცობრიობის პრობლემებთან დაკავშირებით, დედამისი არ დაინტერესებულა, თვითონ კი ძალიან პატარად თვლიდა საკუთარ თავს, რომ ჭეშმარიტებას დამოუკიდებლად მიჰყოლოდა. ახლა, როგორც უკვე სრულწლოვანს, უნდოდა, მეტი გაეგო. ამ ახალგაზრდას დრო არ დაუკარგავს. მან სულ რაღაც 23 დღეში დაამთავრა წიგნ „შემეცნების“ შესწავლა, ბაზარში დასთან შეხვედრიდან ოთხი თვის შემდეგ კი მონათვლა ითხოვა!

8 ძმამ შესწავლა დაიწყო ინდუს კაცთან, რომელსაც მატარებელში შეხვდა. ამ კაცს პრობლემები ჰქონდა მეუღლესთან ურთიერთობაში. აგრეთვე ბევრს სვამდა. ის დათანხმდა, რომ მოწმეს მიეკითხებინა და ბიბლიური რჩევები მიეცა ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებით. მას მოეწონა ბიბლიაში მოცემული ზნეობრივი ნორმები და ბიბლიის შესწავლაზე დათანხმდა. მან ოჯახთან ერთად შეხვედრებზე დასწრება დაიწყო. მოგვიანებით მათ ჭეშმარიტება მეგობრებსა და ნათესავებსაც გაუზიარეს. დღესდღეობით უკვე ექვსი მათგანი გამოეხმაურა ჭეშმარიტებას!

9 ღმერთს სურს, რომ „ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (1 ტიმ. 2:4). ეს ეხება ისეთი არაქრისტიანული რელიგიის მიმდევრებსაც, როგორიც არის ინდუიზმი. თუ შენს უბანზე ინდუსები არიან, რატომ მალევე არ მისულიყავი მათთან და არ გამოგეყენებინა ამ სტატიაში მოცემული ზოგი რჩევა?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება